შირეტოკოს ეროვნული პარკი

(გადამისამართდა გვერდიდან სირეტოკოს ეროვნული პარკი)

შირეტოკოს ეროვნული პარკი (知床国立公園 — დედამიწის დასასრული) — ეროვნული პარკი იაპონიაში. მოიცავს კუნძულ ჰოკაიდოს შირეტოკოს ნახევარკუნძულის უდიდეს ნაწილს.

შირეტოკოს ეროვნული პარკი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა იაპონიის დროშა იაპონია
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები ix, x
სია [1]
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
კოორდინატები 44°06′00″ ჩ. გ. 145°11′00″ ა. გ. / 44.10000° ჩ. გ. 145.18333° ა. გ. / 44.10000; 145.18333
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2005  (29-ე სესია)
ნომერი 1193
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
შირეტოკოს ნახევარკუნძულის მდებარეობა
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1193
ინგლ.რუს.ფრ.

წარმოადგენს იაპონიის ყველაზე დაშორებულ, მიყრუებულ ადგილს, სადაც მისვლა მხოლოდ ფეხით ან საწყლოსნო ტრანსორტითაა შესაძლებელი. აქ ბინადრობს მურა დათვი, ასევე იშლება კუნძულ კუნაშირის ხედი, რომელსაც იაპონია დღემდე მოითხოვს რუსეთისგან. პარკში მდებარეობს ცხელი წყლის ჩანჩქერი კამუივაკა (ღმერთის წყალი).

პარკი დაფარულია სუბალპური შერეული ტყეებით. ხის ძირითადი ჯიშებია სახალინის სოჭი, არყის ხე, მონღოლური მუხა. ყველაზე მიუღწეველ ადგილებში ხარობს ციმბირული ჯუჯა ფიჭვი.

2005 წელს, იუნესკომ პარკი რუსეთის კონტროლირებად კურილიის ზოგიერთ კუნძულთან ერთად, მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა და „მსოფლიო მემკვიდრეობის მშვიდობის პარკი“ უწოდა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება