ფრენკ სინატრა

(გადამისამართდა გვერდიდან სინატრა, ფრენკ)

ფრენკ სინატრა (ფრენსის ალბერტ სინატრა, დ. 12 დეკემბერი, 1915, ჰობოკენი, ნიუ-ჯერსი — გ. 14 მაისი, 1998, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია) — ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და შოუმენი. თავისი დამახასიათებელი ხმის წყალობით, მას The Voice (მისი უდიდებულესობა ხმა) შეარქვეს. ფრენკ სინატრა XX საუკუნის პოპ მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლება.

ფრენკ სინატრა
მშობლიური სახელი Frank Sinatra
დაბადების სახელი ფრენსის ალბერტ სინატრა
დაბადების თარიღი 12 დეკემბერი, 1915
ჰობოკენი, ნიუ-ჯერსი, აშშ [1]
გარდაცვალების თარიღი 14 მაისი, 1998 (82 წლის)
აშშ-ის დროშა ჰობოკენი, ნიუ-ჯერსი, აშშ
გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა
დაკრძალულია დეზერტ მემორიალ პარკი, კალიფორნია, აშშ
საქმიანობა
აქტიური 1935–1995[2]
პარტია დემოკრატიული (1944–1970-იანები)
რესპუბლიკური (1970s–1998)
მეუღლე(ები) ნენსი ბარბატო(1939-1951)
ავა გარდნერი (1951-1957)
მია ფეროუ (1966-1968)
ბარბარა მარქსი (1976-ფრენკის გარდაცვალებამდე)
შვილ(ებ)ი ნენსი სინატრა
ფრენკ სინატრა უმცროსი
ტინა სინატრა
მშობლები მამა: ენტონი მარტინ სინატრა
დედა: ნატალინა გარავენტა
ჯილდოები სია
საიტი sinatra.com

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

1915 წლის 12 დეკემბერს ქალაქ ჰობოკენში, ნიუ-ჯერსის შტატში დაბადებული სინატრა, იყო ერთადერთი შვილი იტალიელი ემიგრანტ ნატალი დელა (გარავენტა) და ანტონიო მარტინო სენატრასი, რომელიც აღზრდილი იქნა რომაული კათოლიკური წესებით. მან სკოლა დამთავრების გარეშე მიატოვა. დაესწრო მხოლოდ 47 დღეს, სანამ გარიცხავდნენ მისი ჯიუტი და ხმაურიანი ქცევების გამო. სინატრას მამა ხშირად იღებდა შენიშვნებს მისი ქცევების გამო, რომელიც ჰობოკენის სახანძრო დეპარტამენტის კაპიტანი იყო. ფრენკის დედა, ცნობილი როგორც დოლი, იყო ადგილობრივი დემოკრატიული პარტიის წრეში, რომელიც ასევე არარეგალურ აბორტებს აკეთებდა მის სახლში. იგი იყო დაკავებული რამდენიმეჯერ ამის გამო. დეპრესიების მიუხედავად, დოლი მაინც ახერხებდა ვაჟისთვის ფულის შეგროვებას, რომ მეგობრებთან ერთად გასულიყო და ასევე არც ძვირად ღირებულ ტანსაცმელს აკლებდა. ფრენკი დაკავებული იქნა 1938 წელს დაქორწინებულ ქალთან არშიყის გამო, რაც იმ დროისთვის დანაშაულად ითვლებოდა. მისი ცხოვრების მანძილზე, ის მუშაობდა ადგილზე მიტანის სერვისში, გაზეთ - Jersey Observer-ში. თუმცა სინატრას მთავარი ინტერესი რა თქმა უნდა მუსიკის სფერო იყო, რის გამოც დიდი ინტერესით და ყურადღებით დიდი ჯაზ ბენდების სიმღერებს უსმენდა. მან დაიწყო სიმღერა 8 წლის ასაკში ადგილობრიც ღამის კლუბში, რის გამო წვრილ ფულს აძლევდნენ. სინატრამ პროფესიონალური მომღერლის კარიერა როგორც თინეიჯერმა 1930 წლებში დაიწყო. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ის სწავლობდა მუსიკას ყურის სმენით, თუ როგორ ეკითხა მუსიკა.

