ჯოან კროუფორდი (ინგლ. Joan Crawford; დ. 23 მარტი, 1904 — გ. 10 მაისი, 1977) — ამერიკელი მუნჯი და ხმოვანი კინოს მსახიობი, ოსკარის ლაურეატი, ჰოლივუდის ოქროს ხანის უდავოდ ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი 1920-40-იან წლებში. ამერიკის კინოს ინსტიტუტმა კროუფორდი ყველა დროის უდიდეს ქალ მსახიობთა შორის დაასახელა (მეათე ადგილზე).

ჯოან კროუფორდი
დაბადების თარიღი 23 მარტი, 1904
სან-ანტონიო, აშშ
გარდაცვალების თარიღი 10 მაისი, 1977
ნიუ-იორკი, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1925-1972

თავდაპირველად მოცეკვავე კროუფორდმა კინოში კონტრაქტი მეტრო-გოლდუინ-მაიერ სტუდიასთან გააფორმა 1925 წელს და მცირე როლებს ასრულებდა. 20-იანი წლების ბოლოსთვის მისი პოპულარობა იზრდება. 1930-იან წლებში ის უკვე კონკურენციას უწევს მგმ-ის კოლეგებს ნორმა შირერსა და გრეტა გარბოს. მისი გმირები შრომისმოყვარე ქალები იყვნენ, რომლებიც საბოლოოდ სიყვარულსა და წარმატებას პოულობდნენ. ამგვარ როლებს მაყურებელი ენთუზიაზმით ხვდებოდა დეპრესიის პერიოდში. ამ ათწლეულის ბოლოსთვის ის უკვე ჰოლივუდის უდიდესი ვარსკვლავი იყო და ასევე ყველაზე მეტად ანაზღაურებადი ქალი აშშ-ში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება