სერგეი ხაჩიროვი
სერგეი ივანეს ძე ხაჩიროვი (ოს. Сергей Иваны фырт Хацырты; დ. 1 მარტი, 1918, ქვემო წუბენი (ახლანდ. ახალგორის მუნიციპალიტეტი) — გ. 15 ოქტომბერი, 2007, ვლადიკავკაზი) — ოსი პოეტი, პროზაიკოსი და დრამატურგი.
სერგეი ხაჩიროვი | |
---|---|
სრული სახელი | სერგეი ივანეს ძე ხაჩიროვი |
დაბადების თარიღი | 1 მარტი, 1918 |
დაბადების ადგილი | ქვემო წუბენი, ახალგორის რაიონი, გორის მაზრა, თბილისის გუბერნია, ამიერკავკასიის კომისარიატი |
გარდაცვალების თარიღი | 15 ოქტომბერი, 2007 (89 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ვლადიკავკაზი, ჩრდილოეთი ოსეთი, რუსეთი |
საქმიანობა | პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი |
ენა | ოსური |
ეროვნება | ოსი |
მოქალაქეობა |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა → სსრკ → სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა |
ალმა-მატერი | ჩრდილოეთ ოსეთის პედაგოგიური ინსტიტუტი |
დაიბადა ახალგორის რაიონის სოფელ ქვემო წუბენში. ადრეულ ბავშვობაში დაობლდა და ბებიამ გაზარდა.[1] საშუალო განათლება ქვემო ზახორის სკოლაში მიიღო. 1933 წელს ჩრდილოეთ ოსეთში გადავიდა და სწავლა ალაგირის შვიდწლედში განაგრძო. 1934 წელს ჩააბარა ჩრდილოეთ ოსეთის პიდაგოგიურ ტექნიკუმში, რომლის დასრულების შემდეგ მუშაობდა გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ კულტურისა და ხელოვნების განყოფილების გამგედ. 1937 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსები. 1942 წელს უმაღლესი განათლება მიიღო ჩრდილოეთ ოსეთის პედაგოგიურ ინსტიტუტში და მუშაობა დაიწყო სოფელ ცრაუს საშუალო სკოლის დირექტორად. 1943–1945 წლებში იყო ქალაქ ორჯონიკიძის გაზეთ „რასთძინადის“ კომკავშირული ცხოვრების განყოფილების გამგე; 1945–1948 წლებში მუშაობდა ჩრდილოეთ ოსეთის გლავლიტში; 1948–1951 წლებში სწავლობდა ჩრდილოეთ ოსეთის პედაგოგიური ინსტიტუტის ასპირანტურაში.
1955 წელს დაბრუნდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, საქართველოში. მუშაობა დაიწყო გამომცემლობა „ირისთონში“, ქალაქ ცხინვალში. მოგვიანებით მუშაობდა სამხრეთ ოსეთის რადიოს ლიტერატურულ-მუსიკალური მაუწყებლობის რედაქტორად, ლიტერატურულ ჟურნალ „ფიდივაგის“ პროზის გამგედ.
ავტორია მრავალი მოთხრობის, ლექსის, პიესის, რომანისა და კრიტიკული სტატიისა. 1988 წელს გამოაქვეყნა ლექსთა კრებული.[1] გარდაიცვალა ვლადიკავკაზში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Бибоева И. Г., Казиты М. Р., Писатели Осетии, библиографический справочник, Владикавказ, Ир, 2015, стр. 260—261, ISBN 978-5-7534-1499-01
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Рада Дзагоева, Сергей Хачиров — подзабытое национальное достояние