ბლედოუს უდაბნო — ქვიშიანი უდაბნო პოლონეთში. მდებრარეობს სილეზიის მთიანეთში, სილეზიის სავოევოდოში. მისი ფართობია 32 კმ².

ბლედოუს უდაბნო

უდაბნოში, მთელი ცენტრალური ევროპის მასშტაბით, ზღვის სანაპიროდან მოშორებით მდებარე ქვიშის უდიდესი მარაგია, რომელიც წარმოიქმნა ათასობით წლის წინ, მყინვარების დნობის შედეგად. ქვიშის ფენების სისქე 40-70 მეტრია. ბოლო ხანებში ქვიშამ შემცირება დაიწყო.

მეორე მსოფლიო ომის დროს, ამ ტერიტორიაზე გერმანელები წვრთნიდნენ აფრიკის კორპუსს, ცდიდნენ იარაღს უშუალოდ აფრიკაში გამოყენებამდე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება