სმედერევოს ციხე (სერბ. Cмeдepeвcκa твpђaвa, Smederevska tvrđava) — შუა საუკუნეების თავდაცვითი ნაგებობა სმედერევოში, სერბეთში, რომელიც მცირე ხნით სერბეთის დროებითი დედაქალაქის როლს ასრულებდა. იგი აშენდა 1427–1430 წლებში სერბეთის დესპოტის ჯურაჯ ბრანკოვიჩის ბრძანებით. მოგვიანებით ნაგებობა განახლდა ოსმალების მიერ, მას შემდეგ, რაც 1459 წელს ქალაქი აიღეს.

სმედერევოს ციხე
სერბ. Cмeдepeвcκa твpђaвa, Smederevska tvrđava
მდებარეობა სმედერევო, სერბეთი
ფართობი 0.113 კმ²
ისტორია
აშენების წელი 1430 (შიდა ქალაქი)
1439 (გამაგრებული გარეუბანი)
1480-იანი წლები (გარეთა დამცავი ნაგებობა)
XVIII საუკუნის დასაწყისი (სანგრები)
დამკვეთი ჯურაჯ ბრანკოვიჩი
ხუროთმოძღვრული ტიპი ბიზანტიური, თავდაცვითი
სმედერევოს ციხე — სერბეთი
სმედერევოს ციხე
სმედერევოს ციხე ვიკისაწყობში

ციხემ გაუძლო ოსმალეთისა და სერბების რამდენიმე ალყას და შედარებით უვნებლად გადარჩა. მეორე მსოფლიო ომის დროს ნაგებობა ძალიან დაზიანდა აფეთქებებისა და დაბომბვების შედეგად.

სმედერევოს ციხე სერბეთის განსაკუთრებული მნიშვნელობის არქეოლოგიურ ძეგლად 1979 წელს გამოცხადდა. 2010 წელს ციხე შეიტანეს სიაში მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში მოსახვედრად (იუნესკო).[1]

მდებარეობა რედაქტირება

სმედერევოს ციხე ბელგრადიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 45 კილომეტრში მდებარეობს და ქალაქ სმედერევოს ცენტრში 11.3 ჰექტარს მოიცავს.[2][3]ციხესიმაგრეს სტრატეგიული მდებარეობა აქვს მდინარე დუნაის მარჯვენა სანაპიროზე, სამკუთხა ფორმის მდელოზე, რომელიც წარმოქმნილია დუნაისა და ჯევაზას შესართავის პირას, ზღვის დონიდან 72 მეტრზე.[2] ამ მდებარეობამ ხელი შეუწყო სერბეთის დედაქალაქს, რომ ქრისტიანულ უნგრეთის სამეფოსთან ახლოს დარჩენილიყო. ასევე ხელი შეუწყო იმას, რომ ოსმალეთის იმპერიის სულთან მურად II-ს ეკონტროლებინა უნგრელების უკონტროლო გადაადგილება მორავას ხეობაში.[4]

ციხესიმაგრე, რომელიც ბალკანეთის ნახევარკუნძულსა და ცენტრალურ ევროპას აკავშირებდა, საუკუნეების განმავლობაში იგი მნიშვნელოვან რელიგიურ და კომერციულ ცენტრად იქცა.[2] ის ასევე მდებარეობდა პანევროპულ X დერეფანზე.[5] მდინარე დუნაი მას ასევე აკავშირებს ბევრ სხვა ისტორიულ ადგილთან, განსაკუთრებით აღსანიშნავია ბელგრადი და მისი გარეუბანი ვინჩა, ასევე ნოვი-სადი, გოლუბაცის ციხე, ლეპენსკი-ვირი და ვიმინაციუმი.[2]

თანამედროვე გამოყენება რედაქტირება

დღესდღეობით ციხეს საქალაქო პარკის დანიშნულება აქვს. ნაგებობა გამოიყენება ფესტივალების, კონცერტებისა და გამოფენების მოსაწყობად. შიდა ქალაქში მოეწყო სცენა. სამხრეთ-აღმოსავლეთით, სადაც ძველად მდინარე ჯეზავაზე გასასვლელი იყო ახლა გაიხსნა ნავსაყუდელი და იახტებისა და მცირე ზომის ნავების გასაჩერებელი ადგილი. მიმდინარეობს საუბარი მომავალში ციხესიმაგრის აღდგენაზე და რეაბილიტაციის პროექტის შემუშავებით მის მოდერნიზებაზე.[2][5]

