ბარტოლომე ესტებან მურილიო

ბარტოლომე ესტებან მურილიო (ესპ. Bartolomé Esteban Murillo; დ. დეკემბერი, 1617, მოინათლა 1 იანვარი, 1618, სევილია — გ. 3 აპრილი, 1682, სევილია) — ესპანელი ფერმწერი.

ბარტოლომე ესტებან მურილიო

დაიბადა დეკემბერი, 1617[1]
დაბადების ადგილი სევილია[2]
გარდაიცვალა 3 აპრილი, 1682(1682-04-03)[3] [4] [2] (64 წლის)
გარდაცვალების ადგილი სევილია და კადისი[2]
ჟანრი რელიგიური ფერწერა[1] და საჟანრო ფერწერა[1]
ბარტოლომე ესტებან მურილიო

სწავლობდა და მუშაობდა სევილიაში. ადგილობრივი სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარესებელი (1660) და მისი პირველი პრეზიდენტი. მურილიოს ადრინდელ ნამუშევრებში იგრძნობა კარავაჯიზმის გავლენა. რელიგიურ სცენებში შეიტანა ცხოვრებისეული მოტივები. 1650-იან წლების ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია ფერწერილობა, ოქროსფერი შუქ-ჩრდილი. რელიგიურ კომპოზიციებში ღრმა ლირიზმით გადმოცემულია ეროვნული ხასიათები. მურილიოს სურათებს ხშირად იდეალიზაციისა და სენტიმენტალიზმის დაღიც აზის. მის შემოქმედებაში რეალიზმის ნიშნები განსაკუთრებით სრულყოფილად ჟანრული ხასიათის ნამუშევრებში გამოჩნდა.

ლიტერატურა

რედაქტირება

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 2.0 2.1 2.2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. BeWeB
  3. The Fine Art Archive — 2003.