სკოპოლია (ლათ. Scopolia) — მცენარეთა გვარი ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი მაღალი ბალახებია.

სკოპოლია

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Scopolia

გვარში 4—6 სახეობაა. გავრცელებულია ევრაზიის ზომიერ სარტყელში. საქართველოში მხოლოდ 1 სახეობა გვხვდება, კარნიოლიის ანუ კავკასიური სკოპოლია (Scopolia caucasica). იგი საქართველოში (აჭარა, აფხაზეთი) იზრდება მთის შუა სარტყლამდე, ტენიან და დაჩრდილულ ტყეებში.

მისი ყველა ნაწილი, განსაკუთრებით ფესვი და ფესურა შეიცავს ალკალოიდებს ჰიოსციამინს და სკოპოლამინს; სკოპოლიის 2 სხვა სახეობა შეიცავს ატროპინს. სამივე მცენარე სამკურნალოა.

ლიტერატურა

რედაქტირება