კოლხური ჯონჯოლი
კოლხური ჯონჯოლი (ლათ. Staphylea colchica) — ბუჩქი ან ტანდაბალი (5 მ-მდე სიმაღლის) ხე ჯონჯოლისებრთა ოჯახისა. აქვს გრძელყუნწიანი, სამ- ან ხუთფოთოლაკიანი ფოთლები.
კოლხური ჯონჯოლი | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||
| |||||||||
ლათინური სახელი | |||||||||
Staphylea colchica Steven, 1848 | |||||||||
|
გავრცელებულია ბალკანეთსა და მცირე აზიაში. საქართველოში ძირითადად კოლხეთში იზრდება. გვხვდება აგრეთვე მდინარე ბანისხევის ხეობაში (ბორჯომთან). იზრდება ზღვის დონიდან 700-800 მ-მდე, ტყის პირებზე, წაბლნარებსა და მუხნარებში ქვეტყედ. ზოგჯერ კულტივირებულია ბოტანიკურ ბაღებში (მაგ., თბილისის ბოტანიკურ ბაღში).
ყვავილობს მაისში, მსხმოიარობს ივლისში. კოლხური ჯონჯოლის გაუშლელ ყვავილებს ამწნილებენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 598.