სკურჩის სახელმწიფო ნაკრძალი
სკურჩის სახელმწიფო ნაკრძალი — მდებარეობს აფხაზეთში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, ზღვის სანაპირო ვაკეზე სკურჩის დასახლებასა და სოფელ წყურგილს შორის. დაარსდა 1971 წელს. საერთო ფართობია 85 ჰა, ტყით დაფარული — 63,5 ჰა. აქ ხარობს რელიქტური მცენარეები: კოლხური ბზა, კოლხური ლეღვი, პარტვისის მუხა, ლაფანი, კოლხური ჯონჯოლი, შქერი, კოლხური სურო და სხვა. რამდენიმე ჰექტარზე ბამბუკი და ევკალიპტია გაშენებული.
ძუძუმწოვრებიდან გვხვდება კურდღელი, ფრინველებიდან — თოლია, შავი შაშვი, კოდალა და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ახრახაძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 432.