სერგო ქიტიაშვილი (დ. 28 სექტემბერი, 1975, ხაშური) — ქართველი ექიმი, პოლიტიკოსი.

სერგო ქიტიაშვილი
საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 ივნისი, 2008 – 21 ოქტომბერი, 2012
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
წინამორბედივალერი გელაშვილი
მემკვიდრევალერი გელაშვილი

დაბადებული28 სექტემბერი, 1975 (1975-09-28) (49 წლის)
ხაშური, ხაშურის რაიონი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საარჩევნი ოლქიხაშურის 35-ე საარჩევნო ოლქი
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაერთიანი ნაციონალური მოძრაობა
განათლებათბილისის სამედიცინო ინსტიტუტი „საქართველო“
საქმიანობახაშურის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი „საქართველო“. 1997-1999 წლებში იყო საქართველოს სტუდენტ მედიკოსთა ასოციაციის (IFMSA- Georgia) სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების დირექტორი, ხოლო 1999-2000 წლებში - ამავე ასოციაციის პრეზიდენტი. 2000-2001 წლებში — ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე. 2001-2003 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა მედიკოსთა კავშირის პრეზიდენტი. 2003-2006 წლებში — საქართველოს სოციალური სამართლიანობის ინსტიტუტის დირექტორი. 2006-2008 წლებში იყო შ. პ. ს. BI&BI დირექტორი (ვილნიუსი, ლიეტუვა). 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (ხაშურის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება