ნორმა შირერი
ნორმა შირერი (ინგლ. Norma Shearer; დ. 10 აგვისტო, 1902 — გ. 12 ივნისი, 1983) — კანადელ-ამერიკელი მსახიობი. ის იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი 1920-იანი წლების შუა ხანებიდან მისი 1942 წელს კინოდან წასვლამდე. თავისი 1930 წლის ფილმ „განქორწინებულის“ შემდეგ იგი სექსუალურად თავისუფალი ქალების როლებს თამაშობდა თანამედროვე კომედიებსა და დრამებში, ისევე როგორც სხვადასხვა ისტორიულ და პერიოდულ ფილმებში.
ნორმა შირერი | |
---|---|
დაბადების სახელი | ედიტ ნორმა შირერი |
დაბადების თარიღი |
10 აგვისტო, 1902 მონრეალი, კვებეკი, კანადა |
გარდაცვალების თარიღი |
12 ივნისი, 1983 (80 წლის) ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ |
აქტიური | 1919 – 1942 |
მეუღლე(ები) |
ირვინგ ტალბერგი (1927-1936) მარტინ არუჟე (1942-1983) |
ოსკარი | 1930 — განქორწინებული |
MGM-ის სხვა ვარსკვლავებისაგან განსხვავებით, შირერის პოპულარობა კინოდან წასვლის შემდეგ მალევე დაეცა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი ის ფართოდაა აღიარებული ერთი მხრივ, დიდებული როლებისათვის ფილმებში „ქალები“, „მარი ანტუანეტი“, „რომეო და ჯულიეტა“ და მეორე მხრივ, როგორც დავიწყებული ვარსკვლავი.
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1928 | ფ | მსახიობი ქალი | The Actress | როუზ ტრელევნი |
1929 | ფ | მათი საკუთარი გატაცება | Their Own Desire | ლუსია მარლეტი |
1930 | ფ | განქორწინებული | The Divorcee | ჯერი ბერნარდ მარტინი |
1931 | ფ | თავისუფალი სული | A Free Soul | ჯენ ეში |
1934 | ფ | ბარეტები ვიმპოლ-სტრიტიდან | The Barretts of Wimpole Street | ელიზაბეთ ბარეტი |
1936 | ფ | რომეო და ჯულიეტა | Romeo and Juliet | ჯულიეტა |
1938 | ფ | მარი ანტუანეტი | Marie Antoinette | მარი ანტუანეტი |
1939 | ფ | ქალები | The Women | მისის სტივენ ჰეინსი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ნორმა შირერი“ ვიკისაწყობში.
- ნორმა შირერი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- ნორმა შირერი TCM-ის კინოფილმების მონაცემთა ბაზაში
- ნორმა შირერი — AllMovie
- Photographs of Norma Shearer