სინგაპურის პოლიტიკური სისტემა
სინგაპურის პოლიტიკა წარმოდგენილია საპარლამენტო რესპუბლიკად წარმომადგენლობითი დემოკრატიით, როდესაც სინგაპურის პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, ხოლო სინგაპურის პრემიერ-მინისტრი მთავრობის ხელმძღვანელია მრავალპარტიულ სისტემაში. აღმასრულებელი ხელისუფლება პარლამენტის გავლენის ქვეშაა და ნაკლებად პრეზიდენტის. კაბინეტს აქვს საერთო მიმართულა და მთავრობის კონტროლი და ანგარიშვალდებულია[1] პარლამენტის წინაშე. არსებობს სამი ცალკე სახელისუფლებო შტო: საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება, სადაც ვესტმინსტერის სისტემის თანახმად ძალაუფლება დაყოფილია.[2]
საკანონმდებლო უფლებამოსილება მინიჭებულია როგორც მთავრობას ისე სინგაპურის პარლამენტს. საკანონმდებლო ორგანო, რომელიც შედგება პრეზიდენტისგან, როგორც მისი ხელმძღვანელი და ერთპალატიანი პარლამენტის წევრებისგან, რომლებსაც ირჩევენ საყოველთაო კენჭისყრით. პრეზიდენტის როლი, როგორც სახელმწიფოს მეთაურის, ისტორიულად ატარებდა მეტწილად ცერემონიულ ხასიათს, იმის მიუხედავად, რომ 1991 წელს საკონსტიტუციო ცვლილებების დროს, პრეზიდენტს მისცეს ზოგიერთი უფლება, როგორიცაა ვეტოს გამოყენების უფლება ასევე რამდენიმე ძირითადი გადაწყვეტილებების მიღების უფლება, როგორიცაა სახელმწიფო რეზერვის გამოყენების და სასამართლო ხელისუფლების, შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელების დანიშვნის უფლება. მან ასევე ახორციელებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხების დარეგულირებას.
პოლიტიკური წარსული
რედაქტირებასინგაპურის პოლიტიკაში სახალხო სამოქმედო პარტიის (PAP) დომინირება დაიწყო მას შემდეგ, რაც 1959 წელს საერთო არჩევნებზე პირველ პრემიერ-მინისტრად ლი ქუან იუ გახდა (სინგაპური მაშინ თვითმმართველი სახელმწიფო იყო ბრიტანეთის იმპერიის შემადგენლობაში). მას შემდეგ პარტიამ მოიგო ყველა არჩევნები. 1963 წელს სინგაპურმა დატოვა თანამეგობრობა, რომ შეუერთდეს მალაიზიის ფედერაციას, მაგრამ მალე დატოვა ფედერაცია 1965 წელს, მას შემდეგ, რაც ლი კუან იუმ არ დაეთანხმა კუალა-ლუმპურის ფედერალურ მთავრობას.[3] საგარეო პოლიტოლოგები და რამდენიმე ოპოზიციური პარტია, მათ შორის სინგაპურის მშრომელთა პარტია და სინგაპურის დემოკრატიული პარტია (SDP) ამტკიცებს, რომ სინგაპური დე ფაქტო ერთპარტიული სახელმწიფოა.
The Economist Intelligence Unit სინგაპური შეაფასა, როგორც დემოკრატიული ქვეყანა. Freedom House არ მიიჩნევს სინგაპურს, როგორც „ელექტორალურ დემოკრატიად“ და ანიჭებს „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყნის სტატუსს. ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, 167 ქვეყანას შორის სინგაპური 140 ადგილზე მოათავსა პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით 2005 წელს.[4]
ასევე ცნობილია, რომ მმართველი პარტია აწესებს ცენზურას, ხელოვნურად ცვლის საარჩევნო ოლქების საზღვარს და ცილისწამებისათვის ჩივის ოპოზიციაზე, რომ ხელი შეუშალონ მათ წარმატებას. რამდენიმე ყოფილი და მოქმედი ოპოზიციის წევრები, მათ შორის, ფრენსის სეოში, ჯ.ბ. ჯეირეთნამი და ჩი სუნ ჯუანი, აღიქვამენ სინგაპურის სასამართლოების, როგორც ხელსაყრელ ინსტრუმენტს ხელისუფლების ხელში ძალაუფლების დაუნაწილების გამო. მაგრამ არსებობს ისეთი შემთხვევა, როდესაც ოპოზიციის ლიდერმა საჩივარი შეიტანა მმართველი პარტიიის მინისტრების წინააღმდეგ და მოიგო.[5]
პოლიტიკური გარემო
რედაქტირებამიუხედავად ყველა უარყოფითი გარემოს, ხელისუფლება ცდილობს, რომ შეინარჩუნოს სუფთა, არაკორუმპირებული იმიჯი. სინგაპური უკვე შეაფასებულია, როგორც ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანა აზიაში და მათ შორის შედის პირველ ათეულში მსოფლიოს არაკორუმპირებულ ქვეყნების სიაში საერთაშორისო გამჭვირვალობის მიხედვით.[6][7] მსოფლიო ბანკის მართვის ინდიკატორებმა, სინგაპური ასევე შეაფასეს კანონის უზენაესობის დაცვაში, არაკორუმპირებულობაში და მთავრობის ეფექტურობაში. თუმცა, ეს კვლევა ეხება პოლიტიკური პროცესის ზოგიერთ ასპექტს და სამოქალაქო თავისუფლებებს, მაგრამ არ ეხება პოლიტიკურ და ადამიანის უფლებათა ასპექტებს.[8] დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, სინგაპური 167 ქვეყანას შორის, 74 ადგილს იკავებს („ჰიბრიდული რეჟიმი“),[9] ხოლო პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, სინგაპური გამოცხადებულია, როგორც „რთულ სიტუაციაში მყოფი“.
სინგაპურის კანონმდებლობა ძირითადად შექმნილია დიდი ბრიტანეთის და ბრიტანეთის ინდოეთის კანონების მიხედვით, მათ შორის ბევრი ელემენტები ინგლისური საერთო სამართლის კონონიდან გამომდინარეობს. აღსანიშნავია ისიც, რომ მმართველმა პარტიამ თანმიმდევრულად უარი თქვა ლიბერალურ-დემოკრატიულ ფასეულობებზე, რომელიც მათი მტკიცებით დასავლეთის ჭირია, ასევე არ უნდა იყოს „ერთ ჩარჩოში ყველა კანონი“, როგორც გამოსავალი დემოკრატიისა. კანონი, რომელიც ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას, გამართლებულია იმით, რომ ეს არ აძლევს საშუალებას გამოიწვიოს დისჰარმონია სინგაპურის მულტიკულტურულ და მრავალრელიგიურ საზოგადოებაში. მაგალითად, 2005 წლის სექტემბერში, სამი ბლოგერი იყო ნასამართლევი იმის გამო, რომ ისინი თავიანთ ბლოგებში განათავსეს მოწოდება რასისტული შენიშვნებით, რომელიც გათვლილი იყო უმცირესობებისთვის.[10] ზოგიერთი დანაშაული შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჯარიმა, აგრეთვე არსებობს კანონი, რომელიც საშუალებას იძლევა სიკვდილით დასჯისთვის სინგაპურში პირველი ხარისხის მკვლელობის და ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობის შემთხვევაში. Amnesty International-მა გააკრიტიკა სინგაპური, რომელიც გამოირჩევა „სასჯელის უმაღლესი შესრულების მაჩვენებელით მსოფლიოში“ ერთ სულ მოსახლეზე.[11] თავის მხრივ, სინგაპურის მთავრობამ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას ჰქონდა უფლება, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, დააწესოს სიკვდილით დასჯა სერიოზული დანაშაულებისთვის.[12]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-20. ციტირების თარიღი: 2016-10-03.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-08. ციტირების თარიღი: 2016-10-03.
- ↑ Worthington, Ross (2002). Governance in Singapore. Routledge/Curzon. ISBN 0-7007-1474-X.
- ↑ Worldwide Press Freedom Index. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-12-25. ციტირების თარიღი: 2016-10-03.
- ↑ „Resolution: Singapore Case N SIN/01 - Joshua Jeyaretnam“. Inter-Parliamentary Union. 23 March 2002.
- ↑ Transparency International — Corruption Perceptions Index 2005. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-06-19. ციტირების თარიღი: 2006-04-13.
- ↑ Corruption Surveys and Indices. Transparency International website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 დეკემბერი 2005. ციტირების თარიღი: 22 April 2006.
- ↑ Governance Indicators: 1996-2004. World Bank website. ციტირების თარიღი: 22 April 2006.
- ↑ Democracy Index 2015
- ↑ „Third racist blogger sentenced to 24 months supervised probation“. Channel NewsAsia. 23 November 2005.
- ↑ Amnesty International. The death penalty: A hidden toll of executions. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 იანვარი 2004. ციტირების თარიღი: 7 June 2005.
- ↑ The Singapore Government's Response To Amnesty International's Report "Singapore — The Death Penalty: A Hidden Toll Of Executions". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-02-10. ციტირების თარიღი: 2006-04-13.