ღორის სოლიტერი (ლათ. Taenia solium) — პარაზიტული ჭიებიდან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობა. იგი ბრტყელი ჭიების ტიპს მიეკუთვნება. ღორის სოლიტერი ორ გარემოში — ადამიანისა და ღორის ორგანიზმში ვითარდება. მისი სიგრძე ხშირად 2 - 3 მმ-ს აღწევს. იგი ადამიანის ნაწლავებში სახლობს და იკვებება ნაწლავის მიერ გადამუშავებული საკვებით, რომელსაც მთელი სხეულით შეიწოვს. მისი სხეული შედგება თავის ტანისა და კისრისაგან. ღორის სოლიტერს თავზე კაუჭები და მისაწოვრები აქვს, რითაც იგი ადამიანის ნაწლავის კედელს ემაგრება. სხეული შედგება მრავალი ნაწევრისაგან, რომელშიც მომწიფებული კვერცხებია. ეს კვერცხები ნაწევრებთან ერთად გარეთ გამოიყოფა. ღორი განავალთან ერთად გადაყლაპავს კვერცხებიან ნაწევრებს. ღორის ნაწლავში კვერცხებიდან გამოდიან ლარვები, რომლებიც ღორის სისხლძარღვებში იჭრებიან და სისხლთან ერთად მოძრაობენ. ისინი ღორის კუნთებში იჭედებიან და წარმოქმნიან ბუშტებს — ფინებს. ფინს მხოლოდ ხორცის კარგად მოხარშვა კლავს.

ღორის სოლიტერი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Taenia solium

ღორის სოლიტერით დაავადებული ადამიანი წონაში იკლებს, მას აქვს გულისრევა, უმადობა, სისუსტე, თავბრუსხვევა, მუცლის ტკივილი. თუ ადამიანის ორგანიზმში მოხვდა მატლი ანუ ლარვა მაშინ მიემაგრება ნაწლავს და ნაწლავში იზრდება, თუ მოხვდება კვერცხის სახით მაშინ ვითარდება ნეიროცისტიცერკოზი თავის ტვინში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება