სოციალური დაცვა სომხეთში
სოციალური დაცვა სომხეთში არის სახელმწიფოს პოლიტიკა, რომელიც უკავშირდება სოციალური დაცვის საკითხებს და მხარს უჭერს მოქალაქეების სოციალურ კეთილდღეობას. მას ზედამხედველობას უწევს "შრომისა და სოციალურ საქმეთა სამინისტრო".
შესავალი
რედაქტირებასახელმწიფო სოციალური დაცვის სისტემა სომხეთში ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამ ინსტიტუტის ფარგლებში მიღებული სერვისები უფასოა მოქალაქეებისთვის. "შრომისა და სოციალურ საქმეთა სამინისტრო" კოორდინირებას უწევს სერვისების მიწოდების პროცესს. სომხეთის სოციალური დაცვის სისტემა მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოსახლეობისთვის სოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფასა და უკიდურესი სიღარიბის შემსუბუქებაში. სოციალური დაცვის პოლიტიკის მიზანია სოციალური რისკების მართვა სახელმწიფოს მხრიდან, პრევენციის, შემცირებისა და რეგულაციის საშუალებით.
COVID-19-ის პანდემიამდე, სომხეთი დროდადრო აუმჯობესებდა საკუთარ ბიზნეს გარემოს და წარმატებას აღწევდა გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის მენეჯმენტის შექმნაში. ეკონომიკური ზრდა იყო ძლიერი, საშუალოდ 6,8% 2017-2019 წლებში. იმ ფონზე, როცა სომხეთის პროგრესი შენელდა პანდემიისა და 2020 წლის ნაგორნო-ყარაბაღის ომის გამო, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია სომხეთში პროგნოზირებდა 8%-იან ეკონომიკურ ზრდას 2021 წელს.[1]
ისტორია
რედაქტირებასოციალური დაცვის სისტემა სომხეთის პირველი რესპუბლიკის დროს
რედაქტირება"საზოგადოებრივი დახმარების სამინისტრო" შეიქმნა 1918 წლის ნოემბერში, იმ დროს, როცა სომხეთის პირველი რესპუბლიკის მეორე მთავრობა განიცდიდა რეორგანიზებას. 1919 წლის 8 აპრილს, მას გადაერქვა სახელი და ეწოდა "შრომისა და საზოგადოებრივი დახმარების სამინისტრო". 1919 წლის 5 ივლისამდე, "საკვების სამინისტრო" ორგანიზებას უწევდა საკვების შეძენასა და მისი განაწილების საქმეებს. თუმცა, 1919 წლის 5 ივლისს, "საკვების სამინისტრო" დაიშალა და მისი ფუნქციები გადაიბარა "შრომისა და საზოგადოებრივი დახმარების სამინისტრომ". 1920 წლის 8 იანვარს სამინისტროს ამჯერად ეწოდა "რეკონსტუქციისა და საზოგადოებრივი დახმარების სამინისტრო". ის მოიცავდა ობოლთა თავშესაფრის, მიგრაციის, შრომის ორგანიზაციის, სამედიცინო და სანიტარულ, შრომის დაცვის, არქიტექტურისა და სამშენებლო დეპარტამენტებს.
1914-1920 წლები განსაკუთრებით რთული იყო; პირველმა მსოფლიო ომმა, სომეხთა გენოციდმა და თურქეთთან გრძელვადიანმა დაპირისპირებამ ასობით ათასი ადამიანი ლტოლვილად აქცია. ამის მიუხედავად, სომეხმა ხალხმა 1918 წელს პირველი სომხური რესპუბლიკის დაარსებით დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამასობაში, "რეკონსტრუქციისა და საზოგადოებრივი დახმარების სამინისტრომ" შეინარჩუნა წარმომადგენლობა ორივეგან, საქართველოსა და აზერბაიჯანშიც და გამოყო ფინანსები ამ ქვეყნებში სომხებისთვის ძირითადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
სოციალური დაცვის სისტემა სომხეთის მეორე რესპუბლიკის დროს
რედაქტირებაროდესაც სომხეთი გახდა საბჭოთა კავშირის ნაწილი, ბოლშევიკმა ლიდერებმა ჩაანაცვლეს სომხეთის მთავრობის მინისტრები.
1920 წლის 8 დეკემბერს მოხდა სამინისტროს რეორგანიზება და მას დაერქვა "რეკონსტრუქციისა და მზრუნველობის კომისარიატი". მოგვიანებით, 21 დეკემბერს, მას გადაერქვა სახელი და ეწოდა "სახალხო კომისარიატი სოციალური უსაფრთხოებისთვის". 1925 წლის 12 მარტს, მას კიდევ ერთხელ შეუცვალეს სახელწოდება და ამიერიდან ის გახდა "შრომისა და სოციალური უსაფრთხოების სახალხო კომისარიატი". 1946 წელს, სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის "სოციალური უსაფრთოების სამინისტრო" კიდევ ერთხელ რეორგანიზდა. სამინისტრო მოიცავდა პენსიებისა და დანამატების დეპარტამენტს, ასევე, დასაქმებისა და საოჯახო მეურნეობების მართვის, სამედიცინო ექსპერტიზის, ფინანსური დაგეგმვის, კაპიტალური მშენებლობის და სხვა ადმინისტრაციულ დეპარტამენტებს.
სომხეთის სოციალური დაცვის სისტემა 1991 წლის შემდეგ
რედაქტირება1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სამინისტრო რეორგანიზდა და მას ეწოდა "შრომისა და სოციალური უსაფრთხოების სამინისტრო". 1995 წლის სომხეთის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პრეზიდენტის განკარგულებით, სამთავრობო სტრუქტურამ ცვლილებები განიცადა; სამინისტრო გადაკეთდა "სოციალური უსაფრთხოების, დასაქმების, მიგრაციის და ლტოლვილების საქმეთა სამინისტროდ".
1996 წელს, პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, მთავრობამ შემდგომი სტრუქტურული ცვლილებები განიცადა. 1996 წლის 8 ნოემბერს, სამინისტრო შეცვალა "სოციალური უსაფრთხოების სამინისტრომ". 2000 წლის 28 თებერვალს, სამინისტრო შეერწყა "ჯანდაცვისა და სოციალური უსაფრთხოების სამინისტროს". 2000 წლის 20 მაისს, სამინისტრო გამოეყო "სოციალური უსაფრთხოების სამინისტროს". 2003 წლის 25 დეკემბერს კი, მას საბოლოოდ ეწოდა "შრომისა და სოციალურ საქმეთა სამინისტრო".
სომხეთი დამოუკიდებლობის პირველ წლებს შეეგება მზარდი გამოწვევებით. 1988 წლის მიწისძვრის შედეგები (რომლის დროსაც დაიღუპა 25-დან 50 ათასამდე ადამიანი)[2], დღესაც სახეზეა. თურქეთის მიერ სომხეთის ბლოკადა, იძულებით გადაადგილებული პირების იმიგრაცია, ენერგეტიკული კრიზისი და უმუშევრობის მაღალი დონე ამ პრობლემებს კიდევ უფრო მეტად ამწვავებს.
1992 წელს, სომხეთში სიღარიბის დონემ მიაღწია 94%-ს. სწორედ ამიტომ, სომხეთის მთავრობამ განახორციელა მკაცრი ეკონომიკური რეფორმები. ჰუმანიტარულ დახმარებას უპირველესი მნიშვნელობა მიენიჭა. პრეზიდენტმა მთავრობას დაავალა შეექმნა ისეთი სისტემა, რომელიც ჰუმანიტარული დახმარების განაწილებას ორგანიზებას გაუწევდა. შეიქმნა სპეციალისტების სამუშაო ჯგუფი და დაწესდა მკაფიო რეგულაციები. ასევე, "სოციალური უსაფრთხოების სამინისტროს" შიგნით დაფუძნდა "სოციალური სერვისების ინსტიტუტი". სამინისტრო მოწოდებული იყო ზუსტად მიეთითებინა სიღარიბის დონე საჭირო ოჯახებში, ისევე, როგორც დაერეგულირებინა ჰუმანიტარული დახმარების სწრაფი და მიუკერძოებელი განაწილება.[3] სოციალური სერვისები ფინანსდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ბენეფიციარები სერვისებს იღებდნენ უფასოდ.
2005 წელს მთავრობამ მიიღო სოციალური დახმარებისა და სახელმწიფო შეღავათების შესახებ კანონები, რაც განამტკიცებს იმას, რომ სოციალური დახმარება და სოციალური სერვისები უნდა მიეცეთ ადამიანებს რთულ ცხოვრებისეულ ვითარებებში და ამ სირთულეების შემცირების ან თავიდან არიდებისთვის. ასევე, კანონები მიზნად ისახავს მოწყვლადი ჯგუფების/ინდივიდების დახმარებას, რათა მათ შეეძლოთ საზოგადოებაში ინტეგრირება.[4]
გაეროს განვითარების პროგრამის თანახმად, 2021 წელს უმუშევრობის დონე სომხეთში დავიდა 17,8%-მდე, ხოლო სიღარიბის დონე შემცირდა 23,5%-მდე.[5]
სტრუქტურა
რედაქტირებასომხეთში ფუნქციონირებს სოციალური დაცვის 15 პროგრამა. ეს პროგრამები კლასიფიცირებულია სოციალური დაცვის 3 ძირითად კომპონენტად.[4]
- სოციალური დახმარება;
- სოციალური დაზღვევა;
- შრომის ბაზრის პროგრამები.
