თავად-აზნაურთა წინამძღოლი (მარშალი)
თავად-აზნაურთა წინამძღოლი (მარშალი) — რუსეთის იმპერიაში, გუბერნიებისა და ცალკეული მაზრების წოდებრივი ორგანიზაციის არჩევითი თანამდებობა. არსებობდა ქართველ თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს დაარსების დროიდან, 1803 წლიდან 1917 წლამდე. თავად-აზნაურთა წინამძღოლს ირჩევდნენ 3 წლით თავად-აზნაურთა ყრილობაზე. ანალოგიური თანამდებობა არსებობდა რუსეთის იმპერიის სხვა გუბერნიებშიც.
ლიტერატურა
რედაქტირება- გოგოლაძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 559.