მერი პიკფორდი
მერი პიკფორდი (ინგლ. Mary Pickford; დ. 8 აპრილი, 1892 — გ. 29 მაისი, 1979) — ოსკარის მფლობელი კანადელ-ამერიკელი კინოვარსკვლავი, კინოსტუდია „United Artists“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ასევე ერთ-ერთი მათგანი იმ 36 პიროვნებიდან, რომლებმაც დააარსეს „კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერებების აკადემია“.
მერი პიკფორდი | |
---|---|
![]() | |
დაბადების სახელი | გლედის ლუის სმითი |
დაბადების თარიღი |
8 აპრილი, 1892 ტორონტო, ონტარიო, კანადა |
გარდაცვალების თარიღი |
29 მაისი, 1979 (87 წლის) სანტა-მონიკა, კალიფორნია, აშშ |
აქტიური | 1909 – 1933 |
მეუღლე(ები) |
ოუენ მური 1911 – 1920 დაგლას ფერბენკსი 1920 – 1936 ჩარლზ როჯერსი 1937 – 1979 |
ოსკარი | 1929 - კოკეტი |
ის ასევე ცნობილია როგორც „ამერიკის შეყვარებული“ („America's Sweetheart“), „პატარა მერი“ („Little Mary“) და „გოგონა კულულებით“ („The girl with the curls“). მერი პიკფორდი იყო ერთ-ერთი პირველი კანადელი პიონერი ადრეულ ჰოლივუდში და ზოგადად, კინოს ერთ-ერთი უდიდესი პიონერი.
მან მოახდინა დიდი გავლენა ფილმებში თამაშის განვითარებაზე. მას, როგორც მუნჯი კინოს ერთ–ერთ უდიდეს მსახიობსა და პროდიუსერს, დიდი წვლილი მიუძღვის ჰოლივუდის ინდუსტრიის ფორმირებაში. ამერიკულ კინოში შეტანილი წვლილის გამო ამერიკული კინოს ინსტიტუტმა „ყველა დროის უდიდესი ქალი კინოვარსკვლავების“ სიაში ის 24-ე ადგილზე დაასახელა.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „მერი პიკფორდი“ ვიკისაწყობში.
- მერი პიკფორდი — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)