სერგეი ვინოგრადსკი
სერგეი ვინოგრადსკი (უკრ. Сергій Миколайович Виноградський; დ. 1 (13) სექტემბერი, 1856, კიევი — გ. 24 თებერვალი, 1953, პარიზი) — უკრაინელი მიკრობიოლოგი, მიკროორგანიზმების ეკოლოგიისა და ნიადაგის მიკრობიოლოგიის ფუძემდებელი. მან აღმოაჩინა ქიმიოსინთეზური მიკროორგანიზმები — "მე-2 ტიპის ავტოტროფიული ცოცხალი სისტემა", რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს დედამიწის ქერქის გეოქიმიურ პროცესებში.
სერგეი ვინოგრადსკი | |
---|---|
მშობლიური სახელი | უკრ. Сергій Миколайович Виноградський |
დაბადების თარიღი |
1(13) სექტემბერი, 1853 კიევი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
24 თებერვალი1856 (96 წლის) პარიზი საფრანგეთი |
ალმა-მატერი | სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტი |
პროფესია | მეცნიერი-მიკრობიოლოგი |
მეუღლე(ები) | ზინაიდა ტიხოცკაია (1862—1939) |
შვილ(ებ)ი | 5 |
ჯილდოები | ლევენჰუკის მედალი (1935) |
ხელმოწერა |
ლონდონის სამეფო საზოგადოების (1919), საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი . 1923 წელს გახდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი. ეს იყო ემიგრანტის არჩევის ერთადერთი შემთხვევა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიაში.[1] [2]
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა კიევში მდიდარი ადვოკატის ოჯახში. 1873 წელს კიევის II გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა კიევის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. თუმცა, ერთი თვის შემდეგ გადავიდა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე. 2 წლის შემდეგ, სწავლით უკმაყოფილომ, დატოვა უნივერსიტეტი და ჩაირიცხა პეტერბურგის კონსერვატორიის საფორტეპიანო კლასში, სადაც მიიღო მუსიკალური განათლება.[3][4]
1877 წლის ნოემბერში ჩაირიცხა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილების მეორე კურსზე. 1881 წელს მისი დასრულების შემდეგ მან თავი მიუძღვნა მიკრობიოლოგიას და 1885 წელს გაემგზავრა შემდგომი სწავლისთვის სტრასბურგში ანტონ დე ბარისთან. 1887-1888 წლებში, ანტონ დე ბარის ლაბორატორიაში მუშაობისას, მან პირველად აჩვენა ენერგიის მიღების შესაძლებლობა წყალბადის სულფიდის დაჟანგვით და მისი გამოყენებით ნახშირორჟანგის შესათვისებლად, რითაც აღმოაჩინა ქიმიოსინთეზი (ორგანიზმებს, რომლებიც ამ პროცესს ახორციელებენ, ანორგოქსიდანტები უწოდა). მანამდე ფოტოსინთეზური მცენარეები ითვლებოდა ერთადერთ ავტოტროფულ ორგანიზმებად, ამიტომ ამ ნამუშევრებმა ვინოგრადსკის მსოფლიო აღიარება მოუტანა.
1888 წელს ანტონ დე ბარის გარდაცვალების შემდეგ ვინოგრადსკიმ განაგრძო მუშაობა ციურიხის უნივერსიტეტის ჰიგიენის ინსტიტუტში. აქ მან დაადასტურა უორინგტონის დაკვირვებები, რომ ნიტრიფიკაციის პროცესი ორ ეტაპად მიმდინარეობს და გამოყო ნიტრიფიკაციის ბაქტერიების კულტურები. ქიმიოსინთეზის იდეების შემუშავებისას დაამტკიცა, რომ უჯრედული ნივთიერების სტრუქტურისთვის ნახშირბადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ნახშირორჟანგის დაფიქსირებით.[5][6]
1894 წელს იგი გახდა პეტერბურგის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.1895 წელს გამოყო პირველი აზოტის დამაფიქსირებელი ბაქტერია Clostridium pasteurianum.
ციურიხში დარჩენის ან პარიზში გადასვლის არაერთი შეთავაზების მიუხედავად, 1899 წელს ვინოგრადსკი დაბრუნდა პეტერბურგში, სადაც მუშაობდა ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტში.
