სლავეთი
სლავეთი, ან სლავია წარმოადგენს ერთ-ერთ სამეცნიერო ცნება-ტერმინს კულტურის ისტორიაში და აღნიშნავს სლავი ხალხების სამკვიდრო გეოგრაფიულ, კულტურულ და ისტორიულ არეალს.
სლავეთის კულტურულ-ისტორიული ტიპოლოგია
რედაქტირებაკულტურის ისტორიაში სლავეთს ტიპოლოგიურად დაჰყოფენ ერთი მთავარი კრიტერიუმის მიხედვით, კერძოდ კი იმისდა მიხედვით, თუ სლავ ხალხთაგან, რომლებმა გამოვლო, ან რომლებს არ გამოუვლია კულტურის ისტორიის განვითარების ისეთი ეპოქები, როგორიცაა ჰუმანიზმისა და რენესანსი.
კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით სლავეთს ორ ნაწილად დაჰყოფენ, ესენია;
შესაბამისად ლათინური სამეცნიერო ტერმინოლოგიის მიხედვით ამ ორ ნაწილს ეწოდება სლავია რომანა (Slavia romana) და სლავია ორთოდოქსა (Slavia orthodoxa).
- ბოლო წლებში არის მცდელობა დამკვიდრდეს კიდევ ერთი კულტურულ-ისტორიული ცნება ისლამური სლავეთი, ანუ სლავია ისლამიკა (Slavia islamica)
კულტურულად განსხვავებული სლავური ჯგუფები
რედაქტირებაამ ქვეყნების დასახელებისას გასათვალისწინებელია ის, რომ ამ ქვეყნებს უმრავლესობას ცვალებადი ისტორიული ბედი ჰქონდა. ზოგიერთ მათგანის სახელმწიფოებრივი, ზოგჯერ კი ეთნიკური ჩამოყალიბება პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გახდა შესაძლებელი, როგორც ეს მაკედონიელების შემთხვევაში მოხდა. მანამდე მაკედონიელები თავს ბულგარელებს მიაკუთვნებდენ, ხოლო მაკედონურ ენას – ბულგარულის ერთ-ერთ დიალექტს.
რომანული სლავეთი
რედაქტირებარომანული სლავეთის მთავარ მახასათებლებად მიიჩნევა აგრეთვე ის, რომ
- ქრისტიანობა რომიდან გავრცელდა.
- ლათინური ენის ხანგრძლივი კონკურენცია სალიტერატურო ენასთან მიმდინარეობდა.
- სადამწერლო სისტემად გამოიყენებენ დიაკრიტიკულ ნიშნებით განვრცობილ ლათინური ანბანს, რომელსაც ლატინიცა ეწოდება.
ამ სივრცეს მიეკუთვნებიან: ჩეხები, სლოვაკები, პოლონელები, სორბები, სლოვენები, ხორვატები.
მართლმადიდებლური სლავეთი
რედაქტირებამართლმადიდებლური სლავეთის მთავარ მახასათებლებად მიიჩნევა აგრეთვე ის, რომ :
- ქრისტიანობა ბიზანტიიდან გავრცელდა.
- ძველი საეკლესიო სლავური საგანმანათლებლო ენა შუა საუკუნეებში.
- სადამწერლო სისტემად ძირითადად კირილიცას გამოიყენებენ, რომელსაც აღმოსავლეთ სლავეთში კირილიცა, ხოლო სამხრეთ სლავეთში ჩირილიცა ეწოდება.
ამ სივრცეს მიეკუთვნებიან: რუსები, ბელარუსები, უკრაინელები, ბულგარელები, მაკედონელები, სერბები.
ისლამური სლავეთი
რედაქტირებასლავია ისლამიკა შედარებითი ახალი ტერმინია და აქ, ძირითადად მაჰმადიანი ბოსნიელები იგულისხმება, რომლებიც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში დამატებითი დიაკრიტიკული ნიშნებით განვრცობილ არაბულ სადამწერლო სისტემას გამოიყენებდნენ. არაბული ანბანის ბოსნიურ ვარიანტს სამსხრეთ სლავები არებიცას უწოდებენ.
სლავეთის გეოგრაფიული და ენათმეცნიერული კლასიფიკაცია
რედაქტირებასლავეთი ენობრივი, ან ენათმეცნიერული თვალსაზრისით სამ ჯგუფად, – აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ სლავეთად. სლავეთის გეოგრაფიულ-კულტურული, კულტურულ-ისტორიული და სხვა ასპექტით შემსწავლელ მეცნიერებას სლავისტიკა ჰქვია. სლავისტიკა კი თავის მხრივ სხვადასხვა დარგებად და მიმართულებებად დაიყოფა კონკრეტული სახელმწიფოების (ქვეყანათმცოდნეობა) და ენების (ფილოლოგია) მიხედვით.