ელიზაბეთ ავსტრიელი (1526-1545)

ელიზაბეთ ავსტრიელი (გერმ. Elisabeth von Österreich, პოლ. Elżbieta Habsburżanka; დ. 9 ივნისი, 1526, ლინცი — გ. 15 ივნისი, 1545, ვილნიუსი) — პოლონეთის დედოფალი ჰაბსბურგების გვარიდან. მეფე სიგიზმუნდ II ავგუსტის მეუღლე.

ელიზაბეთ ავსტრიელი
პოლონეთისა და ლიტვის დედოფალი
კორონაცია: 8 მაისი, 1543
მმართ. დასაწყისი: 5 მაისი, 1543
მმართ. დასასრული: 15 ივნისი, 1545
წინამორბედი: ბონა სფორცა
მემკვიდრე: ბარბარა რაძივილი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 9 ივნისი, 1526
დაბ. ადგილი: ლინცი, ავსტრია
გარდ. თარიღი: 15 ივნისი, 1545, (18 წლის)
გარდ. ადგილი: ვილნიუსი, ლიტვა
მეუღლე: სიგიზმუნდ II, პოლონეთის მეფე
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: ფერდინანდ I, საღვთო რომის იმპერატორი
დედა: ანა უნგრელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ელიზაბეთ ავსტრიელი ფერდინანდ I-ის და მისი ცოლის, ანა იაგელონის ქალიშვილი იყო. დაბადებიდან მალევე ელიზაბეთი პოლონეთის მეფე სიგიზმუნდ III-ზე დანიშნეს. ქორწილი 1543 წლის 5 მაისს შედგა, როდესაც ელიზაბეთი ჯერ მხოლოდ 16 წლის იყო.

პოლონეთში ჩასვლის შემდეგ, სამეფო კარზე ელიზაბეთი აღმოჩნდა ჰაბსბურგებსა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის ბრძოლაში ჩართული. მტრული დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა დედამთლითან — ბონა სფორცასთან ხოლო მოგვიანებით მეუღლეც გაურბოდა მასთან სიახლოვეს, რადგან ვარაუდობენ, რომ ელიზაბეთი ეპილეფსიით იტანჯებოდა .

ამიტომ ვენაში და კრაკოვში მოსალოდნელი ქორწინებით ჰაბსბურგების და იაგელონების დინასტიების დაახლოვება აღარ მოხერხდა. ავსტრიელი პრინცესისადმი დამოკიდებულება პოლონეთის სასახლის კარზე განსაკუთრებით არამეგობრული იყო. 1544 წლის შემოდგომაზე ელიზაბეთი მეფესთან ერთად ლიტვაში გაემგზავრა. 19 წლის შესრულებიდან მალევე ის გარდაიცვალა. მას შვილები არ დარჩა. შემდგომში სიგიზუმნდ II ორჯერ დაქორწინდა, თუმცა ისე გარდაიცვალა, რომ კანონიერი მემკვიდრე. 1553—1572 წლებში დაქორწინებული იყო ელიზაბეთის დაზე, ეკატერინე ავსტრიელზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Constantin von Wurzbach: Habsburg, Elisabeth von Oesterreich (1526—1545). Nr. 70. In: Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich. Bd 6. Verlag L. C. Zamarski, Wien 1856—1891