სამსახიობო კარიერა

რედაქტირება

სინატრა ნამდვილად სიამოვნებით ჩაერთო სამსახიობო კარიერაში. ყველაზე მნიშვნელოვანი სურათებია „მანჯურიის კანდიდატი“ ანჯელა ლენსბერისთან ერთად, „ამიერიდან და უკუნითი უკუნისამდე“ ბერტ ლანკასტერთან ერთად, The Man With the Golden Arm არნოლდ სტენგთან ერთად, „მეფეები წინ“ ნატალი ვუდთან ერთად, Guys and Dolls მარლონ ბრანდოსთან ერთად, High Society ბინგ კროსბისთან, Pal Joey რიტა ჰეივორთთან, „ზოგიერთი დარბის“ დინ მარტინთან, Never So Few სტივ მაქქუინთან, A Hole in the Head ედვარდ რობინსონთან, Meet Danny Wilson, On the Town with Gene Kelly, „რობინი და 7 ჰუდი“ ბინგ კროსბისთან, ოუშენის თერთმეტი მეგობარი და Sergeants 3 პეტ რაკთან (დინ მარტინი, სემი დეივისი, პიტერ ლოუფორდი და ჯოი ბიშოფი) ერთად.

პოლიტიკური შეხედულებები

რედაქტირება

სინატრას ჰქონდა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები მისი ცხოვრების მანძილზე.

სინატრას ოჯახის იმიგრაცია აშშ-ში 1895-1897 წლებში მოხდა. მისი დედა, დოლი სინატრა (1896-1977) იყო დემოკრატიული პარტიის პალატის ლიდერი.

 
ელეანორ რუზველტი და სინატრა 1947 წელს
 
სინატრა ელეანორ რუზველტის გვერდით, როდესაც მხარს უჭერდა 1960 წელს დემოკრატიულ პარტიას.

სინატრა იყო დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერი 1970 წლებში მანამ, სანამ არ გადავიდა რესპუბლიკური პარტიის ერთგულებაში.

პოლიტიკური აქტივობა: 1944–1968

რედაქტირება

1944 წელს, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა ფრანკლინ რუველტმა გაუგზანა მოწვევა სინატრას თეთრ სახლში, სინატრამ მიაღწია შეთანხმებას დემოკრატიული პარტიის ნაწილი.

მან გადარიცხა 5 000 აშშ დოლარი დემოკრატების 1944 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და საბოლოოდ, კამპანია მართავდა 2-3 ღონისძიებას ყოველდღე.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სინატრას პოლიტიკური შეხედულებები მალევე გაიზარდა, რის გამოც მისი პუბლიკური გამოსვლები გაიზარდა. მან დაიწყო ლიბერალური ლიტერატურის კითხვა და მხარდაჭერა ბევრი ორგანიზაციის.

სინატრა სიტყვით გამოვიდა 1945 წელს ნიუ-ჯერსის სკოლებში. ამავე წლის მოგვიანებით, სინატრა გამოვიდა The House I Live In, რომელიც მოკლემეტრაჟიანი ფილმი იყო რასიზმის წინააღმდეგ. ფილმი შექმნილი იქნა ალბერტ მალტზის მიერ.

1948 წელს, სინატრამ აქტიურობა დაიწყო პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის კამპანიისთვის. 1952 და 1956 წლებში, ასევე იღებდა ადლაი სტივენსონის კამპანიაში მონაწილეობას. 1956 და 1960 წლებში, სინატრამ შეასრულა აშშ-ის სახელმწიფო ჰიმნი დემოკრატიული პარტიის ნაციონალურ ყრილობაზე.

