სოფლის მეურნეობა ბანგლადეშში

ბანგლადეშის სოფლის მეურნეობა ქვეყნის ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტის 14.2%-ს შეადგენს (2017). ამ სექტორში სამუშაო ძალის 42.7%-ია დასაქმებული.[1] მოსახლეობის უმრავლესობა საარსებო საშუალებებს სოფლის მეურნეობიდან იღებს. ხშირად არახელსაყრელი კლიმატური პირობების მიუხედავად, მრავალი ფაქტორის გავლენით ბანგლადეშის ინტენსიური სოფლის მეურნეობა სტაბილურად ვითარდება.[2] სექტორის განვითარებას წყალდიდობების კონტროლი და ირიგაციის გაუმჯობესება, უფრო ეფექტური პესტიციდების გამოყენება, უკეთესი განაწილებისა და სასოფლო საკრედიტო ქსელის შექმნა უწყობს ხელს.[2]

ბანგლადეშში სოფლის მეურნეობის პროდუქციის განვითარება 1961-2019 წლებში

მთავარი კულტურები ბრინჯი და ჯუთეა. დიდი მნიშვნელობა ენიჭება სიმინდსა და ბოსტნეულს.[2] ირიგაციის ქსელის გავრცელების შედეგად ხორბლის ზოგიერთი მწარმოებელი სიმინდის კულტივაციაზე გადავიდა, რომელიც მეტწილად შინაური ფრინველების საკვებად გამოიყენება.[2] ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ჩაი მოჰყავთ. ბანგლადეშის ნაყოფიერი ნიადაგისა და წყლის ნორმალური მიწოდების წყალობით ქვეყნის ბევრ რეგიონში წელიწადში ბრინჯის სამჯერ მოყვანაა შესაძლებელი. ქვეყანა ბრინჯის(მე-3), კარტოფილის (მე-7), ტროპიკული ხილის (მე-6), ჯუთეს (მე-2), და ფერმებში დაჭერილი თევზების (მე-5) უმსხვილეს მწარმოებლებს შორისაა.[3]

მოსახლეობის რაოდენობის ზრდა სურსათის დეფიციტს განაპირობებს, განსაკუთრებით დეფიციტურია ხორბალი. პრობლემის აღმოფხვრას უცხოური მხარდაჭერა და კომერციული იმპორტი უწყობს ხელს. სერიოზული პრობლემაა მოსახლეობის მხოლოდ მცირე ხნით დასაქმებაც. სოფლის მეურნეობის სექტორის წინაშე მდგარ სხვა პრობლემებს შორისაა: ინსექტიციდები, წყლის მენეჯმენტთან დაკავშირებული გამოწვევები, დაბინძურება და მიწის დეგრადაცია. ბანგლადეში განსაკუთრებით მოწყვლადია კლიმატის ცვლილების მიმართ. ამინდისა და ტემპერატურის ცვლილება მნიშვნელოვნად ცვლის საკვების მოყვანის პირობებს. სოფლის მეურნეობის გლობალურ დათბობასთან ადაპტაცია ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია.

სოფლის მეურნეობის კულტურები

რედაქტირება
 
სოფლის მეურნეობის მთავარი პროდუქტების ტერიტორიების რუკა

ირიგაციის ქსელის განვითარების გამო ხორბლის მწარმოებელთა ნაწილი სიმინდის წარმოებაზე გადაერთო, რომელიც მეწტილად შინაური ფრინველების საკვებად გამოიყენება. ჩაი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში იზრდება.[4] ბანგლადეშის ნაყოფიერი ნიადაგისა და ნორმალური წყლის მიწოდების წყალობით ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ბრინჯი წელიწადში სამჯერ მოჰყავთ.[4] არაერთი ფაქტორის გათვალისწინებით, მიუხედავად არასათანადო პირობებისა, ბანგლადეშში ინტენსიური სოფლის მეურნეობა სტაბილურად ვითარდება.[2] გაუმჯობესდა წყალდიდობის კონტროლი და ირიგაცია, უფრო ეფექტურად გამოიყენება სასუქები და განაწილებისა და სასოფლო კრედიტების ქსელიც განვითარდა.[2] ბანგლადეშის სოფლის მეურნეობის მთავარი კულტურა ბრინჯია. ბანგლადეში მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა ბრინჯის წარმოების მხრივ.[5]

ხორბალი ბანგლადეშისთვის სოფლის მეურნეობის ტრადიციული კულტურა არ არის და 1980-იან წლებში სასოფლო ტერიტორიებზე მცირე რაოდენობით მოიხმარდნენ. 1960-1970-იან წლებში საგარეო დახმარების დიდ ნაწილს ხორბალი შეადგენდა, რის გამოც ამ კულტურის მოხმარების მასშტაბები გაიზარდა. 1980-იანი წლების პირველ ნახევარში ხორბლის წლიური შიდა წარმოება 1 მილიონ ტონაზე მეტი იყო, თუმცა წარმოებული მარცვლეულის ჯამური რაოდენობის 7-9%-ს შეადგენდა. 1985 წელს ხორბლის წარმოება რეკორდულ დონემდე ავიდა და 1.5 მლნ ტონას გაუტოლდა, თუმცა მომდევნო წლებში კვლავ შემცირდა. ხორბლის ნახევარი ირიგირებულ ტერიტორიაზე მოჰყავთ.

