სოფია იაგელონი (1522-1575)
სოფია იაგელონი (პოლ. Zofia Jagiellonka, გერმ. Sophia Jagiellonica; დ. 13 ივლისი, 1522, კრაკოვი, პოლონეთი — გ. 28 მაისი, 1575, ჰელმშტედტი, გერმანია) — იაგელონთა დინასტიის წარმომადგენელი. პოლონეთის მეფე სიგიზმუნდ I-ისა და დედოფალ ბონა სფორცას ქალიშვილი. ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგინია 1556-1568 წლებში როგორც ჰაინრიხ V-ის მეორე მეუღლე.
სოფია იაგელონი | |
---|---|
სოფია 1553 წელს, შესრულებულია ლუკას კრანახი უმცროსის მიერ | |
ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგინია | |
მმართ. წლები: | 1556-1568 |
წინამორბედი: | მარია ვიურტემბერგელი |
მემკვიდრე: | ჰედვიგ ბრანდენბურგელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 13 ივლისი, 1522 |
დაბ. ადგილი: | კრაკოვი, პოლონეთი |
გარდ. თარიღი: | 28 მაისი, 1575, (52 წლის) |
გარდ. ადგილი: | ჰელმშტედტი, გერმანია |
მეუღლე: | ჰაინრიხ V, ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგი |
დინასტია: | იაგელონები |
მამა: | სიგიზმუნდ I, პოლონეთის მეფე |
დედა: | ბონა სფორცა |
რელიგია: |
კათოლიციზმი შემდეგ ლუთერანიზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული წლები
რედაქტირებასოფია დაიბადა 1522 წლის 13 ივლისს კრაკოვში. იგი იყო პოლონეთის მეფისა და ლიტვის დიდ მთავარ სიგიზმუნდ I-ისა და მისი იტალიელი მეუღლის, დედოფალ ბონა სფორცას შუათანა ქალიშვილი. იგი თავისი მშობლების ექვსი შვილიდან მესამე იყო. სოფიამ ბავშვობა ვაველის სასახლეში, თავის და-ძმებთან ერთად გაატარა, რომლებიც იყვნენ: შემდგომში პოლონეთ-ლიტვის მეფე სიგიზმუნდ II ავგუსტი, შემდგომში უნგრეთის დედოფალი იზაბელა იაგელონი, შემდეგში შვედეთის დედოფალი კატარინა იაგელონი და ასევე უკანასკნელი იაგელონი, პოლონეთ-ლიტვის დედოფალი ანა იაგელონი.
ქორწინება
რედაქტირება1548 წელს სოფიას მამა, მეფე სიგიზმუნდი გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტი მისმა ძმამ, სიგიზმუნდ II ავგუსტმა დაიკავა. სიგიზმუნდ II-სა და დედამისს, დედოფალ ბონა სფორცას შორის მალევე დაიწყო კონფლიქტი. ყოველივე ეს გამოწვეული იყო იმით, რომ სიგიზმუნდმა თავისი პირველი ცოლის, დედოფალ ელიზაბეთ ავსტრიელის გარდაცვალებისთანავე იქორწინა საკუთარ საყვარელ ბარბარა რაძივილზე, რამაც ჩირქი მოსცხო პოლონეთის სამეფო ოჯახს. პროტესტის ნიშნად დედოფალი ბონა თავის ქალიშვილებთან ერთად კრაკოვიდან მოსავიაში გადავიდა.
სწორედ აქ, 1556 წლის 22, ან 25 თებერვალს სოფია დააქორწინეს 66 წლის ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგ ჰაინრიხ V-ზე. იგი გულმხურვალე კათოლიკე კაცი იყო და იმპერატორ კარლ V-ს შმალკადენის ომებში მხარს უჭერდა. აღსანიშნავია, რომ ჰაინრიხისათვის ეს მეორე ქორწინება იყო. მანამდე იგი დაქორწინებული იყო მარია ვიურტემბერგელზე, რომლისგანაც რვა შვილი დარჩა. რაც შეეხება მათ ქორწინებას, იგი უიღბლო და უნაყოფო აღმოჩნდა, რადგან სოფიამ ბავშვების გაჩენა ვერ შეძლო.
ქვრივობა და გარდაცვალება
რედაქტირება1568 წლის 11 ივნისს სოფია დაქვრივდა, რის შემდეგაც ტახტი მისმა გერმა, მორისმა დაიკავა. ამის შემდეგ მან დატოვა ბრაუნშვაიგის სამეფო კარი და ჰელმშტედტში გადასახლდა. 1572 წლიდან მასსა და მორისს შორის ჰელმშტედტის სასახლის გამო კონფლიქტი დაიწყო. საბოლოოდ საქმე იქამდე მივიდა, რომ სოფიამ დახმარება საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან II-ს სთხოვა, რომელიც იყო სოფიას ძმის ცოლისძმა. გარკვეული ნათესაური კავშირის გამო იმპერატორმა მორისი გაამტყუნა და ჰელმშტედტი სოფიას არგუნა.
1570 წლის გაზაფხულზე სოფიამ უარყო კათოლიციზმი და ლუთერანობა მიიღო. ის იყო იაგელონთა დინასტიის პირველი და უკანასკნელი წარმომადგენელი, რომელმაც პროტესტანობა მიიღო, თანაც თავისი სურვილით. იგი გარდაიცვალა 1575 წლის 28 მაისს ჰელმშტედტში, 52 წლის ასაკში. სოფია გადაასვენეს და დაკრძალეს ლიუნებურგში, წმინდა მარიამის სახელობის ლუთერანულ ეკლესიაში.
წინაპრები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Amalia Urszula Borkowska: Sophie. In: Horst-Rüdiger Jarck, Dieter Lent u. a. (Hrsg.): Braunschweigisches Biographisches Lexikon – 8. bis 18. Jahrhundert. Appelhans Verlag, Braunschweig 2006, ISBN 3-937664-46-7, S. 660–611.
- Małgorzata Duczmal: Jagiellonowie. Leksykon biograficzny, Kraków - Poznań 1996, S. 509–520.
- Andrea Lilienthal: Die Fürstin und die Macht: welfische Herzoginnen im 16. Jahrhundert. Elisabeth, Sidonia, Sophia. Hannover 2007.
- Jan Pirożyński: Die Herzogin Sophie von Braunschweig-Wolfenbüttel aus dem Hause der Jagiellonen (1522-1575) und ihre Bibliothek. Ein Beitrag zur Geschichte der deutsch-polnischen Kulturbeziehungen in der Renaissancezeit. Wiesbaden 1992.
- Jan Pirożyński: Der internationale Korrespondentenkreis der Herzogin Sophie aus dem Hause der Jagiellonen (1522-1575). Ein Beitrag zur kulturellen Vermittlung einer polnischen Prinzessin. In: Dietmar Popp, Robert Suckale (Hrsg.): Die Jagiellonen. Kunst und Kultur einer europäischen Dynastie an der Wende zur Neuzeit. Nürnberg 2002.
- Jan Pirożyński: Die Rolle der Herzogin Sophie von Braunschweig-Wolfenbüttel aus dem Hause der Jagiellonen angesichts der Habsburgischen Kandidatur für den polnischen Thron während des ersten Interregnums in Polen (1572-1574). In: Studia Austro Polonica (1996) 5, S. 59–80.
- Aleksander Przeździerecki: Jagiellonki polskie w XVI. wieku. t. I-V, Kraków 1880.