ანჯელა ბრიჯიდ ლენსბერი (ინგლ. Angela Lansbury, დ. 16 ოქტომბერი, 1925 — გ. 11 ოქტომბერი, 2022[1][2]) — ინგლისელ-ამერიკელი მსახიობი. ამერიკის კინოაკადემიის ოსკარის სამგზის ნომინანტი, ემის თვრამეტგზის ნომინანტი, ოქროს გლობუსის ექვსგზის ლაურეატი და ამერიკის უმაღლესი თეატრალური პრემიის, ტონის რეკორდული, ხუთგზის ლაურეატი.

ანჯელა ლენსბერი
დაბადების სახელი ანჯელა ბრიჯიდ ლენსბერი
დაბადების თარიღი 16 ოქტომბერი, 1925
ლონდონი, ინგლისი
გარდაცვალების თარიღი 11 ოქტომბერი, 2022 (96 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
საქმიანობა
  • მსახიობი
  • მომღერალი
აქტიური 1942–2022
მეუღლე(ები)
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში
1945 — დორიან გრეის პორტრეტი

1962 — მანჯურიის კანდიდატი

ცნობილია ჯესიკა ფლეტჩერის როლით სერიალში „მან დაწერა მკვლელობა“, კინოფილმებიდან „დორიან გრეის პორტრეტი“ (1945) და „მანჯურიის კანდიდატი“ (1962) და მიუზიკლიდან „სუინი ტოდი: დემონი-დალაქი ფლიტ-სტრიტიდან“ (1979). გახმოვანებული ჰყავს მისის პოტსი სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმში „ურჩხული და მზეთუნახავი“ (1991).

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1944 აირის ნათება Gaslight ნენსი ოლივერი
1945 დორიან გრეის პორტრეტი The Picture of Dorian Gray სიბილ ვეინი
1948 სამი მუშკეტერი The Three Musketeers ანა ავსტრიელი
1949 სამსონი და დალილა Samson and Delilah სემანდარი
1962 მანჯურიის კანდიდატი The Manchurian Candidate მისის აისელინი
1970 რაღაც ყველასთვის Something for Everyone გრაფინია ჰერტე ფონ ორნშტაინი
1971 ბუნიკი და ცოცხი Bedknobs and Broomsticks მისის ეგპლანტინ პრაისი
1979 ლედი ქრება The Lady Vanishes მის ფროი
1991 ანფ ურჩხული და მზეთუნახავი Beauty and the Beast მისის პოტსი
1996 ტფ მისის სანტა კლაუსი Mrs. Santa Claus მისის სანტა კლაუსი
1997 ანასტასია Anastasia მარი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Angela Lansbury, 'Murder, She Wrote' and 'Beauty and the Beast' star, dies at 96. NBC News. ციტირების თარიღი: 11 ოქტომბერი 2022.
  2. Angela Lansbury, Star of Film and Stage and TV's Favorite Sleuth, Dies at 96. The New York Times (11 ოქტომბერი 2022). ციტირების თარიღი: 11 October 2022.