სკარლეტ ო’ჰარა (ინგლ. Scarlett O'Hara) (სრული სახელი: კეიტი სკარლეტ ო’ჰარა ჰამილტონ კენედი ბატლერიინგლ. Katie Scarlett O'Hara Hamilton Kennedy Butler) — მთავარი გმირი მარგარეტ მიჩელის 1936 წლის რომანში „ქარწაღებულნი“ და შემდგომ გადაღებულ ამავე სახელწოდების ფილმში. ის ასევე მთავარი გმირია 1970 წლის მიუზიკლში „სკარლეტი“ და ალექსანდრა რიპლის 1991 წლის იგივე სახელწოდების წიგნში, რომელიც „ქარწაღებულნის“ სიქველია და რომელიც 1994 წელს სატელევიზიო მინი-სერიალად გადაიღეს. თავდაპირველად მიჩელს ამ გმირის სახელად „პენსი“ ჰქონდა გადაწყვეტილი და „სკარლეტი“ ცოტა ხნით ადრე შეაქვა, სანამ რომანი დასაბეჭდად გავიდოდა.[1]

სკარლეტ ო’ჰარა
Scarlett O'Hara

ვივიენ ლი სკარლეტ ო’ჰარას როლში
პირველი გამოჩენა ქარწაღებულნი
შემქმნელი მარგარეტ მიჩელი
მსახიობი ვივიენ ლი
(ქარწაღებულნი)
ჯოენ უოლი
(სკარლეტი)
ინფორმაცია
სხვა სახელები კეიტი სკარლეტ
სქესი მდედრობითი
მეუღლე(ები) ჩარლზ ჰამილტონი
(პირველი მეუღლე, გარდაცვლილი)
ფრენკ კენედი
(მეორე მეუღლე, გარდაცვლილი)
რეტ ბატლერი
(მესამე მეუღლე)
შვილები ვეიდ ჰემპტონ ჰამილტონი
(ვაჟიშვილი ჩარლზ ჰამილტონისაგან)
ელა ლორენა კენედი
(ქალიშვილი ფრენკ კენედისაგან)
ეუჟენი ვიქტორია 'ბონი ბლუ' ბატლერი
(ქალიშვილი რეტ ბატლერისაგან, გარდაცვლილი)
კეიტი კოლამ 'კეტ' ბატლერი
(ქალიშვილი რეტ ბატლერისაგან, მხოლოდ სიქველში "სკარლეტი")
ნათესავები ჯერალდ ო'ჰარა (მამა, გარდაცვლილი)
ელენ რობილარდ ო'ჰარა (დედა, გარდაცვლილი)
სუელენ ო'ჰარა ბენტინი (და)
კერინ ო'ჰარა (და)
პაულინ რობილარდი (დეიდა)
ეულელი რობილარდი (დეიდა)
ფილიპ რობილარდი (დედის ბიძაშვილი)
ჯეიმზ ო'ჰარა (ბიძა მამის მხრიდან)
ენდრიუ ო'ჰარა (ბიძა მამის მხრიდან)
პიერ რობილარდი (ბაბუა დედის მხრიდან)
სოლენჟ რობილარდი (ბებია დედის მხრიდან)
კეიტი სკარლეტ ო'ჰარა (ბებია მამის მხრიდან)
უილ ბენტინი (სიძე)
ჯერალდ ო'ჰარა უმცროსი (3 ძმის სახელი, ყველანი გარდაცვლილები)
როზმერი ბატლერი (მული)
მელანი ჰამილტონი (მული)
საცხოვრებელი ჯორჯია, აშშ
აღმსარებლობა კათოლიკე
ეროვნება ამერიკელი
(ფრანგული და ირლანდიური წარმომავლობის)

სკარლეტის ძიებაში

რედაქტირება

სანამ სტუდია და პუბლიკა შეთანხმდა იმაზე რომ რეტ ბატლერის როლს კლარკ გეიბლი შეასრულებდა, ამასობაში კასტინგი სკარლეტის როლისათვის შედარებით რთული იყო. მსახიობის ძიებამ, რომელიც ამ რომანის ეკრანიზაციაში ითამაშებდა, ყველაფერი კინოს ისტორიის უდიდეს სახელებს დაუკავშირა, როგორებიც არიან ბეტი დეივისი (რომლის 1938 წელს შესრულებულმა სამხრეთელი ქალი - იეზაველის როლმა, ის სიიდან გამორიცხა) და კეთრინ ჰეპბერნი, რომელიც იმდენად შორს წავიდა, რომ მოითხოვა შეხვედრა პროდიუსერ დევიდ სელზნიკთან, რომელსაც უთხრა: „მე ვარ სკარლეტ ო'ჰარა! ეს როლი პრაქტიკულად ჩემთვისაა დაწერილი“. დევიდმა კი პირდაპირ უპასუხა: „ვერ წარმომიდგენია, რეტ ბატლერმა შენ გდიოს ათი წელი“. ჯინ არტური და ლუსილ ბოლიც ასევე განიხილებოდნენ როლის პრეტენდენტებად, ისევე როგორც შედარებით უცნობი მსახიობი დორის დევენპორტი. სუზან ჰეივორდი მაშინ აღმოაჩინეს, როცა ამ როლისათვის გაიარა კასტინგი, ასევე ლანა ტერნერის კარიერაც მალევე განვითარდა, მისი ეკრანული სინჯების შემდეგ. ტალულა ბენკჰედს და ჯოან ბენეტს მიიჩნევდნენ, როგორც როლისათვის ყველაზე რეალურ კანდიდატებს, სანამ ისინი პოლეტ გოდარმა არ გამორიცხა.

ახალგაზრდა ინგლისელმა მსახიობმა ვივიენ ლიმ, რომელიც ამერიკაში უცნობი იყო, ნახა, რომ რამდენიმე თანამემამულე მსახიობი, მათ შორის რონალდ კოლმენი და ლესლი ჰოვარდი, იყვნენ განხილულნი „ქარწაღებულნში“ მამაკაცის მთავარ როლებზე. აღმოჩნდა, რომ მისი აგენტი იყო დევიდ სელზნიკის ძმის - მაირონ სელზნიკის ტალანტების სააგენტოს ლონდონის წარმომადგენელი. 1938 წლის თებერვალში, წინა დღით, სანამ თავისი ფილმი „ცეცხლი ინგლისის თავზე“ ამერიკაში გამოვიდოდა, ლიმ თხოვა მაირონს, რომ, მისი სახელიც ჩაეწერა სკარლეტის პრეტენდენტების სიაში. იმ თვეს დევიდ სელზნიკმა ნახა, როგორც ეს ფილმი, ასევე ვივიენის უფრო ახალი ნამუშევარიც - „ნახტომი ოქსფორდში“ და ჩათვალა, რომ ის მართლაც შეუდარებელი იყო, თუმცა ვერანაირად იქნებოდა შესაძლო სკარლეტი, რადგანაც „მეტისმეტად ბრიტანელი“ იყო. თუმცა მაირონმა მოახერხა, რომ დევიდი პირველად შეხვედროდა ლის 1938 წლის დეკემბრის ერთ ღამეს, როდესაც კინოსტუდია RKO Forty Acres-ის ტერიტორიაზე ატლანტის რკინიგზის სადგურის გადაწვის სცენას იღებდნენ. ვივიენი და ლორენს ოლივიე იქ მაირონის სტუმრის სტატუსით იმყოფებოდნენ, რომელიც ასევე ოლივიეს აგენტი იყო, ხოლო ლი იმჟამად ჰოლივუდში იმიტომ იმყოფებოდა, რომ იმედოვნებდა მიიღებდა როლს ლორენსის ახალ ფილმში „ჭექა-ქუხილის უღელტეხილი“. ორი დღის შემდეგ, თავისი ცოლისადმი მიწერილ წერილში დევიდ სელზნიკმა აღიარა რომ ვივიენი იყო „ბნელი ცხენი სკარლეტის როლისათვის“ და სერიული ეკრანული სინჯების შემდეგ, 1939 წლის 13 იანვარს გამოცხადდა რომ ის როლზე დაამტკიცეს. გადაღებების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე სელზნიკმა შეატყობინა ედ სალივანს: „სკარლეტ ო’ჰარას მშობლები იყვნენ ფრანგული და ირლანდიური წარმოშობისა. იდენტურად, მის ლის მშობლებიც საფრანგეთიდან და ირლანდიიდან არიან“.[2]

იმ საზოგადოებრივი პროტესტის მიუხედავად, რომ ეს როლი ინგლისელი მსახიობისათვის მეტისმეტად ამერიკული იყო, ლი მაინც დაამტკიცეს როლზე და საბოლოოდ ოსკარიც მიიღო.

