კუნაშირი
კუნაშირი (რუს. Кунашир) — კუნძული კურილის კუნძულების სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რუსეთში, სახალინის ოლქში. კუნაშირის, ეკატერინეს, ღალატისა და სამხრეთ კურილის სრუტეებს შორის. ფართობი დაახლოებით 1550 კმ², სიგრძე 123 კილომეტრი, სიგანე 4-30 კილომეტრი. სიმაღლე 1819 მეტრამდე. კუნძულზეა მოქმედი ვულკანები (ტიატია, რურუი). აგებულია ვულკანური და კრისტალური ქანებით. ბევრია ცხელი წყარო, ჰავა მუსონურია,. შემოსილია ნაძვის, სოჭისა და ფართოფოთლოვანი ტყით. კუნძულზე განვითარებულია თევზჭერა. კუნძულზეა ნავსადგური იუჟნო-კურილსკი.
მშობ. სახელი: Кунашир | |
---|---|
კუნძული კუნაშირი | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ოხოტის ზღვა, კურილის კუნძულები |
კოორდინატები |
კოორდინატები: განედი არ არის მითითებული |
ფართობი | 1550 კმ² |
სიგრძე | 123 კმ |
სიგანე | 4-30 კმ |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 72.