ნიტრიფიკაციის ბაქტერიები
ნიტრიფიკაციის ბაქტერიები — ბაქტერიები, რომლებიც ამონიუმსა და მის მარილებს ნიტრატებად გარდაქმნიან. გვხვდებიან აერობული, გრამ-უარყოფითი მოძრავი ბაქტერიების სახით; ბინადრობენ ნიადაგსა და წყალსატევებში; ნიტრიფიკაციის ბაქტერიები გამოყო და აღწერა სერგეი ვინოგრადსკიმ 1890 წელ. ნიტრიფიკაცია ორ სტადიად მიმდინარეობს: პირველი — -ის დაჟანგვა ნიტრიტად ე. წ. ნიტრიტული ბაქტერიების (ლათ. Nitrosomonas) მოქმედების შედეგია, ხოლო მეორე — ნიტრიტის შემდგომი გარდაქნმა ნიტრატად — ნიტრატული ბაქტერიებისა (ლათ. Nitrobacter). მიკროორგანიზმთა ამ ორ ჯგუფს შორის მეტაბიოზური დამოკიდებულებაა: ერთი აწვდის მეორეს სუბსტრატს. ნიტრიფიკაციის ბაქტერიები დაჟანგვის ენერგიის ხარჯზე ითვისებენ ატმოსფეროს ნახშირორჟანგსა და კარბონატებს და იყენებენ მათ უჯრედში შემავალ ნივთიერებათა სინთეზისათვის.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 445.