სერგო სურგულაძე
სერგო სურგულაძე (დ. 7 მარტი, 1879, ასკანა, ოზურგეთის მაზრა — გ. 10 ივლისი, 1923, თიანეთი) — ქართველი რევოლუციონერი.
ბიოგრაფია
რედაქტირებააქტიურად მონაწილეობდა გურიის გლეხთა გამოსვლებში 1905 წელს. 1906 წლიდან იყო რსდმპ-ის წევრი. შემდეგ მუშაობდა სამტრედიის ბოლშევიკურ ორგანიზაციაში. იყო არაერთხელ დაპატიმრებული. რუსეთის სამოქალაქო ომის დროს ციმბირში იყო პარტიზანული რაზმების ერთ-ერთი მეთაური. 1919 წლის მარტში არმიის ყრილობაზე აირჩიეს არმიის საბჭოს თავმჯდომარედ. იყო ასევე სამხედრო სასამართლოს თავმჯდომარე. მონაწილეობდა ციმბირში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებაში. 1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. მუშაობდა თიანეთის მაზრაში, სადაც დაიღუპა ბრძოლის დროს.
ლიტერატურა
რედაქტირება- კვაჭაძე ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 611.