ტიატია (აინურად ჩაჩა-ნუპური, სიტყვასიტყვით — „მამა მთა“) — მოქმედი ვულკანი კუნძულ კუნაშირის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში (კურილის კუნძულები).[1] სომა-ვეზუვის ტიპისაა („ვულკანი ვულკანში“).

ტიატია
ტიატია
ტიატია
კოორდინატები: 44°21′03″ ჩ. გ. 146°15′23″ ა. გ. / 44.35083° ჩ. გ. 146.25639° ა. გ. / 44.35083; 146.25639
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
სიმაღლე 1819 
ტიპი სტრატოვულკანი
ბოლო ამოფრქვევა 1973 (გრძელდება)
ტიატია — რუსეთი
ტიატია
ტიატია — კურილის კუნძულები
ტიატია

სიმაღლე 1819 მ. სომის წაკეთილი კონუსის შეფარდებითი სიმაღლეა 1485 მ, ფუძის დიამეტრი — 16-18 კმ, წრიული თხემისა — 2,4 კმ-მდე. კალდერის ზომებია 2,1 X 2,4 კმ. მთლიანადაა დაფარული ლავური ღვარებით.[2]

უკანასკნელი ამოფრქvევა მოხდა 1973 წელს. აგებულია ლავური ბაზალტებითა და ანდეზიტებით. ძირი შემოსილია წიწვნარითა და ფართოფოთლოვანი ტყით, ზევით ქვის არყის რაყები და ქონდარა ფიჭვია.[3]

1977 და შემდგომ წლებში მოხდა ვულკანის კრატერის სამხრეთ-აღმოსავლეთ პერიფერიის ჩამონგრევა და დამსხვრეული მასალის დიდი ნაწილი შიგ კრატერშივე ჩაიქცა (მის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში). შედეგად ვულკანის საერთო სიმაღლე შემცირდა. ვულკანმა სიმაღლეში რამდენიმე ათეული მეტრით დაიკლო და სავარაუდოდ, თანადროულ დროში მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 1800 მ-ზე ნაკლებია.[4]

ცნობილი ამოფრქვევები დაფიქსირდა 1812 და 1973 წლებში. ამჟამად ფიქსირდება მხოლოდ სუსტი ფუმაროლური აქტივობა ცენტრალურ კრატერში. ხშირად შეიმჩნევა ბოლვა და ამასთანავე, გვერდითი კრატერიდან გამოიყოფა შხამიანი აირები. ვულკანი ტიატია განთავსებულია კურილის ნაკრძალის ტერიტორიაზე.[5]