ეს პროგრამები მოიცავს ბავშვთა დაცვის და ჯანდაცვის პროგრამებს, საოჯახო და სამშობიარო დახმარების პროგრამებს, საპენსიო პროგრამებს, უმუშევრობის შემწეობას, უნარშეზღუდული პირების და ხანდაზმულთა დახმარებას, სხვ.[6] სოციალური სერვისებით სარგებლობის უფლება დაცულია სომხეთის კონსტიტუციის 37-ე მუხლით.[7]
ბოლო მოვლენები
რედაქტირება2011 წელს ევროკომისიის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, აღმოჩნდა, რომ სომხეთის სოციალური დაცვის სისტემა გაუმჯობესდა და სახელმწიფო პოლიტიკამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მოსახლეობისთვის სოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფასა და უკიდურესი სიღარიბის შემცირებაში.[8] ანგარიში დამატებით აღნიშნავდა, რომ სოციალური დახმარების პოლიტიკაში რეფორმების გაგრძელება კრიტიკული მნიშვნელობისაა, რათა სომხეთმა მიაღწიოს მდგრად შედეგებს და განამტკიცოს ის მოსაზრება, რომ სოციალური დახმარების პროგრამები ყველასთვის ხელმისაწვდომია.
2017 წლის ნოემბერში, სომხეთმა და "ევროკავშირმა" ხელი მოაწერეს "სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შეთანხმებას". შეთანხმება შეიცავს პუნქტებს, რომლებიც ყურადღებას ამახვილებს სოციალური საქმეების გაუმჯობესებაზე, უმუშევრობასთან გამკლავებაზე და სასოფლო განვითარების მხარდაჭერაზე.[9]
2019 და 2020 წლებს შორის, გაეროს ბავშვთა ფონდმა და მსოფლიო ბანკმა ერთობლივად ჩაატარეს სომხეთში სოციალური დაცვის სისტემის სიღრმისეული მიმოხილვა იმ მიზნით, რომ სომხეთის მთავრობას შეექმნა სტანდარტული კრიტერიუმები არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად და განეხორციელებინა სოციალური დაცვის სისტემის შემდგომი რეფორმირება წარმოშობილი საჭიროებების საპასუხოდ.[10]
2021 წლის ივლისში, სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰელიმ გამოაცხადა, რომ "ევროკავშირი" სომხეთს გამოუყოფდა დაახლოებით 3,1 მილიარდი აშშ დოლარის რაოდენობის გრანტს.[11] დახმარება მხარდაჭერას აღმოუჩენს სომხეთში სოციალური პირობების გაუმჯობესებისთვის განკუთვნილ სხვადასხვა პროგრამას.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (ინგლისური აბრევიატურა - USAID) აქტიურად თანამშრომლობს სომხეთის მთავრობასთან და ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა მხარი დაუჭიროს და განახორციელოს სოციალური პროგრამები ქვეყანაში, ასევე, გააძლიეროს მთავრობის ქმედუნარიანობა იმ მიზნით, რომ გზა გაუხსნას ფართო სოციალური რეფორმისთვის დღის წესრიგს.[12]
იხილეთ ასევე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ILO | Social Protection Platform. www.social-protection.org. ციტირების თარიღი: 30 November, 2021
- ↑ Noji, Eric K; Kelen, Gabor D; Armenian, Haroutune K; Oganessian, Ashot; Jones, Nicholas P; Sivertson, Keith T (1 August, 1990). "The 1988 earthquake in Soviet Armenia: A case study". Annals of Emergency Medicine. 19 (8): 891-897.
- ↑ World Bank. "Case Study Summary: Armenia Family Poverty Benefit" დაარქივებული 2023-04-10 საიტზე Wayback Machine. (PDF). World Bank Archive: 1-2.
- ↑ 4.0 4.1 "Technical Assistance Consultant's Report" (PDF) (Link is not available at the moment). ციტირების თარიღი: 29 May, 2022.
- ↑ "UNDP in Armenia". UNDP.
- ↑ "Social safety network and social protection system" დაარქივებული 2023-04-10 საიტზე Wayback Machine. . www.investinarmenia.am.
- ↑ "Social security provisions in the Constitution of Armenia"
- ↑ https://ec.europa.eu/social/BlobServlet?docId=6881&langId=en (Inserted PDF).
- ↑ "EU and Armenia take stock on Comprehensive and Enhanced Partnership Agreement implementation | EU Neighbours". www.euneighbours.eu. 11 May, 2021.
- ↑ Ministry of Labour and Social Affairs, World Bank, UNICEF Armenia (May, 2021). "Core Diagnostic of the Social Protection System in Armenia". (in English and Armenian).
- ↑ Mejlumyan, Ani (15 July, 2021). "Armenia gets aid boost from EU | Eurasianet". Eurasianet.
- ↑ "Social Protection | Armenia | U.S. Agency for International Development". www.usaid.gov. 12 July, 2021.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Official website (of the Ministry of Labor and Social Affairs)