სოუმაიის მუზეუმი
სოუმაიის მუზეუმი (ესპ. Museo Soumaya) — კერძო მუზეუმი მეხიკოში, რომელიც არაკომერციული კულტურული დაწესებულებაა და ორ შენობას მოიცავს: პლასა კარსოსა და პლასა ლორეტოს. დაწესებულებაში დაცულია 66 000-ზე მეტი ნამუშევარი, რომელთა ასაკი 30 საუკუნესაც კი აღწევს. წარმოდგენილია ქანდაკებები კოლუმბამდელი პერიოდიდან, მესოამერიკისა და XX საუკუნის მექსიკური ხელოვნებიდან. წარმოდგენილია ევროპელი ხელოვანების ნამუშევრებიც, როგორებიცაა: სალვადორ დალი, ოგიუსტ როდენი, ბარტოლომე ესტებან მურილიო და ტინტორეტო. მუზეუმის კოლექციას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ყველაზე სრულყოფილ ამგვარი ტიპის კოლექციად.[2][3]
სოუმაიის მუზეუმი | |
---|---|
ესპ. Museo Soumaya | |
მუზეუმის ექსტერიერი | |
19.440806°00′00″ ჩ. გ. 99.204583°00′00″ დ. გ. / 19.44081° ჩ. გ. 99.20458° დ. გ. | |
დაარსდა | 1994 |
ქვეყანა | მექსიკა |
დამაარსებლები | კარლოს სლიმ ელუ |
მდებარეობა | მიგელ-იდალგო |
ექსპონატი | 66 000+ |
ვიზიტორები | 1.1 მილიონი (2013)[1] |
დირექტორი | ალფონსო მირანდა |
ოფიციალური საიტი | museosoumaya.org |
მუზეუმს სახელწოდება სოუმაია დომითის საპატივაცემოდ ეწოდა, რომელიც 1999 წელს გარდაიცვალა და მუზეუმის დამაარსებლის, კარლოს სლიმ ელუს მეუღლე იყო.[4] 2013 წელს მუზეუმი 1 095 000 ადამიანმა მოინახულა, რითაც ეს მუზეუმი ამგვარი ტიპის დაწესებულებებს შორის მექსიკოში პირველია, მსოფლიოში კი 56-ე.[1] 2015 წლის ოქტომბერში მუზეუმს მეხუთემემილიონე ადამიანი ეწვია.[5] დაწესებულების დიზაინზე ფერნანდო რომერომ იმუშავა კომპანია Fr·ee-სთან ერთად.
კოლექცია
რედაქტირებასოუმაიის მუზეუმის კოლექცია 66 000-ზე მეტ ხელოვნების ნიმუშს მოიცავს. ნამუშევრების უმეტესობა ევროპული ხელოვნების ნიმუშია, რომლებიც XV XX საუკუნეებით თარიღდება. დაწესებულებაში ასევე წარმოდგენილია მექსიკური ხელოვნების, რელიგიური რელიქვიების, ისტორიული დოკუმენტებისა და მონეტების ნიმუშები.[6] მუზეუმში დაცულია კოლუმბამდელი პერიოდისა და კოლონიალური პერიოდის მონეტების ყველაზე დიდი კოლექცია.[4]
მუზეუმში არის საფრანგეთის ფარგლებს გარეთ ოგიუსტ როდენის ყველაზე დიდი კოლექცია. სოუმაია კერძო ტიპის მუზეუმებს შორის ამ ხელოვანის ყველაზე მეტ ნამუშევარს მოიცავს.[7] კარლოს სლიმი, საერთო ჯამში, როდენის 380 ნამუშევარს ფლობს. მისი გარდაცვლილი მეუღლე, რომელიც ბიზნესმენს ხელოვნების შესახებ ასწავლიდა, როდენის შემოქმედების თაყვანისმცემელი იყო.[4] როდენთან ერთად მუზეუმში წარმოდგენილია სხვა ცნობილი ევროპელი ხელოვანების შემოქმედება, როგორებიცაა: სალვადორ დალი, პაბლო პიკასო, ლეონარდო და ვინჩი, პიერ ოგიუსტ რენუარი, ჟოან მირო, ვინსენტ ვან გოგი, ანრი მატისი, კლოდ მონე, ბარტოლომე ესტებან მურილიო, ელ გრეკო, კამი კლოდელი და ტინტორეტო.[6] კოლექციის ყველაზე ძვირფასი ნამუშევარი არის ლეონარდო და ვინჩის წრის ნამუშევარი მადონა იარნუინდელი. ამ ნამუშევრის სხვა ვერსია 30 მილიონ გირვანქა სტერლინგადაა შეფასებული.[4]
მუზეუმში ასევე წარმოდგენილია მექსიკელი ხელოვანების ნამუშევრები, როგორებიცაა დიეგო რივერა და რუფინო ტამაიო.[7] მუზეუმის დირექტორის განცხადებით, დაწესებულებაში წარმოდგენილი ნამუშევრების საერთო ღირებულება 700 მილიონი აშშ დოლარია.[4]
მუზეუმის დირექტორმა, ალფონსო მირანდამ მუზეუმის შესახებ განაცხადა, რომ „ის არ არის დასავლეთის ასლი, აქ დაცული ნამუშევრები საგნების ახალ ვერსიას წარმოადგენს“.[6] მუზეუმის კოლექციაში შედის მე-15-დან მე-20 საუკუნეების პერიოდში მოღვაწე მრავალი ცნობილი ევროპელების ნამუშევრები. ევროპელებს შორის ყველაზე მეტი ნამუშევრით წარმოდგენილია ოგიუსტ როდენი და სალვადორ დალი.
