ბანგლადეშის ეკონომიკა
ბანგლადეშის ეკონომიკა განვითარებადი საბაზრო ეკონომიკით ხასიათდება.[1] იგი მსოფლიოში სიდიდით 41-ე ეკონომიკაა ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით, ხოლო 30-ე ადგილზეა მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით. მიეკუთვნება საშუალო კლასის ეკონომიკებს და ჯიმ ო'ნილის კლასიფიკაციით შემდეგი თერთმეტი (Next Eleven) სახელმწიფოს ნაწილია. 2019 წლის პირველ კვარტალში ბანგლადეში მსოფლიოში მეშვიდე ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე სახელმწიფო იყო როგორც რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის, ისე მუდმივ ფასებში მოცემული მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით და წლიური ზრდის მაჩვენებელი 8.3%-ს უტოლდებოდა.[2] ქვეყნის ფინანსური ცენტრები დაკა და ჩიტაგონგია, სადაც დაკის საფონდო ბირჟა და ჩიტაგონგის საფონდო ბირჟაა განთავსებული. ბანგლადეშის ფინანსური სექტორი მეორე ადგილზეა ინდოეთის სუბკონტინენტზე. ბანგლადეში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა როგორც სამხრეთ აზიაში, ისე მთელს მსოფლიოში.
2004 წლის შემდეგ ათწლეულში ბანგლადეშის მთლიანი შიდა პროდუქტი საშუალოდ 4.5%-ით იზრდებოდა. აღნიშნული ზრდა მეტწილად ტექსტილის ნაწამის ექსპორტით, ფულადი გზავნილებითა და სოფლის მეურნეობის სექტორით იყო განპირობებული. ქვეყანა ექსპორტზე ორიენტირებულ ინდუსტრიალიზაციაზე აკეთებს აქცენტს. ექსპორტის წამყვანი სექტორებია ტექსტილი, გემთმშენებლობა, ზღვის პროდუქტები, ტყავის საქონელი და ჯუთი. ბანგლადეშში ეროვნულ დონეზე მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის საკმარისადაა განვითარებული ფარმაცევტული, ლითონებისა და კვების ინდუსტრია. ბოლო წლებში სწრაფად გაიზარდა ბანგლადეშის ტელეკომუნიკაციების მრეწველობა და უცხოური კომპანიებიდან დიდი რაოდენობით ინვესტიციები მოიზიდა. ბანგლადეშს ბუნებრივი აირის მნიშვნელოვანი რეზერვები აქვს და აზიის მასშტაბით მეშვიდე ადგილზეა ბუნებრივი აირის წარმოების მხრივ. ბენგალის ყურეში, ბანგლადეშის საზღვაო ტერიტორიაზე იზრდება ბუნებრივი აირის ოფშორული მოპოვების მასშტაბები. ქვეყანას კირქვის დიდი რაოდენობით დეპოზიტებიც აქვს.[3] ქვეყნის მასშტაბით ზრდადი საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორია განვითარებისთვის ქვეყანა ციფრული ბანგლადეშის სქემის დანერგვას უჭერს მხარს.
ბანგლადეში ნეპალისა დ აბჰუტანისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფოა. ზღვაზე გასასვლელის არმქონე ამ სახელმწიფოებისთვის ზღვაზე წვდომას ბანგლადეშის საზღვაო პორტები უზრუნველყოფენ.[4][5][6] ბანგლადეში პოტენციური გასასვლელია ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილისთვისაც, მათ შორის ტიბეტის, სიჩუანისა და იუნანისთვის.
ბანგლადეში D-8 ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის, სამხრეთ აზიის რეგიონული თანამშრომლობის ასოციაციის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და ინფრასტრუქტურის ინვესტიციების აზიური ბანკის წევრია.
