სოლოლაკის ქედი
სოლოლაკის ქედი — განედური სერი საქართველოში, თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. სიგრძე დაახლოებით 1 კმ.
სოლოლაკის ქედი | |
---|---|
კოორდინატები: 41°41′17″ ჩ. გ. 44°48′16″ ა. გ. / 41.68806° ჩ. გ. 44.80444° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | თბილისი |
სიმაღლე | 521 მ |
სიგრძე | 1 კმ |
დასავლეთით გამოეყოფა მთაწმინდის ქედს, აღმოსავლეთით ციცაბოდ იფლატება მტკვრისაკენ. სიმაღლე ზღვის დონიდან 521 მ-ს აღწევს. აგებულია შუაეოცენური ტუფოგენური ქანებით. ქედის აღმოსავლეთ კიდესთან მდინარე წავკისისწყალი ერთვის მტკვარს მარჯვენა მხრიდან. სამხრეთი კალთა ციცაბო ფლატეთი ეშვება ბოტანიკური ბაღისაკენ, ჩრდილოეთი კალთა — ქალაქის ძველი უბნების — სოლოლაკის, ხარფუხისა და კალისაკენ.
თხემი განიერი და მოვაკებულია, მასზე გაშენებულია სოლოლაკის ხეივანი, ქედის აღმოსავლეთ დაბოლოებაზეა თბილისის ციხე. სოლოლაკის ქედზე 1958 წელს აღიმართა მონუმენტური ქანდაკება ქართვლის დედა. 1909-1914 წლებში ქედში გაიჭრა გვირაბი, რომელიც სოლოლაკს თბილისის ბოტანიკური ბაღთან აკავშირებდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- დავით უკლება, ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 836, ISBN 99928-20-32-2.