სოსო ებრალიძე

ქართველი მომღერლები

იოსებ (სოსო) ებრალიძე (დ. 7 ნოემბერი, 1936, თბილისი — გ. 10 ნოემბერი, 2017, იქვე) — ქართველი მომღერალი, ავტორ-შემსრულებელი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1972). ღირსების ორდენის კავალერი (1997).

სოსო ებრალიძე
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი იოსებ ებრალიძე
დაბ. თარიღი 7 ნოემბერი, 1936
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 10 ნოემბერი, 2017 (81 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
ჟანრ(ებ)ი პოპ-მუსიკა
საქმიანობა მომღერალი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1966 წელს დაამთავრა ხარკოვის ხელოვნების ინსტიტუტის დაუსწრებელი განყოფილება საგუნდო დირიჟორის სპეციალობით.

1955 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში სხვადასხვა მუსიკალურ კოლექტივებთან ერთად (ვოკალური ტრიო, სახელმწიფო საესტრადო ორკესტრი „რერო“) მონაწილეობდა საგასტროლო კონცერტებში სსრკ-ის რესპუბლიკებსა თუ საზღვარგარეთის ქვეყნებში. 1960-1961 წლებში მღეროდა მოსკოვში ო. ლუნდსტრემის ჯაზ-ორკესტრში. 1961 წელს ძმასთან, ამირან ებრალიძესთან ერთად დააარსა ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „დიელო“; 1967 წელს კი ანსამბლი „ციცინათელა“. არის 50-მდე სიმღერის ავტორი და შემსრულებელი, მათ შორის: „რა დაგიშავე ქალო“, „ოციოდე წლის წინ“, „რა ყოფილა გურია“. მის სიმღერებს ასრულებდნენ სხვადასხვა საესტრადო მომღერლები და კოლექტივები. გადაღებულია კინოფილმებში: „წარსული ზაფხული“, „შეხვედრა მთაში“. არის არაერთი საკავშირო კონკურსის გამარჯვებული.

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება