მიხეილ ოსაძე
მიხეილ ოსაძე (დ. 23 მარტი, 1943, სოფელი სატივე, ხაშურის რაიონი) — ქართველი პოლიტიკოსი, თანამდებობის პირი, ინჟინერი, საქართველოს პარლამენტის ორგზის (1995, 1999) წევრი.
მიხეილ ოსაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 22 მარტი, 1943 |
დაბადების ადგილი | სატივე, ხაშურის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
განათლება | საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამიხეილ ოსაძე დაიბადა 1943 წლის 23 მარტს ხაშურის რაიონის სოფელ სატივეში. 1967 წელს დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის სპეციალობით.
1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (ხაშურის მაჟორიტარი).[1] პარლამენტში იგი იყო საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის წევრი, საქართველოს პარლამენტის სამართალდამცავი ორგანოების ზოგიერთი თანამდებობის პირის ანტიკონსტიტუციურ ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, კორუფციასთან ბრძოლის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, თბ., 1998-1999, გვ. 266
- საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015, თბ., 2015, გვ. 283
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მიხეილ ოსაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- მიხეილ ოსაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2019-04-10 საიტზე Wayback Machine.
- მიხეილ ოსაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)