სიკიმის სამზარეულო

სიკიმის სამზარეულო - სიკიმის შტატის სამზარეულო, რომელიც მდებარეობს ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ბრინჯი მთავარი საკვებია, ხოლო ფერმენტირებული საკვები ტრადიციულად წარმოადგენს სამზარეულოს მნიშვნელოვან ნაწილს. [1] ნეპალური სამზარეულო აქ პოპულარულია, რადგან სიკიმი ინდოეთის ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც ნეპალელების ეთნიკური უმრავლესობა გვხვდება. ბევრი რესტორნები სიკიმში გვთავაზობს სხვადასხვა სახის ნეპალურ სამზარეულოს ისეთებს, როგორიცაა ნევა და თჰაკალის კერძები. ტიბეტურმა სამზარეულომაც გავლენა მოახდინა სიკიმეს სამზარეულოზე.

გუნდრუკი (ხმელი ფოთლოვანი ბოსტნეული)

სოფლის მეურნეობა რედაქტირება

სიკიმის ფარგლებში საკვების წარმოების გეოგრაფია ასახავს კვების კულტურას ქვეყნის შიგნით. [2] სიკიმის ეკონომიკა ძირითადად აგრარულია. [3] შტატის მთიანი რელიეფის გამო, მიწის დიდი ნაწილი უვარგისია მიწათმოქმედებისათვის, ამიტომ დატერასება, განსაკუთრებით ბრინჯით, ხშირია. ბრინჯის გარდა, სიკიმში გაშენებული ბურღულეულის სხვა კულტურებში შედის ხორბალი, სიმინდი, ქერი და ფეტვი. ასევე გაშენებულია კარტოფილი, ჯანჯაფილი, ფორთოხალი, ჩაი და ილი . [4] [5] სიკიმი აწარმოებს ყველაზე მეტ კარდამონს ინდოეთის ყველა შტატში, ყოველწლიურად დაახლოებით 4200 ტონას. [6] ჩვეულებრივ მოყვანილ ბოსტნეულში შედის პომიდორი, ბროკოლი და ჩაიოტი . [7]

მიუხედავად იმისა, რომ რძის პროდუქტები და ნაკლებად გავრცელებული ხორცის პროდუქტები სიკიმის დიეტის საერთო ელემენტებია, პირუტყვს, პირველ რიგში, დამხმარე როლი აქვს სიკიმის სოფლის მეურნეობის სექტორში. აქ ისეთი მსხვილფეხა საქონელი იზრდება, როგორიცაა: ცხვარი, თხა, ღორი და იაკი. სიკიმის სოფლის მოსახლეობის 11,7% ვეგეტარიანელია. [8]

 
ჩურპი

2016 წელს სიკიმი ინდოეთის პირველი "ორგანული სახელმწიფო" გახდა, მას შემდეგ რაც მისი სასოფლო-სამეურნეო სავარგული მდგრადი მიწათმოქმედების პრაქტიკად გადაკეთდა . [9]

ფერმენტირებული საკვები და სასმელები რედაქტირება

ფერმენტირებული საკვები და სასმელები სიკიმის სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია, რაც შტატში მთლიანი საკვების მოხმარების 12,6% -ს შეადგენს. გამოკითხვების თანახმად, სიკიმის მკვიდრთა 67.7% სახლში ფერმენტირებულ საკვებს ამზადებს და არ ყიდულობს მას. ეს მიანიშნებს, რომ დუღილის უმეტესი ნაწილი ხდება საყოფაცხოვრებო დონეზე, განსაკუთრებული გამონაკლისის გარდა, რომელიც არის ჩურპი და მარჩა (დუღილის საწყისი კულტურა) და ისინი, როგორც წესი შეძენილია ბაზრებზე. [8]

სხვადასხვა ფერმენტირებული ალკოჰოლური სასმელების წარმოება ხდება მარცვლეულის მარცვლის შეყვანით და შემდეგ ჰაერგამძლე ჭურჭელში საქარიფიკაციით და დუღილით. ჩვეულებრივ გამოიყენება ფეტვი, ბრინჯი და სიმინდი. მარცვალი გარეცხილია, მოხარშული, შერწყმულია მარჩაასთან, შემდეგ ინახავენ მიწის ჭურჭელში დაახლოებით 1-2 დღის განმავლობაში, შემდეგ კი დუღდება 2-8 დღის განმავლობაში. [10] მაგალითები ტრადიციული ფერმენტირებული საკვებისა: kinema, gundruk, sinki, maseura და khalpi. ტრადიციულ ფერმენტირებულ სასმელებს მიეკუთვნება ჩიანგი, ტონგბა,რაქსი და კოდო კო ჯანარი.

საუზმე რედაქტირება

დილით, სიკიმის მრავალი მოსახლე სვამს ფინჯან ჩაის და მიირთმევს კარის. [11]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Sikkim Cuisine - Cuisine of Sikkim, Traditional Food of Sikkim, Sikkim Local Food. ციტირების თარიღი: 2020-07-05
  2. „Food culture in the Eastern Himalayas“ (PDF). დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  3. Agriculture. ციტირების თარიღი: 2020-07-05
  4. Crops.
  5. Sikkim Agriculture. ციტირების თარიღი: 2020-07-05
  6. „Sikkim, India's hub of cardamom farming“.
  7. Horticulture Department | State Portal-Sikkim. ციტირების თარიღი: 2020-03-18
  8. 8.0 8.1 „Food Consumption in Sikkim With Special Reference to Traditional Fermented Foods and Beverages: A Micro Level Study“ (PDF). დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  9. Sikkim becomes India's first organic state en (2016-01-16). ციტირების თარიღი: 2020-07-05
  10. Tamang, JP; Thapa, S; Tamang, N; Rai, B. „Indigenous Fermented Food Beverages of Darjeeling Hills and Sikkim: Process and Product Characterization“ (PDF). Journal of Hill Research. Sikkim Science Society.
  11. Tamang, Jyoti Prakash; Thapa, Namrata (2014-12-01). „Some nonfermented ethnic foods of Sikkim in India“. Journal of Ethnic Foods (ინგლისური). 1 (1): 29–33. doi:10.1016/j.jef.2014.11.008. ISSN 2352-6181.