როლისთვის განხილული სხვა მსახიობები

რედაქტირება

ბევრი მსახიობი იყო მიჩნეული სკარლეტის როლისათვის. დაახლოებით 32 ქალი განიხილებოდა, რომლებმაც კასტინგი გაიარეს. სკარლეტის ძიება 1936 წელს დაიწყო (მაშინ როდესაც წიგნი გამოიცა) და 1938 წლის დეკემბერში დასრულდა.[3]

1936-1938 წლებში ეს მსახიობები განიხილებოდნენ:

1937 წლის ბოლოდან 1938 წლის შუა პერიოდამდე დაახლოებით 128 მსახიობი იყო წარდგენილი სკარლეტის როლზე იმ წერილების მიხედვით, რაც საზოგადოებიდან Selznick International Pictures-ში იგზავნებოდა.[4]

ადაპტაციები

რედაქტირება

1980 წელს, სკარლეტ ო'ჰარას ძიების შესახებ გადაიღეს ფილმი "მოვიოლა: სკარლეტ ო'ჰარას ომი", რომელშიც მსახიობი მორგან ბრიტანი ვივიენ ლის როლს ასრულებს.

1994 წელს სატელევიზიო მინი-სერიალი გადაიღეს, რომელიც სიქველ "სკარლეტზეა" დაფუძნებული, მთავარი როლი კი ინგლისელმა მსახიობმა ჯოენ უოლიმ შეასრულა.

მარგარეტ მარტინის მიუზიკლში "ქარწაღებულნი" სკარლეტ ო'ჰარას როლი ჯილ პეისმა განასახიერა.

ისტორიული ცნობები

რედაქტირება

სანამ მარგარეტ მიჩელი ამბობდა, რომ მისი შექმნილი გმირები „ქარწაღებულნიდან“ არ იყვნენ ნამდვილ ადამიანებზე დაფუძნებულნი, თანამედროვე მკვლევარებმა აღმოაჩინეს მსგავსებები თავად მიჩელის ცხოვრებაში არსებულ ზოგიერთ პიროვნებასთან, ისევე როგორც სხვა ადამიანებთან, რომლებზედაც მწერალს გაგონილი ჰქონდა. ნავარაუდევია, რომ რეტ ბატლერის პერსონაჟი დფუძნებულია მიჩელის პირველ ქმარ რედ აპშოზე, რომელზეც ცნობილია, რომ თავიანთი მოკლე ქორწინების დროს, ის გააუპატიურა. სკარლეტის აღზრდა ჰგავდა მიჩელის დედის მხრიდან ბებიის - ენ ფიცჯერალდ სტივენსისას (1845-1934) რომელიც გაიზარდა კლეიტონის ოლქში, ჯორჯიაში (სადაც გამოგონილი ტარას ტერიტორიაა განთავსებული) და რომლის მამაც ირლანდიელი ემიგრანტი იყო. სკარლეტის სხვა ცოცხალი ვარიანტი შესაძლოა იყოს მარტა ბულოქ რუზველტი - ამერიკის პრეზიდენტ თეოდორ რუზველტის დედა. მარტა მშვენიერ უზარმაზარ სამხრეთულ სახლში - ბულოქ ჰოლში გაიზარდა, რომელიც ჯორჯიაში, ატლანტას ჩრდილოეთით, ქალაქ როსველში მდებარეობს. მისი ფიზიკური მონაცემები, სილამაზე, მიმზიდველობა და ინტელექტი მიჩელისათვის კარგად იყო ცნობილი და ხასიათის მსგავსება (დადებითი თვისებები) სკარლეტსა და მარტას შორის, რომელსაც მიტის ეძახდნენ, მართლაც გასაოცარია. ზოგი ამბობს, რომ სკარლეტის ბევრი მოქმედების სქემა და ხასიათის გრაფიკული მონახაზი შესაძლოა შექმნილი იყოს მარტა ბულოქ რუზველტის შვილიშვილის - მშვენიერი, მხიარული, დამოუკიდებელი, ბებიის მიერ განებივრებული, ურჩი და ყურადღების ცენტრში ყოფნას მისწრაფებული ელის რუზველტ ლონგვორტისაგან.

  1. „გამჭრიახი, ეგოისტი სკარლეტი: რთული გმირი“. NPR. ციტირების თარიღი: 2010-09-26.
  2. წერილი ედ სალივანს დევიდ ო. სელზნიკისაგან. Harry Ransom Center - The University Of Texas At Austin (7 იანვარი, 1939). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-09-07. ციტირების თარიღი: 2011-06-25.
  3. ტომპსონი, დევიდი. "ჰოლივუდი", 1930-იანები, გვ. 178 - 182
  4. 4.0 4.1 "ქარწაღებულნის გადაღება" ნაწილი 2, მიახლოებითი თარიღი: 1990-იანები.