ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მერი ბრაიანი (ინგლ. Mary Brian; 17 თებერვალი 1906 — 30 დეკემბერი 2002) — ამერიკელი კინომსახიობი, რომელმაც მუნჯი კინოდან წარმატებით გადაინაცვლა ხმოვან კინოში.[1]

მერი ბრაიანი
ინგლ. Mary Brian

1931 წელი
დაბადების სახელი ლუიზა ბირდი დენცლერი
ინგლ.Louise Byrdie Dantzler
დაბადების თარიღი 17 თებერვალი 1906
კორსიკანა, ტეხასი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 30 დეკემბერი 2002 (96 წლის)
დელ-მარი, სან-დიეგო. კალიფორნია, აშშ
დაკრძალულია ჰოლივუდ ჰილზი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი
ჯილდოები ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში

ბიოგრაფია

რედაქტირება

ლუიზა ბირდი დენცლერი  (მსახიობის ნამდვილი სახელი) დაიბადა 11906 წლის 17 თებერვალს ტეხასის შტატის ქალაქ კორსიკანაში. [2]ტორეს ჯ. დენცლერის  (1869—1906  გარდაიცვალა გოგონას დაბადებიდან ერთი თვის შემდეგ)  და ლუიზა ბ. დენცლერის  (1876—1973) ოჯახში. ლუიზას ჰყავდა  უფროსი ძმა— ტორენს ჯ. დენცლერ უმცროსი (1903—1973). მამის ნაადრევი გარდაცვალების გამო, ლუიზას დაბადებიდან მალევე, ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა დალასში (ტეხასი), შემდეგ კი — ლონგ- ბიჩში (კალიფორნია).იქ, 16 წლის ასაკში, ლუიზამ პირველად მიიღო მონაწილეობა ადგილობრივ სილამაზის კონკურსში, სადაც იგი შენიშნა ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, მსახიობმა ესტერ რალსტონმა. მან  გოგონას შესთავაზა გასაუბრება რეჟისორ ბრენონ ჰერბერტთან, რომელმაც  ახალგაზრდა ლამაზმანს მაშინვე მისცა გამორჩეული როლი  მომავალ ფილმში "პიტერ პენი“. საინტერესოა, რომ თავად რალსტონმა ამ ფილმში  ლუიზა დენცლერის გმირის დედის როლი შეასრულა, მიუხედავად იმისა, რომ  მათ შორის ასაკობრივი სხვაობა მხოლოდ 4 წელი იყო. ორი მსახიობის მეგობრობა მთელი ცხოვრება გაგრძელდა. ცნობილმა Players-Lasky Studio-მ, რომელმაც გადაიღო "პიტერ პენი", ლუიზას ახალი სახელი შეურჩია—მერი ბრაიანი. ეს სახელი  მას სიცოცხლის ბოლომდე შერჩა.

ამგვარად, 1924 წელს ახალი მსახიობი, მერი ბრაიანი, მაყურებელმა პირველად იხილა ეკრანებზე. 1926 წელს იგი ცამეტი ახალგაზრდა მსახიობიდან ერთ-ერთი გახლდათ, რომლებსაც  "ვარსკვლავური" მომავალი განუსაზღვრეს   — WAMPAS Baby Stars.[3]

მერი ბრაიანის პირველი ხმოვანი ფილმი გახლდათ Varsity (1928). ხმოვან კინოში წარმატებული  გადასვლის შემდეგ, მან ითამაშა გერი კუპერთან, უოლტერ ჰიუსტონთან და რიჩარდ არლენთან ერთად პირველ მხატვრულ ფილმში „ვირჯინიელი“ (1929).[4]

1932 წლამდე ბრაიანი მუშაობდა Paramount Pictures-ში, შემდგომში იგი არ იყო დატვირთული კონტრაქტებით, თანამშრომლობდა სხვადასხვა სტუდიებთან.