ეკონომიკის სექტორები
რედაქტირებასოფლის მეურნეობა
რედაქტირებასოფლის მეურნეობა ბანგლადეშში დასაქმების უდიდეს სექტორს წარმოადგენს. 2017 წელს ბანგლადეშის მთლიანი შიდა პროდუქტის 14.2% სოფლის მეურნეობაზე მოდიოდა და ამ სექტორში სამუშო ძალის 42.7% იყო დასაქმებული.[7] ამ სექტორის საქმიანობას ძალიან დიდი გავლენა აქვს მთავარ მაკროეკონომიკურ ინდიკატორებზე, როგორებიცაა დასაქმება, უმუშევრობის შემცირება, ადამიანური რესურსების განვითარება, საკვებით უზრუნველყოფით უსაფრთხოება და სხვა ეკონომიკური და სოციალური მაჩვენებლები. ბანგლადეშელთა დიდი ნაწილის საარსებო წყარო სოფლის მეურნეობაა. არაერთი ფაქტორის გათვალისწინებით, მიუხედავად არასათანადო პირობებისა, ბანგლადეშში ინტენსიური სოფლის მეურნეობა სტაბილურად ვითარდება.[8] გაუმჯობესდა წყალდიდობის კონტროლი და ირიგაცია, უფრო ეფექტურად გამოიყენება სასუქები და განაწილებისა და სასოფლო კრედიტების ქსელიც განვითარდა.[8]
ტურიზმი
რედაქტირებამსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს 2013 წლის მოხსენების მიხედვით, ბანგლადეშში მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროში 2012 წელს პირდაპირ 1 281 500 სამუშაო ადგილი იყო შექმნილი, რაც ქვეყნის დასაქმებული მოსახლეობის მთლიანი ნაწილის 1.8%-ს შეადგენდა. ამ მაჩვენებლით ბანგლადეში მსოფლიო მასშტაბით 178 ქვეყნიდან 157-ე ადგილზე იმყოფებოდა.[9] პირდაპირი და არაპირდაპირი სამუშაო ადგილების რაოდენობა 2 714 500 იყო, რაც ქვეყნის დასაქმებული მოსახლეობის 3,7%-ს შეადგენს.[9] 2012 წლისთვის მთლიან შიდა პროდუქტში მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროდან პირდაპირი შემოსავლების პროცენტული მაჩვენებლით ბანგლადეში მსოფლიოს 176 ქყვეყანას შორის 142-ე ადგილზე იმყოფებოდა.[9] მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭო 2023 წლისთვის ბანგლადეშში ტურიზმის სფეროში 1 785 000 სამუშაო ადგილის შექმნას ვარაუდობს, ხოლო საერთო ჯამში ― 3 891 000 სამუშაო ადგილის, რაც ქვეყნის დასაქმებულთა დაახლოებით 4.2%-ს უტოლდება.
მაკროეკონომიკური ტრენდები
რედაქტირებაქვემოთ მოცემულია მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლები ბანგლადეშისთვის მიახლოებული საბაზრო ფასებით, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერაა მოცემული ბანგლადეშურ ტაკაში. ცხრილში მხოლოდ ფორმალური სექტორის მაჩვენებლებია ასახული.
წელი | მშპ (მლნ ტაკა) | აშშ $ გაცვლითი კურსი | ინფლაციის ინდექსი (2000=100) |
ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი (აშშ-ის %-ის სახით) |
---|---|---|---|---|
1980 | 250,300 | 16.10 ტაკა | 20 | 1.79 |
1985 | 597,318 | 31.00 ტაკა | 36 | 1.19 |
1990 | 1,054,234 | 35.79 ტაკა | 58 | 1.16 |
1995 | 1,594,210 | 40.27 ტაკა | 78 | 1.12 |
2000 | 2,453,160 | 52.14 ტაკა | 100 | 0.97 |
2005 | 3,913,334 | 63.92 ტაკა | 126 | 0.95 |
2008 | 5,003,438 | 68.65 ტაკა | 147 | |
2015 | 17,295,665 | 78.15 ტაკა | 196 | 2.48 |
2019 | 26,604,164 | 84.55 ტაკა | 2.91 |
2009 წლისთვის საშუალო საათობრივი ანაზღაურება 0.58 $-ს უდრიდა.
ქვემოთ მოცემულია მთავარი ეკონომიკური ინდიკატორები 1980–2019 წლებისთვის. 5%-ზე ნაკლები ინფლაცია მწვანედაა ნაჩვენები.[10][11]
სტატისტიკა
რედაქტირებამსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, ბანგლადეშს მსოფლიოს 140 სახელმწიფოს შორის 103-ე ადგილი ეკავა, ხოლო 2019 წლის ანგარიშის მიხედვით მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის 105-ე ადგილი უკავია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 1 744.5 აშშ დოლარს შეადგენს. ბანგლადეშის მშპ მსოფლიოს მშპ-ის 0.56%-ია. ათწლიანი საშუალო წლიური მშპ-ის ზრდა 5.9%-ს შეადგენს. უმუშევრობის დონე 4.3%-ია, გლობალური გენდერული სხვაობის ინდექსი - 0.7, ხოლო განახლებადი ენერგიის მოხმარების წილი 34.7%-ია. ჯინის კოეფიციენტი 32.4-ს უტოლდება.
ინსტიტუტების მაჩვენებლებით, ბანგლადეში 109-ე ადგილზეა: უსაფრთხოების დონით ქვეყანას 101-ე ადგილი უკავია, სოციალური კაპიტალის დონით ― 96-ე, ჩეკებისა და ბალანსების დონით ― 107-ე, საჯარო სექტორის საქმიანობით ― 62-ე, გამჭვირვალობით ― 125-ე, საკუთრების უფლებებით ― 126-ე, კორპორატიული მმართველობით ― 102-ე, მთავრობის სამომავლო ორიენტაციით ― 103-ე.
