სიკომორო
სიკომორო (ლათ. Ficus sycomorus) — ხე ფიკუსის გვარისა. მისი სიმაღლე 40 მ აღწევს.[1] იზრდება აღმოსავლეთ აფრიკასა და წინა აზიაში. მაგარი მერქანი აქვს. ისხამს ლეღვის მსგავს ნაყოფს. ნაყოფი იჭმება. ფართოდაა კულტივირებული.
სიკომორო | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Ficus sycomorus | ||||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 146188430 | ||||||||||||||
|
მისი სამშობლოა ეგვიპტე. სიკომორო არაერთხელ არის მოხსენიებული ბიბლიაში. სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით ეწოდება ლეღვსულელი.[2]