 
მერი ბრაიანი და გერი კუპერი ფილმში "ვირჯინიელი" (1929)

მერი ბრაიანი 1936 წელს  გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში, სადაც ერთი წლის განმავლობაში სამ ფილმში მიიღო მონაწილეობა. 1937 წელს ორი ფილმში შესრულებული როლის  შემდეგ, მსახიობის კარიერაში სიმშვიდემ დაისადგურა. მომდევნო  ჯერზე იგი ეკრანებზე მხოლოდ 1943 წელს გამოჩნდა, შემდეგ კი ძალიან იშვიათად მონაწილეობდა ფილმებში. 1952 წელს შედგა მისი სატელევიზიო დებიუტი "მოულოდნელის" ერთ ეპიზოდში. კონოში  30 წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში  მერი ბრაიანმა 78 ფილმში და 2 სერიალში მიიღო მონაწილეობა.

 
1936 წელი

მეორე მსოფლიო ომის დროს იგი მხარს უჭერდა ამერიკელ ჯარისკაცებს, მოგზაურობდა სპექტაკლებით ევროპასა და ოკეანეთში, ხოლო 1944 წლის შობას ჯარისკაცებთან ერთად შეხვდა, რომლებიც იმ მომენტში მონაწილეობდნენ არდენის ოპერაციაში.

1960 წელს მერი ბრაიანს  ვარსკვლავი გაუხსნეს ჰოლივუდის დიდების ხეივანში (1559, ვაინ-სტრიტი) კინოინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის.[5][6][7]

1973 წლის აპრილში მსახიობმა ძლიერი შოკი განიცადა: მისი 97 წლის დედა და 70 წლის ძმა სამი დღის ინტერვალით გარდაიცვალნენ.

მერი ბრაიანი გარდაიცვალა 2002 წლის 30 დეკემბერს (სხვა წყაროების მიხედვით - 29 დეკემბერს), კალიფორნიის ქალაქ დელ -მარიში, 97 წლის ასაკში. დაკრძალულია ჰოლივუდ ჰილზის სასაფლაოზე.[8]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

როგორც ძალიან მიმზიდველი გოგონა, მერი ბრაიანი რეგულარულად  ყურადღების ცენტრში იყო. მის თაყვანისმცემლებს  შორის იყვნენ  გამოჩენილი ადამიანები: კერი გრანტი და მუნჯი კინოს მსახიობი, მერი პიკფორდის ძმა— ჯეკ პიკფორდი. მიუხედავად ამისა, იგი მხატვარ-ილუსტრატორ  ჯონ უიტკომბზე დაქორწინდა. თუმცა, მისი პირველი ქორწინება განქორწინებით დასრულდა ქორწილიდან (გაიმართა 1941 წლის 4 მაისს ) სამი თვის შემდეგ (სხვა წყაროების მიხედვით, ექვსი კვირის შემდეგ) მსახიობის მეორე და უკანასკნელი ქმარი გახლდათ კინორედაქტორი ჯორჯ ტომასინი, რომელთანაც იგი ცხოვრობდა 1947 წლიდან 1964 წელს მის გარდაცვალებამდე.[9]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Saxon, Wolfgang (January 2, 2003). "Mary Brian, 96, an Actress in Silent Films and the Talkies". The New York Times.
  2. Willis, John (February 2004). Screen World 2003. Hal Leonard Corporation. p. 355. ISBN 978-1-55783-526-0. Retrieved September 30, 2020.
  3. Kear, Lynn; Rossman, John (March 30, 2016). The Complete Kay Francis Career Record: All Film, Stage, Radio and Television Appearances. McFarland. p. 239. ISBN 978-1-4766-0287-5. Retrieved September 30, 2020.
  4. Ankerich, Michael G. (2011). The Sound of Silence: Conversations with 16 Film and Stage Personalities Who Bridged the Gap Between Silents and Talkies. McFarland. pp. 46–58. ISBN 9780786485345. Retrieved October 27, 2018.
  5. Library of Congress. "Performing Arts Encyclopedia". Retrieved November 9, 2015.
  6. "Hollywood Star Walk - Mary Brian". Los Angeles Times. Retrieved November 30, 2017.
  7. "Hollywood Walk of Fame - Mary Brian". walkoffame.com. Hollywood Chamber of Commerce. Retrieved November 30, 2017.
  8. Monica Sullivan (January 15, 2003). "Tribute: Mary Brian". Movie Magazine International.
  9. Igel, Rachel (1996–1997). "I'll Let The Film Pile Up For You: An Interview With Mary Tomasini". Directory of Members 1996–1997. Motion Picture Editors Guild. Archived from the original on April 16, 2013.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მერი_ბრაიანი“-დან