სინგაპურის ტურიზმი

ტურიზმი სინგაპურის ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორს წარმოადგენს. 2017 წელს ქვეყანას 17.4 მილიონ ტურისტზე მეტი ეწვია, რაც სინგაპურის მოსახლეობაზე სამჯერ მეტია.[1] სინგაპურის ტურიზმისთვის გარემოსადმი მოფრთხილებაა დამახასიათებელი, რასაც ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კონსერვაციის პროგრამებით უზრუნველყოფს. ამასთან ერთად სინგაპურში კრიმინალური შემთხვევების მსოფლიოში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.ქვეყნის ოთხ ოფიციალურ ენას შორისაა ინგლისურიც, რაც ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის კონტაქტის დამყარებას ამარტივებს. მსოფლიო მასშტაბით სინგაპური მეხუთე ადგილზეა ყველაზე მონახულებად ქალაქებს შორის, ხოლო აღმოსავლეთ აზია-ოკეანეთის ქალაქებს შორის - მეორეზე.[2]

რაფლეზის სასტუმრო, ქვეყნის ერთ-ერთ ეროვნული ძეგლი

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის 2017 წლის მოხსენების მიხედვით სინგაპურს საუკეთესო მაჩვენებლები შემდეგ სვეტებში აქვს: საერთაშორისო ღიაობა (პირველი ადგილი), ბიზნეს გარემო(მე-2 ადგილი), მოგზაურობისა და ტურიზმის პრიორიტიზაცია (მე-2 ადგილი) და სახმელეთო და საზღვაო იფრასტრუქტუა (მე-2 ადგილი), ხოლო ყველაზე ცუდი მაჩვენებლებით ბუნებრივი რესურსებისა (103-ე ადგილი) და ფასების კონკურენტუნარიანობს (91-ე ადგილი) სვეტებში აქვს.[3]

ტურიზმის სტატისტიკა

რედაქტირება
 
ტაკაშიმაია, სინგაპურის შოფინგ-ცენტრი

სინგაპურის ტურიზმის ფორუმის მონაცემებით 2014 წელს სინგაპურს 15 085 152 ვიზიტორი ეწვია,[4] თუმცა ამ მონაცემებში ის მალაიზიელი ტურისტები არ არის გათვალისწინებული, რომლებიც სინგაპურში ჯაჰორი-სინგაპურისა და მალაიზია-სინგაპურის დამაკავშირებელი ხიდებით ჩავიდნენ. ეს მაჩვენებელი 2013 წლის მონაცემებთან შედარებით 3%-ით ნაკლებია, რაც ჩინეთიდან ჩამოსულ ტურისტთა კლებითაა გამოწვეული.

ვიზიტების საერთო მაჩვენებელმა 56 მილიონი დღე, 3%-იანი მაჩვენებელი შეადგინა, ანუ თითო ტურისტმა საშუალოდ 3.7 დღე გაატარა ტურიზმში. ტურისტთა 21% ერთდღიანი ტურის მონაწილეები იყვნენ, 79% კი ერთ დღეზე დიდხანს დარჩა სინგაპურში. ვიზიტორთა 78% საჰაერო ტრანსპორტით ჩამოფრინდა, 10% საზღვაო ტრასპორტით, ხოლო 12% - სახმელეთოთი. ვიზიტორთა ყველაზე დიდ ჯგუფს (მთლიანი რაოდენობის 23%) 25-დან 34 წლამდე ასაკის ტურისტები შეადგენდნენ. ტურისტთა 21% 35-44 , ხოლო 17% 45-54 წლის კატეგორიას მიეკუთვნებოდა.

ტურისტთა ძირითადი ნაწილი ხუთი უმსხვილესი ბაზრიდან: ინდონეზიიდან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან, მალაიზიიდან, ავსტრალიიდან და ინდოეთიდან ჩამოვიდა. 2016 წელს ჩინეთიდან სინგაპურში ჩასულ ტურისტთა რაოდენობამ ინონეზიიდან ჩასული ტურისტების რაოდენობას გადააჭარბა.[5]

2014 წელს ტურიზმის სექტორის შემოსავალმა 23.6 მილიარდი სინგაპურული დოლარი შეადგინა, რაც 2010 წლის შემოსავალთან შედარებით 4.7 მილიარდი სინგ. დოლარით მეტია. შემოსავლების 24.7% გართობისა და სათამაშო ტურიზმის სექტორზე მოდის, განთავსების საშუალებებზე 22.5%, შოპინგზე - 17.4%, სასმელებისა და საჭმლის სექტორზე - 9.6%, ხოლო სამედიცინო საშუალებებზე (სამედიცინო ტურიზმი) - 4.2%.

მოზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის 2017 წლის მონაცემებით 136 ქვეყანას შორის 4.9 ქულით სინგაპური მეცამეტე ადგილზე იმყოფება (2015 წელს 141 ქვეყანას შორის სინგაპური მეთერთმეტე ადგილზე იყო, თუმცა კონკურენტუნარიანობის ინდექსი მაშინაც 4.9 ჰქონდა). სინგაპურში 12 051 929 საერთაშორისო ტურისტი ჩავიდა. საერთაშორისო ტურიზმის შემოსავლებმა 16 743 400 000 აშშ დოლარი შეადგინა, რაც თითო ტურისტის მიერ მოგზაურობის პერიოდში დახარჯულ 1 389,3 დოლარს უდრის. ამავე წლის მოხსენების მიხედვით მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიაში 158 381 სამუშაო ადგილია შექმნილი (მთლიანი სამუშაო ადგილების 4.3%).[6]

2010-2017 წლების სტატისტიკა

რედაქტირება
წელი ტურისტთა რაოდენობა [7] პროცენტული ცვლილება წინა წელთან შედარებით
2010 11,641,700 20.2%
2011 13,171,303 13.1%
2012 14,496,091 10.1%
2013 15,567,923 7.4%
2014 15,095,152 −3%
2015 15,231,469 0.9%
2016 16,402,593 7.7%
2017 17,422,826 6.2%

2000-2010 წლების სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით

რედაქტირება

წყარო: სინგაპურის ტურიზმის საბჭო.[8]

ქვეყანა ან ტერიტორია 2000 2001 2002 2003 2004 2005 2006 2007 2008 2009 2010
  ინდონეზია 1,313,316 1,364,380 1,393,020 1,341,747 1,765,324 1,813,569 1,922,217 1,962,055 1,765,429 1,745,330 2,305,149
  ჩინეთი 434,336 497,398 670,099 568,510 880,259 857,814 1,037,201 1,113,956 1,078,742 936,747 1,171,337
  მალაიზია[9] 564,750 578,719 548,659 439,437 537,336 577,987 634,303 645,774 647,480 764,309 1,036,918
  ავსტრალია 510,347 550,681 538,408 392,906 561,163 620,255 691,632 768,490 833,156 830,299 880,486
  ინდოეთი 346,360 339,828 375,697 309,487 471,244 583,590 658,902 748,728 778,303 725,624 828,903
  იაპონია 929,895 755,766 723,431 434,087 598,840 588,535 594,406 594,514 571,040 489,987 528,817
  ფილიპინები 181,032 190,630 195,564 176,585 245,918 319,971 386,119 418,775 418,938 432,072 544,344
  ჰონგ-კონგი 285,975 276,157 265,970 226,260 271,691 313,831 291,474 302,110 278,115 294,420 387,552
  ტაილანდი 246,750 260,958 263,866 235,826 341,989 379,040 356,367 353,416 333,905 317,905 430,022
  აშშ 385,585 343,805 327,648 250,678 333,156 371,440 399,786 408,885 396,631 370,704 416,990
  სამხრეთ კორეა 354,353 359,083 371,050 261,403 361,083 364,206 454,722 464,292 423,018 271,987 360,673
  გაერთიანებული სამეფო 444,976 460,018 458,528 387,982 457,262 467,154 488,167 495,693 492,933 469,756 461,714
  ვიეტნამი 31,837 34,633 40,652 44,420 105,803 150,626 165,105 203,210 239,299 265,414 322,853
  ტაივანი 290,904 222,087 209,321 144,942 182,443 213,959 219,463 208,156 175,924 156,761 191,173
  გერმანია 169,408 166,981 157,510 121,376 142,371 154,779 161,125 164,900 175,280 183,681 209,231

2011–2017 წლების სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით

რედაქტირება

წყარო: სინგაპურის ტურიზმის საბჭო.[7]

ქვეყანა ან ტერიტორია 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017
  ჩინეთი 1,577,522 2,034,177 2,269,870 1,722,380 2,106,164 2,863,582 3,226,929
  ინდონეზია 2,592,222 2,837,537 3,088,859 3,025,178 2,731,690 2,893,614 2,954,384
  ინდოეთი 868,991 894,993 933,553 943,636 1,013,986 1,097,186 1,272,069
  მალაიზია[9] 1,140,935 1,231,686 1,280,942 1,233,035 1,171,077 1,151,480 1,168,356
  ავსტრალია 956,039 1,050,373 1,125,179 1,074,878 1,043,568 1,027,309 1,081,987
  იაპონია 656,417 757,116 832,845 824,741 789,179 783,721 792,813
  ფილიპინები 677,723 656,804 687,794 676,481 673,374 691,555 736,456
  სამხრეთ კორეა 414,879 445,184 471,768 536,975 577,082 566,503 631,359
  აშშ 440,576 477,213 491,946 484,912 499,509 516,276 565,250
  ვიეტნამი 332,231 366,234 380,495 424,408 418,266 469,409 531,359
  ტაილანდი 472,708 477,654 497,409 506,509 516,409 546,384 531,307
  გაერთიანებული სამეფო 442,611 446,497 461,459 451,931 473,810 489,205 518,903
  ჰონგ-კონგი 464,375 472,167 539,810 631,029 609,888 537,964 465,769
  ტაივანი 238,488 282,203 350,308 337,431 378,026 394,174 395,549
  გერმანია 219,952 252,433 251,560 263,513 286,732 328,762 342,336

კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება
 
ცინის დინასტიის ერთ-ერთი იმპერატორის საგანძურის გამოფენა აზიური ცივილიზაციების მუზეუმში

ბრიტანეთის ყოფილ კოლონიის ტერიტორიაზე ბევრი ისტორიული და კულტურული ღრისშესანიშნაობა მდებარეობს. არქიტექტურაში ბრიტანული და რეგიონული გავლენა იგრძნობა. კულტურულ ღირსშესანიშნაობებს შორისაა: სულთანის მეჩეთი, სინგაპურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მეჩეთი, რომელიც 1826 წელს აიგო; ზეციური ბედნიერების სასახლე (Thian Hock Keng) - სინგაპურის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ტაძარი, რომელიც 1839 წელს აიგო და შრი მარიამანის ტაძარი, რომლის მშენებლობაც 1827 წელს დასრულდა და სინგაპურში მდებარე ყველაზე ძველი ინდუისტური ტაძარია. სხვა ისტორიულ ძეგლებს შორისაღსანიშნავია კრანჯის ომის მემორიალი, სამოქალაქო ომის მემორიალი, ვიქტორიას თეატრი და საკონცერტო დარბაზი და Istana Kampong Glam -ყოფილი მალაიური სასახლე.

სინგაპურში ქვეყნისა და რეგიონის ხელოვნებისა და ისტორიის ამსახველი ოთხი მთავარი მუზეუმი მდებარეობს. აზიური ცივილიზაციების მუზეუმში ჩინეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, სამხრეთ აზიისა და დასავლეთი აზიის მატერიალური ისტორიის ნიმუშებია წარმოდგენილი. პერანაკანის მუზეუმში პერანაკანის კულტურისა და მალაკაში, პენანგსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში არსებული პერანაკანის თემების კულტურის ნიმუშებია გამოფენილი.[10] სინგაპურის ეროვნული მუზეუმი ქვეყნის ყველაზე ძველი მუზეუმია, რომლის ისტორიაც 1849 წლიდან იწყება და ქვეყნის ერადქმნადობისა და სინგაპურის ისტორიის შესახებ ნიმუშებს მოიცავს.[11] სინგაპურის ხელოვნების მუზეუმი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია, რომელიც სინგაპურისა და სამზრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხელოვნებაზე ფოკუსირდება. სხვა მცირე მუზეუმებს შორის აღსანიშნავია ჩანგის მუზეუმი, რომელშიც მხატვრობის, ფოტოგრაფიისა და იაპონელების მიერ სინგაპურის ოკუპაციის ამსახველი სხვა ნიმუშების კოლექციებია წარმოდგენილი.[12] მინტის სათამაშოების მუზეუმში კი 3000 სათამაშოს კოლექციაა წარმოდგენილი, რომელიც XIX-XX საუკუნეების ბავშვობის პერიოდს ასახავს.

  1. Singapore tourism sector performance breaks record for the second year running in 2017. Singapore Tourism Board (February 12, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 16, 2018. ციტირების თარიღი: February 16, 2018.
  2. „Singapore is 2nd most visited city in Asia-Pacific, 5th in the world: Mastercard“. The Straits Times (ინგლისური). 26 September 2018.
  3. The Travel & Tourism Competitiveness Report 2017. გვ. 298.
  4. Singapore Annual Tourism Statistics Report for 2014. Singapore Tourism Board. ციტირების თარიღი: September 4, 2016.
  5. Jalelah Abu Bakr. (January 21, 2017) China overtakes Indonesia as Singapore's top market for tourists.
  6. The Travel & Tourism Competitiveness Report 2017. გვ. 298.
  7. 7.0 7.1 International Visitor Arrivals (2005–2017). Singapore Tourism Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 22, 2017. ციტირების თარიღი: February 12, 2018.
  8. Tourism Statistics Publications. Singapore Tourism Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 December 2013. ციტირების თარიღი: 2014-06-23.
  9. 9.0 9.1 Excludes Malaysian citizens arriving by land.
  10. „Singapore’s Newest Museum Opens: showcasing the finest and most comprehensive Peranakan collection in the world“ (პრეს-რელიზი). Asian Civilizations Museum. 2008-04-17.
  11. Clara Chow, "National Museum opens after $132m makeover", The Straits Times, 8 December 2006
  12. Nick Meo (2006-08-23). „Singapore war internee's art on show“. BBC.

ინტერნეტ რესურსები

რედაქტირება