ნიტრატები
ლითონების ნიტრატები — აზოტმჟავას მარილები. უფერული კრისტალური ნივთიერებები. ნიტრატები ჩვეულებრივ ტემპერატურაზე მდგრადებია, მაღალ ტემპერატურაზე კი ადვილად იშლებიან და ჟანგბადს გამოყოფენ, რის გამოც ძლიერი მჟანგავები არიან (მაგ., ). ყველა ლითონის ნიტრატი წყალში კარგად იხსნება. ნიტრატებს ღებულობენ ლითონებზე, ოქსიდებსა და მარილებზე -ის მოქმედებით და სხვ. ნიტრატებს იყენებენ აზოტიან სასუქად, ფეთქებად ნივთიერებათა წარმოებაში, ღებვისას და ა. შ.; ამონიუმის, ტუტე და ტუტე მიწათა ლითონების ნიტრატებს უწოდებენ აგრეთვე გვარჯილებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 444.