ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სოფი ჟერმენი (ფრანგ. Sophie Germain; დ. 1 აპრილი, 1776, პარიზი — გ. 27 ივნისი, 1831, იქვე) — ფრანგი ფიზიკოსი, მათემატიკოსი და ფილოსოფოსი.

სოფი ჟერმენი
ფრანგ. Marie-Sophie Germain
ფრანგ. Sophie Germain
დაბ. თარიღი 1 აპრილი, 1776(1776-04-01)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბ. ადგილი პარიზი, საფრანგეთის სამეფო
გარდ. თარიღი 27 ივნისი, 1831(1831-06-27)[7] [1] [2] [4] [6] (55 წლის)
გარდ. ადგილი პარიზი, საფრანგეთის სამეფო
დასაფლავებულია პერ-ლაშეზის სასაფლაო[8] [9] და Grave of Sophie Germain
მოქალაქეობა საფრანგეთი
საქმიანობა მათემატიკოსი[8] , ფიზიკოსი და ფილოსოფოსი
ალმა-მატერი გეტინგენის უნივერსიტეტი[10]
მამა Ambroise-François Germain
ჯილდოები Grand prix des sciences mathématiques
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

სოფი ჟერმენი დაიბადა 1776 წლის პირველ 1 აპრილს პარიზში. მამამისი ამბრუაზ-ფრანსუა იყო საფრანგეთის პარლამენტის დეპუტატი, რომელიც იცავდა სახელმწიფოში ვაჭრების ინტერესებს. მეცნიერული ინტერესები ჟერმენს გაუღვიძა სოფლის პატარა ბიბლიოთეკამ. მან პატარა ასაკში დაიწო ისეთი წიგნების კითხვა, რომლებსაც ზრდასრული ადამიანები კითხულობდნენ. 13 წლის ასაკში მან წაიკითხა ფაქტები არქიმედეზე, კერძოდ მისი ცხოვრება და ვერაგული მკვლელობა. ამ ამბავმა გოგონას გონებაში არქიმედე გახადა გმირი და გადაწყვიტა რომ მთელი თავისი სიცოცხლე მისთვის მიეძღვნა. ნიუტონისა და ეილერის ნაშრომების შესწავლა მან მოახერხა დამოუკიდებლად შესწავლილი ბერძნული და ლათინური ენების საშუალებით. სოფი ჟერმენის ამმხრივ განათლებას მშობლები გულგრილად შეხვდნენ, მაგრამ წინ გადადგომა მაინც ვერ მოახერხეს. 18 წლის ასაკში მას უკვე დამუშავებული ჰქონდა ოჯახის ბიბლიოთეკა და წიგნებს სახლს გარეთ იძიებდა. მალევე მან მოახერხა ეშოვნა ფრანგი სწავლულების მიერ წაკითხული ლექციების კონსპექტები.

პოლიტექნიკური სკოლის იმდროინდელი წესის თანახმად თითოეული საკოლექციო კურსის დამთავრების შემდეგ სტუდენტებს პროფესორისათვის ჩათვლის მოსაპოვებლად შრომა უნდა წარედგინათ. ჟერმენი არ იყო სტუდენტი, თუმცა მან საკუთარი ნაშრომი დაამუშავა და გაუგზავნა ლაგრანჟს ანონიმური ხელმოწერით — „მესიე ლებლან“. ლაგრანჟს ეს ნაშრომი ძალიან მოეწონა და მოისურვა ნაშრომის ავტორის პოვნაც, თუმცა მან ჟერმანს სკოლაში ვერ მიაგნო. ძიების შედეგად მან მაინც გაარკვია თუ ვის ეკუთვნოდა ეს ნაშრომი და გარკვეული ამბით ძალიან აღფრთოვანდა. ამ ამბავმა გამოიწვია შემდეგი მოვლენა: სოფი ჟერმენმა „საუნივერსიტეტო განათლება“ დაუსწრებლად მიიღო ბიოლოგიაში, ფიზიკაში, მათემატიკასა და ფილოლოგიაში.

