სოლიტერი (Cyclophyllidea) — თასმისებური ჭიების რიგი. პარაზიტობენ ხერხემლიანების (თევზების გარდა) ნაწლავებში; ზოგი — ადამიანში (ძირითადი მასპინძელია). სოლიტერებს შორის აღსანიშნავია ღორის ანუ შეიარაღებული სოლიტერი (Taenia solium), რომელიც პარაზიტობს ადამიანის ნაწლავებში; მისი სიგრძე 2-3, ზოგჯერ 8 მ აღწევს. მატლი-ონკოსფერა გამოიყოფა გარეთ მასპინძლის ექსკრემენტთან ერთად, ხვდება შორისული მასპინძლის (ღორი, ძაღლი, კატა) კუჭში, საიდანაც გადის სისხლძარღვებში. სისხლის ნაკადს მიაქვს კუნთში, სადაც წარმოქმნის ფინას. ადამიანი ავადდება თერმულად კარგად დაუმუშავებელი ფინოზური ხორცით; ხარის ანუ შეუიარაღებელი სოლიტერი (Taeniarynchus saginatus) 10 მ-მდე სიგრძისაა. მისი შორისული მასპინძელია მსხვილი რქოსანი საქონელი, ძირითადად — ადამიანი. ადამიანის საშიში პარაზიტებია აგრეთვე ჯუჯა სოლიტერი (Hymenolepis nana) და ექინოკოკი.

სოლიტერი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Cyclophyllidea

ლიტერატურა რედაქტირება