სილეზიის მაღლობი
სილეზიის მაღლობი (პოლ. Wyżyna Śląska) — მაღლობი სამხრეთ პოლონეთში. ადმინისტრაციულად ვრცელდება ოპოლეს, სილეზიისა და მალოპოლსკის სავოევოდოების ტერიტორიაზე. წარმოადგენს სილეზია-კრაკოვის მაღლობის სამხრეთ ნაწილს. ჩრდილოეთით ესაზღვრება ოპოლსკის დაბლობი და ვოზნიკ-ვიელუნის მაღლობი, აღმოსავლეთით კრაკოვ-ჩენსტოხოვის მაღლობი, სამხრეთით ოსვენციმის ქვაბული და ოსტრავის ქვაბული, დასავლეთით რაციბორსკის ქვაბული და ვროცლავის პრადოლინა. ფართობი 3929 კმ².[1] გაბატონებულია მდინარეთა ხეობებით დანაწევრებული 200–300 მ სიმაღლის პლატო. უმაღლესი წერტილის სიმაღლეა 408 მ (მთა სვენტეი-ანი).[2] დამახასიათებელია მოგლუვებული მორენული რელიეფი. მაღლობის ფუნდამენტს ქმნის მძლავრი ქვანახშირის დანალექების წყება. მდინარე ბიალა-ფჟემშის ორივე მხარეზე ვრცელდება ბლედოუს ქვიშიანი უდაბნო. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა წელიწადში 700–800 მმ.[3] ანთროპოგენული ფაქტორებით შეცვლილია ადგილობრივი კლიმატი. სილეზიის მაღლობის ისტორიული დასავლეთი ნაწილი მიეკუთვნება ზემო სილეზიას, ხოლო აღმოსავლეთი — მცირე პოლონეთს. მთავარი მდინარეებია: ვისლა, ოდრა, ფჟემშა და ბრინიცა. ტერიტორიის დიდ ნაწილს წყლით უზრუნველყოფს გოჩალკოვიცეს წყალსაცავი. ურბანიზებული ტერიტორიაა. სილეზიის მაღლობის ფარგლებშია ზემო სილეზიის ქვანახშირის აუზის დიდი ნაწილი.[4]
სილეზიის მაღლობი | |
---|---|
ბლედოუს უდაბნო | |
კოორდინატები: 50°21′ ჩ. გ. 18°59′ ა. გ. / 50.350° ჩ. გ. 18.983° ა. გ. | |
ქვეყანა | პოლონეთი |
ტერიტორიული ერთეული | ოპოლეს სავოევოდო სილეზიის სავოევოდო მალოპოლსკის სავოევოდო |
უმაღლესი წერტილი | სვენტეი-ანი |
სიმაღლე | 408 მ |
ფართობი | 3929 კმ² |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Jerzy Kondracki. Geografia fizyczna Polski, Państ. Wydaw. Naukowe, 1978
- ↑ Niedźwiedzki R., 2008: Klasztor na Górze na krawędzi zagłady. Tygodnik Strzelec Opolski, 23 (3 VI 2008)
- ↑ Stanisław Lencewicz, Jerzy Kondracki. Geografia fizyczna Polski. Państwowe Wydawn. Naukowe, 1959
- ↑ Upper Silesian Coal Basin | Site overview[მკვდარი ბმული]