ყველა აშშ პრეზიდენტებს შორის, მას ყველაზე ახლო ურთიერთობა ჯონ კენედისთან ჰქონდა. 1960 წელს, სინატრა თავის მეგობრებთან ერთად პიტერ ლოუფორდი, დინ მარტინი და სემი დეივისთან ერთად აქტიურად კამპანია ჩაატარეს კენედის აშშ პრეზიდენტობის დროს. კამპანიის დროს, სინატრას ხმა ხშირად გაისმოდა ხოლმე. კამპანიის თემის სიმღერა, ძალიან ხშირად იქნა შესრულებული, რომელიც ახალი ვერსიით ჩაიწერა მოგვიანებით „დიდი იმედები“, რომელიც სპეციალურად სინატრას მიერ იქნა ჩაწერილი, სადაც ჯფკ (ჯონ ფიცჯერალდ კენედის) ხშირად იქნა გასმული.

1961 წელს, სინატრამ და პიტერ ლოუფორდმა ორგანიზება გაუწიეს ინაუგურაციის გალას ვაშინგტონში სანამ კენედი ოფისს ჩაიბარებდა. საღამოში ბევრმა ვარსკვლავმა მიიღო მონაწილეობა, რაც წარმატების დიდი ნიშანი იყო, ასევე დიდი ფულადი შემოსავალი ნახა დემოკრატიული პარტიამ. სინატრამ ასევე გალაში მონაწილეობა მიიღო 1962 წლის დემოკრატიული პარტიის კალიფორნიის გუბერნატორ - პეტ ბრაუნს.

კენედიმ სპრინგში უმასპინძლა 1962 წელს სინატრას, სადაც გეგმაში ჰქონდა კიდეც მის სახლში სააღდგომო არდადეგების უიქენდის გატარება, თუმცა გადაწყვიტა თავი შეეკავებინა, რადგან სინატრა არაერთხელ იყო შემჩნეული ორგანიზებულ დანაშაულში. კენედიმ საბოლოოდ გადაწყვიტა ასევე რესპუბლიკური პარტიის წევრ და სინატრას მეტოქე მომღერალ - ბინგ კროსბისთან დარჩენა. სინატრამ დიდი ფულადი ინვესტიცია განახორციელა მისი სახლის მოწესრიგებაში, რადგან იცოდა მას პრეზიდენტი უნდა წვეოდა. ამავე დროს, პრეზიდენტ კენედის ძმა, რობერტ კენედი აწარმოებდა გამოძიებაც ორგანიზებულ დანაშაულზე, სადაც ჩიკაგოს მაფიის ბოს სემ ჯიანკენა ფიგურირებდა, რომელიც რამდენიმე დღით ადრე ზუსტადაც რომ სინატრას სახლში დარჩა.

მიუხედავად ურთიერთობის გაფუჭებისა, სინატრა აქტუალურად ჩაერთო კენედის მკვლელობის გამოძიებაში. მისი ქალიშვილ - ნენსის განცხადებით, მან ბევრი რაღაც შეისწავლა კენედის მკვლელობისას, როდესაც ფილმის სცენა იდგმებოდა რობინ და სტივენ ჰუდსის ბურბენკში. მას შემდეგ რაც მან შეისწავლა მკვლელობა, სინატრამ მალევე დაამთავრა ფილმის სცენა, დაბრუნდა პალმ სპრინგში, სადაც მისი სახლი იყო, და 3 დღის განმავლობაში ტირილის ხმა გამოდიოდა სააბაზანოდან, სადაც იგი მის მეგობარ - კენედის სიკვდილს განიცდიდა.

1968 წლების არჩევნებზე, იგი კვლავ იღებდა მონაწილეობას ვიცე პრეზიდენტ - ჰაბერტ ჰამპრისის კამპანიაში. შემოდგომის არჩევნებზე, სინატრამ ჰამპრის და პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონის ტეხასში გამართულ სატელევიზიო კომერციულ კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.

დისკოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. „Frank Sinatra obituary“. BBC News. May 16, 1998. ციტირების თარიღი: 2008-05-15.
  2. Granata, Charles L. (2003). Sessions with Sinatra: Frank Sinatra and the Art of Recording, Ramone, Phil; Sinatra, Nancy, Chicago Review Press, გვ. 2. ISBN 9781613742815.