ინფრასტრუქტურის მაჩვენებლებით, ბანგლადეშს მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის 114-ე ადგილი უკავია: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიხედვით ― მე-100, ხოლო კომუნალური ინსფრასტრუქტურით ― 103-ე. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისების მიხედვით ბანგლადეში 108-ე ადგილზეა. ქვეყანა მაკროეკონომიკურად არც თუ ისე სტაბილურია, 95-ე ადგილზეა: ინფლაციის დონე 5.6%-ია, ხოლო ვალების დინამიკის ინდექსი 50-ს უტოლდება.
სასაქონლო ბაზრის მიხედვით ბანგლადეში 119-ე ადგილზეა: შიდა კონკურენციით 113-ე ადგილს იკავებს, ხოლო ვაჭრობის ღიაობით ― 119-ს; შრომის ბაზრის მიხედვით ― 121-ე ადგილზე: მოქნილობის ინდექსით 121-ე ადგილს იკავებს, ხოლო მერიტოკრატიისა და ინიციატივების მხარდაჭერით ― 109-ს.
ბანგლადეშში ცუდადაა განვითარებული საფინანსო სისტემა (106-ე ადგილი): სიღრმით 90-ე, ხოლო სტაბილურობით 129-ე ადგილზეა. ბაზრის ზომით ქვეყანა 36-ე ადგილს იკავებს. ბანგლადეშში ცუდადაა განვითარებული ბიზნესის დინამიკის მაჩვენებლები (121-ე ადგილი): ადმინისტრაციული მოთხოვნილებებით 118-ე ადგილს იკავებს, ხოლო სამეწარმეო კულტურით ― 114-ს.[12]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑
—Riaz, Ali; Rahman, Mohammad Sajjadur (2016) Routledge Handbook of Contemporary Bangladesh. Routledge, გვ. 165. ISBN 978-1-317-30876-8.
—Thorp, John P. (1986). „Bangladesh, Bangladesh!—A Review Article“. The Journal of Asian Studies. Cambridge University Press. 45 (4): 789–796. doi:10.2307/2056087. JSTOR 2056087. S2CID 159085593.
—Siddiqi, Dina M. “Miracle Worker or Womanmachine? Tracking (Trans)National Realities in Bangladeshi Factories.” Economic and Political Weekly, vol. 35, no. 21/22, Economic and Political Weekly, 2000, pp. L11–17.
—Paksha Paul, B. (2010), "Does corruption foster growth in Bangladesh?", International Journal of Development Issues, Vol. 9 No. 3, pp. 246-262. doi:10.1108/14468951011073325
—Chowdhury, M.S. (2007), "Overcoming entrepreneurship development constraints: the case of Bangladesh", Journal of Enterprising Communities: People and Places in the Global Economy, Vol. 1 No. 3, pp. 240-251. doi:10.1108/17506200710779549
—Bashar, Omar K. M. R., and Habibullah Khan. “Liberalisation and Growth in Bangladesh: An Empirical Investigation.” The Bangladesh Development Studies, vol. 32, no. 1, Bangladesh Institute of Development Studies, 2009, pp. 61–76.
—Ahamed, Md Mostak. “Market Structure and Performance of Bangladesh Banking Industry: A Panel Data Analysis.” The Bangladesh Development Studies, vol. 35, no. 3, Bangladesh Institute of Development Studies, 2012, pp. 1–18.
—Abdin, MD. Joynal, The Nature and Evolution of Capitalism in Bangladesh (March 16, 2016). Abdin, M.J. (2016). The Nature and Evolution of Capitalism in Bangladesh, “The Nature and Evolution of Capitalism in All World”, March 16, 2016. - ↑ Real GDP Growth: Annual Percent Change. ციტირების თარიღი: 3 October 2019
- ↑ „Largest limestone reserve discovered“. The Daily Star. 4 June 2012.
- ↑ Rahmatullah, M (20 March 2013). „Regional Transport Connectivity: Its current state“. The Daily Star. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 დეკემბერი 2015. ციტირების თარიღი: 3 ნოემბერი 2022.
- ↑ Chowdhury, Kamran Reza (19 May 2013). „Mongla seaport to get railway link in 4 years“. Dhaka Tribune.
- ↑ „Sub-regional connectivity in South Asia: Prospects and challenges“. The Financial Express. 13 July 2013.
- ↑ CIA – The World Factbook. Central Intelligence Agency. ციტირების თარიღი: 5 December 2019
- ↑ 8.0 8.1 Background Note: Bangladesh (March 2008). ციტირების თარიღი: 11 June 2008 This article incorporates text from this source, which is in the public domain.
- ↑ 9.0 9.1 9.2 Travel & Tourism Economic Impact 2013: Bangladesh. World Travel and Tourism Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი 2018.
- ↑ Report for Selected Countries and Subjects. ციტირების თარიღი: 11 September 2018
- ↑ Report for Selected Countries and Subjects. ციტირების თარიღი: 25 December 2019
- ↑ Schwab, K. (ed.) (2019). The Global Competitiveness Report 2019. World Economic Forum. Retrieved August 1, 2022. pp. 82-85.