სისხლდენა (ინგლ. Bleeding) — სისხლძარღვის სანათურიდან სისხლის გამოსვლა, რაც როგორც წესი ტრავმასთანაა დაკავშირებული. თუმცა სისხლდენა შეიძლება იყოს ცხვირიდან, ყურებიდან, ღრძილებიდან, პირის ღრუდან, თვალებიდან, საშოდან, ანუსიდან და ასე შემდეგ.

სისხლდენა. ღია ჭრილობა

მიზეზები

რედაქტირება

სისხლდენის მრავალი მიზეზი არსებობს. მათგან უდიდესი წილი მოდის ტრავმებზე და ბრძოლებში თუ შემთხვევით მიღებულ ჭრილობებზე. სისხლდენის მიზეზი შეიძლება გახდეს .ზოგიერთი დაავადებაც. მაგალითად: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება. ბუასილი, ნაწლავთა პოლიპი და პოლიპოზი, საყლაპავი მილის ვენების ვარიკოზი, ფილტვის კავერნული ტუბერკულოზი, ათეროსკლეროზი, ჰემოფილია, ქოლემია, ავიტამინოზი და სხვ.

სისხლდენა შეიძლება იყოს გარეგანი და შინაგანი. სისხლდენა გარეგანია როდესაც სისხლი გარეთ გამოდის და ამას ხედავენ პაციენტი, ექიმი და ირგვლივ მყოფნი. შინაგანი სისხლდენის დროს დაზიანებულია ორგანიზმის რომელიმე ღრუსთან დაკავშირებული სისხლძარღვი და სისხლი ამ ღრუში გროვდება. მაგალითად, მუცლის ღრუში, პლევრაში, პერიკარდიუმის ღრუში შესაძლოა დაგროვდეს სისხლი და ადამიანი დაიღუპოს. მუცლის ღრუში სისხლის დაგროვებას ჰემოპერიტონეუმი ეწოდება. პლევრის ღრუში - ჰემოთორაქსი, პერიკარდიუმის ღრუში - ჰემოპერიკარდიუმი, საშვილოსნოს ღრუში - ჰემატომეტრა. შინაგანი სისხლდენის დროს სისხლი შეიძლება გროვდებოდეს კუჭსა და ნაწლავებში. აქ ჩაღვრილ სისხლს უერთდება კუჭ-ნაწლავში არსებული გოგირდ-წყალბადი და წარმოიქმნება სულფმეტჰემოგლობინი. ეს ნაერთი შავი ფერისაა, რის გამოც ადამიანს შავი ფერის განავალი აქვს, რასაც მელენა ეწოდება.აგრეთვე სისხლი შეიძლება დაგროვდეს სანაღვლე გზებში-ჰემობილია. ასევე თირკმლის მენჯში, რომელიც შარდთან ერთად გამოიყოფა-ჰემატურია, ფილტვიდან სისხლის დენა-ჰემოპტოე, ცხვირიდან-ეპისტაქსისი, ხოლო საშვილოსნოდან-მეტრორაგია. ჩაღვრილმა სისხლმა შეიძლება გასწიოს რბილი ქსოვილები და მათ შორის შექმნას გუბე-ჰემატომა.

სისხლის დაკარგვა

რედაქტირება

სისხლის დაკარგვას რაოდენობის და სირთულის მიხედვით ყოფენ ოთხ კლასად.

  • პირველი კლასი-როდესაც იკარგება სისხლის 15%-მდე. ასეთ დროს სისხლის გადასხმა საჭირო არ არის.
  • მეორე კლასი-როდესაც იკარგება სისხლის15-30% ასეთ დროს პაციენტს აღენიშნება გულისცემის მომატება. კანის გაფერმკლთალება. როგორც წესი გამონაკლისი შემთხვევის გარდა სისხლის გადასხმა არაა საჭირო.
  • მესამე კლასი-როდესაც იკარგება სისხლის 30-40%. ასეთ დროს პაციენტს აღენიშნება გულისცემის მომატება.შესაძლებელია შოკი. სისხლის გადასხმა როგორც წესი აუცილებელია.
  • მეოთხე კლასი-როდესაც იკარგება სისხლის 40% მეტი. აუცილებელია სასწრაფო რეანიმაციული ღონისძიებები. წინააღმდეგ შემთხვევაში პაციენტი დაიღუპება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მ. ჩაჩავა; ზოგადი ქირურგია; განათლება, გვ. 109; 1976

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება