რურუი (რუს. Руруй) — მოქმედი ვულკანი რუსეთში, კუნძულ კუნაშირზე. სიმაღლე 1486 მ.[1] აგებულია ანდეზიტებით, ანდეზიტ-ბაზალტებითა და დაციტებით. რთული სტრატოვულკანია. დამახასიათებელია თერმული და სოლფატარული აქტივობები ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე. დასავლეთ კალთაზე აღმოჩენილია თერმული წყაროები და მცირე სოლფატარული ველები. სამხრეთ კალთაზეა სმირნოვის ვულკანი. უკანასკნელი ამოფრქვევის წელი უცნობია.[1]

რურუი
ვულკანი რურუი (2008 წლის 9 მარტი).
ვულკანი რურუი (2008 წლის 9 მარტი).
კოორდინატები: 44°27′15″ ჩ. გ. 146°08′22″ ა. გ. / 44.45417° ჩ. გ. 146.13944° ა. გ. / 44.45417; 146.13944
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
სიმაღლე 1486 
ქედი დოკუჩაევის ქედი
ტიპი სტრატოვულკანი
რურუი — რუსეთი
რურუი