ვალერი გელაშვილი
ვალერი გელაშვილი (დ. 18 იანვარი, 1960, ხაშური) — ქართველი ბიზნესმენი, პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის ოთხგზის 1999, 2003, 2012, 2016 წევრი. გელაშვილს ეკუთვნოდა სამშენებლო კომპანია „ევრა“,რომელიც 2005 წელს აშენებდა ავლაბრის რეზიდენციას, თუმცა კომპანიასა და სახელმწიფოს შორის დავა წარმოიშვა და მშენებლობა სხვა კომპანიას გადაეცა.
ვალერი გელაშვილი | |
საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2020 – 2021 | |
პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი |
წინამორბედი | კარლო კოპალიანი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2008 – 2012 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი |
წინამორბედი | სერგო ქიტიაშვილი |
მემკვიდრე | სიმონ ნოზაძე |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
22 აპრილი, 2004 – 31 მარტი, 2006 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
წინამორბედი | ვალერი გელაშვილი |
მემკვიდრე | სერგო ქიტიაშვილი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 ნოემბერი, 1999 – 22 აპრილი, 2004 | |
პრეზიდენტი | ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი |
წინამორბედი | მიხეილ ოსაძე |
მემკვიდრე | ვალერი გელაშვილი |
დაბადებული | 18 იანვარი, 1960 ქ. ხაშური, ხაშურის რაიონი |
საარჩევნი ოლქი | ხაშურის 35-ე საარჩევნო ოლქი |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
განათლება | საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი |
საქმიანობა | ბიზნესმენი, პოლიტიკოსი |
ბიოგრაფია
რედაქტირებავალერი გელაშვილი დაიბადა 1960 წლის 18 იანვარს, ხაშურში. 1976 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის რკინიგზის ხაშურის №3 საშუალო სკოლა; 1977-1981 წლებში სწავლობდა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში, მასწავლებლის სპეციალობაზე. 1981-1991 წლებში მუშაობდა ფიზიკური კულტურის მასწავლებლად; 1991-1999 წლებში იყო დახურული სააქციო საზოგადოება V&G-ს გენერალური დირექტორი. 2006-2012 წლებში მეორედ გახდა დსს V&G-ს გენერალური დირექტორი. 2011-2012 წლებში კი იყო შპს „ევრას“ დირექტორი.
პოლიტიკური საქმიანობა
რედაქტირებავალერი გელაშვილი 1999-2004 წლებში იყო ხაშურის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტში. 2004-2006 წლებში კვლავ გახდა საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი. 2005 წლის 14 ივლისს მას თავს დაესხნენ. 2006 წელს პარლამენტმა მას უფლებამოსილება შეუწყვიტა.[1][2] 2012 წლიდან არის „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ წევრი;[3] 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ხაშურის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. [4] 2020 წლის 18 თებერვლიდან 11 დეკემბრამდე იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვალერი გელაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ვალერი გელაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ვალერი გელაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 2006-04-01.
- ↑ ვალერი გელაშვილი პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. სივილ ჯორჯია. ციტირების თარიღი: 2006-04-13.
- ↑ მაჟორიტარები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-07. ციტირების თარიღი: 2016-10-31.
- ↑ არჩევნები 2016 II ტური