სილეზიური ენა (სილეზ. ślůnsko godka, პოლ. język śląski, გერმ. Schlesische Sprache, ჩეხ. slezština) — ენა, რომელზეც ჩეხეთთან და გერმანიასთან ერთად, პოლონეთის ზემო სილეზიის რეგიონის მცხოვრებნი საუბრობენ. 2011 წელს დაახლოებით 509 000[1] ადამიანმა სილეზიური თავის მშობლიურ ენად გამოაცხადა, თუმცა ამ ენაზე მოსაუბრეთა რაოდენობა 1 250 000 ადამიანს ითვლის.

სილეზიური ენა
ślůnsko godka
გავრცელებულია პოლონეთი, ჩეხეთი, გერმანია და აშშ
მოლაპარაკეთა რაოდენობა 1 250 000
ოფიციალური სტატუსი არ გააჩნია
ლინგვისტური კლასიფიკაცია ინდოევროპული ენები:
სლავური
დასავლეთსლავური
სილეზიური
დამწერლობის სისტემა ლათინური
ენის კოდები ISO 639-1: —
ISO 639-2: —
ISO 639-3: szl

სილეზიური ენა მჭიდროდაა დაკავშირებული პოლონურ ენასთან, სწორედ ამიტომ ზოგიერთი ლინგვისტი მას პოლონური ენის დიალექტად მიიჩნევს.

სილეზიური ანბანი რამდენიმეა. წარსულში სილეზიურ ენაზე მოსაუბრეები პოლონური ანბანს იყენებდნენ, თუმცა 2006 წელს შემოღებულ იქნცა სილეზიური ანბანი, რომელიც სილეზიური დამწერლობების ათივე სახეობას ეფუძნებოდა. მას ფართოდ გამოიყენებენ ინტერნეტში, ისევე როგორც სილეზიურ ვიკიპედიაში.

ამჟამინდელი სილეზიური ანბანი შედგება შემდეგი ასო-ნიშნებისგან:

Aa, Bb, Cc, Ćć, Čč, Dd, Ee, Ff, Gg, Hh, Ii, Jj, Kk, Ll, Mm, Nn, Ńń, Oo, Pp, Rr, Řř, Ss, Śś, Šš, Tt, Uu, Ůů, Ww, Yy, Zz, Źź, Žž;

და რამდენიმე დიგრაფისგან: Ch, Dz, , .

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება