ბოქაული (რუსეთი)
ვიკიპედიის მრავალმნიშვნელობის გვერდი
ბოქაული (თურქ.-მონღ. ბუქავულ — მნე) — ქართული შესატყვისი რუსეთის იმპერიის მოხელისა — პრისტავი (რუს. Пристав).
პოლიციის ბოქაული იყო მცირე ადმინისტრაციული ერთეულის — მაზრისა და ქალაქის უბნის (უბნის პოლიციის ბოქაული), პატარა ქალაქის და დაბის (ქალაქის პოლიციის ბოქაული) — პოლიციის უფროსი. სასამართლოს ბოქაული ასრულებდა სასამართლო აღმასრულებლის ფუნქციებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- სურგულაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 491.