1902 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი და ამ დროიდან 1905 წლამდე ინსტიტუტის დირექტორი გახლდათ. იგი დაკავებული იყო საშიშ ინფექციების, კერძოდ, შავი ჭირის შესწავლით. მისი თანაშემწე იყო დანილ ზაბოლოტნი, რომელიც მოგვიანებით გახდა სამამულო ეპიდემიოლოგიის ფუძემდებელი.
1905 წელს, ჯანმრთელობის მიზეზების გამო, მან დატოვა ინსტიტუტი და ნესტიანი პეტერბურგიდან გადავიდა გოროდოკში, კამენეც-პოდოლსკის პროვინციაში, სადაც დაკავდა სოფლის მეურნეობისა და ნიადაგის მეცნიერების პრობლემებით.
1917 წლის რევოლუციის შემდეგ ის ჯერ შვეიცარიაში გაემგზავრა, შემდეგ კი ბელგრადში, სადაც დაწერა წიგნი „რკინაბაქტერიები, როგორც ანტიოქსიდანტები“. 1922 წელს, პასტერის ინსტიტუტის დირექტორის, ემილ რუს წინადადებით ინსტიტუტში დააარსა სასოფლო-სამეურნეო ბიოლოგიის განყოფილება (სხვა თარგმანის მიხედვით: აგრობაქტერიოლოგია) პარიზის მახლობლად, ბრი-კომტ-რობერტში, რომელსაც ხელმძღვანელობდა გარდაცვალებამდე.
ნიადაგის მიკრობების შესწავლისას, ვინოგრადსკიმ მასში მცხოვრები ყველა მიკროორგანიზმი დაყო ავტოქთონურად (ტიპური, ყოველთვის გვხვდება) და ალოქთონურად (ზიმოგენური) (რომლის განვითარება დაკავშირებულია ორგანული ნივთიერებების კონცენტრაციის მატებასთან). ეს დაყოფა ეკოსისტემების უმეტესობისთვის გამოყენებადი აღმოჩნდა. შეისწავლა ცელულოზის დაშლა და აზოტის ციკლი. 1949 წელს ფრანგულ ენაზე გამოიცა მისი წიგნი „ნიადაგის მიკრობიოლოგია, პრობლემები და მეთოდები“. 1952 წელს სსრკ-ში გამოიცა მისი რუსული თარგმანი.
ვინოგრადსკიმ თავისი ბოლო სამეცნიერო ნაშრომი 1952 წელს მიუძღვნა ბაქტერიების ტაქსონომიას.[7]
ხსოვნა
რედაქტირება2003 წელს მეცნიერის სახელი მიენიჭა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Заварзин Г. А. Три жизни великого микробиолога: Документальная повесть о Сергее Николаевиче Виноградском დაარქივებული 2022-04-09 საიტზე Wayback Machine. . — М., 2009.(რუს.)
- Виноградский С. Н. Летопись нашей жизни. М.: Макс Пресс. 2013. 805 с. ISBN 978-5-317-04500-5 Тираж 500 экз.(რუს.)
- Шлегель Г. Г. История микробиологии. — М: изд-во УРСС, 2002.(რუს.)
- Рассказы о великом бактериологе С. Н. Виноградском / Сост.: Ю. А. Мазинг, Т. В. Андрюшкевич, Ю. П. Голиков; Пер. С. Борисова под ред. Ю. А. Мазинга. — СПб.: Росток, 2002. — 320 с. — (Фундаментальная наука). — 1000 экз. — ISBN 5-94668-008-0. (რუს.)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Winogradsky; Sergius (1856 - 1953)[მკვდარი ბმული]
- ↑ Waksman, Selman Abraham. 1953. Sergei N. Winogradsky: His Life and Work: The Story of a Great Bacteriologist. Rutgers University Press. p. 4
- ↑ Winogradsky S (1887). "Über Schwefelbakterien". Bot. Zeitung (45): 489–610.
- ↑ Sergei, Winogradsky (1890). "Recherches sur les organisms de la nitrification". Ann. Inst. Pasteur. 4: 213–231.(ფრ.)
- ↑ Экология микроорганизмов / А. И. Нетрусов, Е. А. Бонч-Осмоловская, В. М. Горленко и др.; Под. ред. А. И. Нетрусова. — М.: Издательский центр «Академия», 2004.(რუს.)
- ↑ Вернадский В. И. Живое вещество. М.:Наука, 1978. С. 18
- ↑ Виноградский С. Н. Летопись нашей жизни. М.: Макс Пресс. 2013. 805 с. ISBN 978-5-317-04500-5 Тираж 500 экз.