კარლოს სლიმ ელუმ როდენის ქანდაკებები 1980-იან წლებში შეიძინა და ნამუშევრების ფასი ამ პერიოდის განმავლობაში ბევრად გაიზარდა. იმის გამო, რომ კოლექციაშ როდენის 100-ზე მეტი ნამუშევარია დაცული კრიტიკოსები სლიმს ახასიათებენ, როგორც „მეტად გარიგებებზე მონადირეს, ვიდრე ესთეტიკოსს“.[6]
ნაგებობა
რედაქტირებასოუმაიის მუზეუმის თავდაპირველი ნაგებობა 1994 წელს გაიხსნა, პლასა ლორეტოში, სან ანხელში, მეხიკოს სამხრეთ ნაწილში. პლასა კარსოს ახალი შენობა ნუევო პოლანკოს რეგიონში მექსიკელი არქიტექტორის, ფერნანდო რომეროს დიზაინით 2011 წელს გაიხსნა. ნაგებობას სახელი ლიბანელ-მექსიკელის, სოუმაია დომით ჟმაიელის პატივსაცემად ეწოდა, რომელიც ლიბანელ-მექსიკელი ბიზნესმენისა და მილიარდელის, კარლოს სლიმ ელუს მეუღლე იყო. ჟმაიელის ოჯახი ლიბანში ცნობილი ოჯახია. სოუმაიას ბიძაშვილები: ბაშირ ჟმაიელი და ამინ ჟმაიელი ერთ დროს ლიბანის პრეზიდენტის პოსტს იკავებდნენ.
კრიტიკა
რედაქტირებამექსიკის პრეზიდენტმა, ფელიპე კალდერონმა მუზეუმი მოიხსენია ადგილად, სადაც „მექსიკელებს შეუძლიათისწავლონ ყველა დროის საუკეთესო ოსტატების შესახებ“.[6] თავად სლიმი მუზეუმს მოიხსენიებს, როგორც მეხიკოს „ჰუმანისტურ დედაქალაქს“.[6] მან აღნიშნა, რომ ვინაიდან ბევრი მექსიკელი ვერ ახერხებს ევროპაში გამგზავრებას ხელოვნების კოლექციების სანახავად, ევროპული ხელოვნების პრესტიჟული კოლექციის განთავსება მექსიკაში მნიშვნელოვანია. ისეთმა პიროვნებამ, როგორიც ლარი კინგია იწინასწარმეტყველა, რომ მუზეუმის არსებობა ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები პირების დაინტერესებას გამოიწვევდა, რათა მეხიკო დაეთვალიერებინათ.[7]
საზოგადოების ნაწილი მუზეუმის გახსნას კრიტიკულად შეხვდა და გაჩნდა სათაურები, როგორებიცაა: „კარლოს სლიმის იდეალიზაცია?“, „იმპერატორის ახალი მუზეუმი“, „ფოტოები: მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი მსოფლიოს ყველაზე ბრწყინვალე მუზეუმს ხსნის“.[8]
გალერეა
რედაქტირებაXV-XVI საუკუნეები
რედაქტირება-
La resurrección de Cristo, 1508,ხუან დე ფლანდესი.
-
La Virgen y el Niño en un nicho, 1476, სანდრო ბოტიჩელი.
-
Virgen de la rueca, 1501-1540, ლეონარდო და ვინჩი.
-
Don Juan de Austria, 1560, ალონსო სანჩეს კოელო.
-
Tintoretto - Deploration of Christ, c. 1556-59
ოგიუსტ როდენის ქანდაკებები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მუზეუმის ოფიციალური ვებ-გვერდი (ესპანეთი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Top 100 Art Museum Attendance, The Art Newspaper, 2014. Retrieved on 9 July 2014.
- ↑ Excélsior. (1 April 2011) Museo Soumaya gratis y entre los mejores (Museo Soumaya free and among the best) es. ციტირების თარიღი: 28 September 2014
- ↑ Miselem, Sofía. (1 April 2011) Magnate mexicano-libanés Slim reúne en México obras de arte de renombre mundial es. AFP. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 29 სექტემბერი 2021.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 „Carlos Slim: At home with the world's richest man“. The Telegraph. 21 February 2011.
- ↑ Museo Soumaya llega a 5 millones de visitantes es. Fundación Carlos Slim (27 October 2015).
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 Casey, Nicholas (3 March 2011). „Emperor's New Museum“. The Wall Street Journal. ციტირების თარიღი: 29 March 2011.
- ↑ 7.0 7.1 7.2 Tuckman, Jo (2 March 2011). „Mexican billionaire's new museum gives The Thinker much to ponder“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: 29 March 2011.
- ↑ Casey, Nicholas (3 March 2011). „Emperor's New Museum“. The Wall Street Journal.