 
დესპოტის სასახლის ნანგრევები

არქიტექტურა რედაქტირება

სმედერევოს ციხე ბიზანტიურ სტილშია აგებული[5] და კონსტანტინოპოლის კედლების მსგავს ნაგებობას წარმოადგენს.[2][3] მიუხედავად იმისა, რომ ციხის საძირკველის წყალში ჩაყრა არ იყო დაგეგმილი, ის მაინც წყალში აშენებულ ციხესიმაგრედ კლასიფიცირდება, რადგან გარშემო მდინარეებითაა შემორტყმული.[3] მშენებლობის დასრულების შემდეგ სმედერევოს ციხის სამხედრო დანიშნულება შემცირდა და ნაგებობას რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება ჩაუტარდა. შედეგად, ციხის ორიგინალური არქიტექტურული სტილი დღესაცაა შემორჩენილი.[5]

ციხესიმაგრე გარშემორტყმულია 1,5 კილომეტრით დაშორებული საბრძოლო კედლებით, რომელთა სისქე 2 მეტრზე მეტია და 25 მეტრის სიმაღლის 25 კოშკზე მეტს მოიცავს. მისი ორი მხარე მდინარეების ჯეზავასა და დუნაის პირას იყო, თუმცა დღეს ჯეზავას კალაპოტი კედლიდან შორს გადაიტანეს. ციხის სამხრეთით მდებარე გარე კედლები ღიაა.[2][5]

კონსტრუქცია რედაქტირება

სმედერევოს ციხის კონსტრუქცია ოთხ ძირითად ეტაპს მოიცავდა. სამუშაოები პირველ ნაწილზე, მდინარეების შესართავთან დიდი საცხოვრებლის მშენებლობაზე დესპოტ ჯურაჯ ბრანკოვიჩის დაკვეთით დაიწყო 1428 წლის შემოდგომით.

1429 წლის გაზაფხულზე ბერძნებმა და რაგუსელებმა დაიწყეს აგურების გაშუალებით მშენებლობა. 1430 წელს დასრულდა საცხოვრებლის მშენებლობა. იგი მოიცავდა სასახლეს, რომელიც გადაჭიმული იყო მთელი კედლის სიგრძეზე. სატახტო ოთახი მდებარეობდა დუნაის კედლის გასწვრივ. გამაგრებული დამცავი კოშკი, დონჟონის კოშკი კუთხეში მდებარეობდა და კედლებს შორის იყო მოქცეული. ხაზინა მდებარეობდა ზედა პალატაში. ეს ყველაფერი სხვა დამხმარე შენობებთან ერთად ქმნიდა შიდა ქალაქს.[2][3][4][5][6]

ლიტერატურა რედაქტირება

  • Ćurčić Slobodan (2013). „Visible and invisible aspects of building the fortified palace of Smederevo and its historical significance“. Zbornik Radova Vizantološkog Instituta. 50 (2): 835–851. doi:10.2298/ZRVI1350835C.
  • Starina Novak i knez Bogosav on Wikisource (სერბულად)
  • Interview regarding the sacral complex, Blagoveštenjska, and a proposed inner city chapel, Dvorska. (სერბულად)
  • Reaction to the above interview. {სერბულად)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Smederevo Fortress. UNESCO World Heritage Centre. ციტირების თარიღი: 2017-01-12
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 Vukoičić, Petar; Radovanović, Dejan (2005-11-23). „Smederevo Fortress – Smederevo – Serbia (Serbia and Montenegro)“ (PDF). Integrated Rehabilitation Project Plan / Survey of the Architectural and Archaeological Heritage (IRPP/SAAH). ევროკომისია/ევროპის საბჭო. http://www.coe.int/t/e/cultural_co-operation/heritage/technical_co-operation_and_consultancy/3._projects_and_programmes/PTA_Serbia(SerbiaandMontenegro)_SmederevoFortress.pdf?L=E. წაკითხვის თარიღი: 2007-07-17.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Smederevo - Tvrđava sr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-07. ციტირების თარიღი: 2007-07-17
  4. 4.0 4.1 „Pod vlašću proklete Jerine“. Srpsko Nasleđe: Istorijske Sveske (სერბული). 7. July 1998. ციტირების თარიღი: 2007-07-17. (Excerpt from Smederevo 1430–1930 by Ljubomir Petrović.)
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 Regional Institute for Monument Protection, Smederevo (March 2004). „Serbia and Montenegro (Serbia): Smederevo Fortress“ (PDF). Integrated Rehabilitation Project Plan / Survey of the Architectural and Archaeological Heritage (IRPP/SAAH). ევროკომისია/ევროპის საბჭო. pp. 79–82. http://www.coe.int/t/e/cultural_co-operation/heritage/technical_co-operation_and_consultancy/3._projects_and_programmes/IRPPSAAH_PIL-SERBIA.pdf?L=E. წაკითხვის თარიღი: 2007-07-17. (A reprint of the specific section may be found here.)
  6. Smederevo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-09-26. ციტირების თარიღი: 2007-07-17