სერგი ქობულაშვილი
სერგი (ევგენი) დავითის ძე ქობულაშვილი (დ. 1773 — გ. 27 იანვარი, 1842) — თავადი, ქართველი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე.
დაიბადა ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ის მდივან დავით ქობულაშვილის ოჯახში. რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის ანექსიის (1801) შემდეგ დაინიშნა ფშავ-ხევსურეთის ბოქაულად. მონაწილეობდა კახეთის 1812 წლის აჯანყების ჩახშობაში, მისი ძმა ოთარი კი ამ აჯანყების ერთ-ერთი სამხედრო ხელმძღვანელი იყო. ერთგულებისთვის რუსეთის მთავრობამ მაიორის წოდება უბოძა. მომდენო წლებში მონაწილეობდა კავკასიელი მთიელების წინააღმდეგ ბრძოლებში, ერთხანს იყო თელავის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი. ჰყავდა მეუღლე — სიდონია და 8 ქალ-ვაჟი, მ. შ., დავით ქობულაშვილი (გენერალ-მაიორი). მისი და ქეთევანი იყო მეუღლე გენერალ თამაზ ორბელიანისა.
ლიტერატურა
რედაქტირება- მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის / მ. ბერძნიშვილი ; რედ.: მამისა ბერძნიშვილი ; საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი. ნაწ. II : მასალები ბიოგრაფიული ლექსიკონისათვის (ა-ე). თბილისი : მეცნიერება , 1980 – გვ. 204-205.