მანვე შეისწავლა ეგრეთ წოდებული „მათემატიკის მეფის“ — კარლ ფრიდრიხ გაუსის „არითმეტიკული გამოკვლევა“. შემდგომ ჟერმენმა საკუთარი აზრი წერილობით გაუსს აცნობა (წერელს კვლავ „მუსიე ლებლანი“ მიაწერა). გაუსისგანაც წერილობითი პასური მიიღო.

1807 წელს საფრანგეთის ჯარებმა დაიკავეს ჰანოვერი (გერმანია), ის ქალაქი სადაც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გაუსი. სოფი ჟერმანი ამ ფაქტმა ძლიერ შეაწუხა და შეაშინა რადგან იგი ფიქრობდა, რო შესაძლოა გაუსსაც არქიმედეს ბედი სწვეოდა. სწორედ ამიტომ მან სთხოვა ოჯახის ნაცნობ გერმანიის საოკუპაციო ჯარების ვარსარდალს, გენერალ პერნეტის, დაეცვა გაუსის უსაფრთხოება. გენერალმა ახალგაზრდა ჟერმენს თხოვნა შეუსრულა. ამ ფაქტზე ყურადღება გაამახვილა თვით გაუსმა, რადგან გაუკვირდა ფრანგების ასეთი საქციელი. ძიების შედეგად გამოირკვა, რომ ამ საქმის წამომწყები იყო ეგრეთ წოდებული „მუსიე ლებანი“. ამ მოვლენამ გამოიწვია გაუსის სიმპათიით განმსჭვალვა სოფი ჟერმენის მიმართ.

სოფი ჟაერმენის, როგორ მათემატიკოსს საპატიო ადგილი უკავია მათემატიკის ისტორიაში, თუმცა მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ფიზიკის განვითარებაშიც.

შემდგომში სოფი ჟერმანი გატაცებული იყო დრეკადი ფირფიტების რხევის ათემატიკური ფიზიკით. 1813 წელს პარიზის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცხადდა კონკურსი ნახსენებ საკითხზე. ამ კონკურსში მონაწილეობა მიიღო ჟერმენმაც და სასურველ შედეგსაც მიაღწია: მისი პრობლემის გადაწყვეტის მეთოდი „საპატიო დიპლომით აღინიშნა“, რომელსაც ფრანგულად „გრან პრი“ ეწოდება. ეს პრემია ნობელის პრემიის ეკვივალენტურია.

ამის შემდეგ იგი კვლავ განაგრძობდა მუშაობას თავისი თეორემის განვითარებასა და სრულყოფაზე.

ცნობილია რომ სოფი ჟერმენი ფიზიკის გარდა გატაცებული იყო ფილოსოფიით. მისმა ერთ-ერთმა თხზულებამ ფილოსოფიაში პოზიტივიზმისა და ბურჟუაზიული სოციალოგიის ფუძემდებლის ოგიუსტ კონტის მაღალი შეფასება დაიმსახურა.

სოფი ჟერმენი გარდაიცვალა 1831 წლის 27 ივნისს პარიზში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • პარკაძე ვ., ფიზიკოსი ქალები, გვ. 19-22, თბ., 1988.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. FemBio database
  4. 4.0 4.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  5. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. 6.0 6.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  7. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 http://www.slate.fr/story/196390/trois-femmes-oubliees-cimetiere-pere-lachaise-rosa-bonheur-gerda-taro-sophie-blanchard
  9. Paix C. Mère Lachaise: 100 portraits pour déterrer le matrimoine funéraireParis: Cambourakis, 2022. — 128 გვრ. — ISBN 978-2-36624-648-3
  10. Mathematics Genealogy Project — 1997.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სოფი_ჟერმენი“-დან