სვანებისწყლის ქედი

ქედი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში

სვანებისწყლის ქედიქედი საქართველოში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს ლეჩხუმის ქედის სამხრეთ განშტოებას, მდინარეების რიცეულისა და ჟრინევის (რიონის აუზი) წყალგამყოფს. მიემართება სამხრეთით და თავდება აღნიშნული მდინარეების შეერთების ადგილზე. ამავე მიმართულებით დაბლდება 3000 მ-დან 1200 მ-მდე. აგებულია ზედალიასური ქვიშაქვებითა და თიხაფიქლებით.

სვანებისწყლის ქედი
კოორდინატები: 42°39′20″ ჩ. გ. 43°07′17″ ა. გ. / 42.655667° ჩ. გ. 43.121500° ა. გ. / 42.655667; 43.121500
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ამგებელი ქანები ქვიშაქვა და თიხაფიქალი
სვანებისწყლის ქედი — საქართველო
სვანებისწყლის ქედი
სვანებისწყლის ქედი — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
სვანებისწყლის ქედი

თხემი მობრტყელებულია. სამხრეთ ნახევარი ტყეებით (წიფელი, ნაძვი) არის შემოსილი, 2000 მ-ის ზევით სუბალპური და ალპური მდელოებია.

ლიტერატურა რედაქტირება