მეცხოველეობა

რედაქტირება

შინაური ფრინველები

რედაქტირება

ბანგლადეშის კლიმატი ხელსაყრელია შინაური მეფრინველეობისთვის. 2017 წელს შინაური ფრინველების მრეწველობაში 300 000 მლნ ბანგლადეშური ტაკას ინვესტიცია ჩაიდო. ბანგლადეშში შინაური ფრინველების დაახლოებით 150 000 ფერმაა.[6] ფერმები წლიურად დაახლოებით 570 მლნ ტონა ხორცსა და 7.34 მლრდ კვერცხს აწარმოებენ.[7] შიანურ ფრინველებს ძირითადად იმპორტირებული სოიოთი კვებავენ.[8] ერთ სულ მოსახლეზე ხორცისა და კვერცხის მოხმარების დონე სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანზიაციის რეკომენდებულ დონეზე დაბალია.[9] შინაურ მეფრინველეობას დიდად აზარალებს ფრინველის გრიპი. 2007 წელს, ფრინველის გრიპის ეპიდემიის გავრცელების გამო ბანგლადეშში ფერმების ⅔ დაიხურა.[10]

 
ჩაის ბაღები ბანგლადეშში

ბანგლადეში მოწინავე სახელმწიფოა ჩაის წარმოებაში. იგი მსოფლიოში მე-10 ადგილზეა ჩაის წარმოების მხრივ. ჩაის მრეწველობა ბრიტანეთის ინდოეთის დროს განვითარდა, როდესაც ოსტინდოეთის კომპანიამ სილჰეტის რეგიონში ჩაით ვაჭრობა დაიწყო.[11] ჩიტაგონგის ოლქში ჩაის კულტივაცია 1840 წელს დაიწყო.[12] ჩაის მრეწველობაში 4 მილიონზე მეტი ადამიანია დასაქმებული და გლობალური ჩაის წარმოების 3%-ს შეადგენს.[13]

ჩაი ძირითადად ბანგლადეშის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ რაიონებში მოჰყავთ, სადაც მთიანი რეგიონები, ზომიერი კლიმატი, ტენიანობა და ხშირი წვიმები მაღალი ხარისხის ჩაის მოსაყვანად ხელსაყრელ პირობებს ქმნის.[13]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. CIA – The World Factbook. Central Intelligence Agency. ციტირების თარიღი: 5 December 2019
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Background Note: Bangladesh (March 2008). ციტირების თარიღი: 11 June 2008 This article incorporates text from this source, which is in the public domain.
  3. Countries by Commodity. Food and Agriculture Organization of the United Nations (2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ნოემბერი 2016. ციტირების თარიღი: 13 November 2016
  4. 4.0 4.1 "Background Note: Bangladesh". Bureau of South and Central Asian Affairs (March 2008). Accessed 11 June 2008. This article incorporates text from this source, which is in the public domain.
  5. "IRRI – International Rice Research Institute" დაარქივებული 21 May 2008 საიტზე Wayback Machine.
  6. „Poultry operators eye global market“. The Daily Star (ინგლისური). 2017-03-05. ციტირების თარიღი: 2017-03-26.
  7. „Tk 30,000cr needed to beef up poultry sector“. The Daily Star (ინგლისური). 2017-03-03. ციტირების თარიღი: 2017-03-26.
  8. „Import of soymeal, key feed ingredient, on the decline“. The Daily Star (ინგლისური). 2017-03-26. ციტირების თარიღი: 2017-03-26.
  9. „Poultry operators plan to raise investment“. The Daily Star (ინგლისური). 2015-01-29. ციტირების თარიღი: 2017-03-26.
  10. Feed industry: Attaining economies of scale. ციტირების თარიღი: 2017-03-26
  11. „Tea Industry“, Banglapedia: National Encyclopedia of Bangladesh. Asiatic Society of Bangladesh. 
  12. চা শিল্পের ইতিহাস. www.teaboard.gov.bd. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ნოემბერი 2019. ციტირების თარიღი: 3 April 2015
  13. 13.0 13.1 Tea. scribd.com. ციტირების თარიღი: 24 March 2015