სერბების აჯანყება 1596–1597 წლებში

სერბების აჯანყება 1596–1597 წლებში
13 წლიანი თურქული ომის ნაწილი
Map of the Serb Uprising of 1596–97
თარიღი გვიანდელი 1596 წ. — 1597 წლის 10 აპრილის შემდეგ
მდებარეობა ჰერცეგოვინას სანჯაკის აღმოსავლეთ მხარე და მენტენეგროს ვილაიეთის ნაწილები
შედეგი ოსმალების გამარჯვება: ოსმალეთის იმპერიამ ჩაახშო ამბოხება
მხარეები
სერბი მეამბოხეები
  • ბჯელოპავლიჩი (ტომი)
  • დრობნჯაცი
  • ნიკშიჩი
  • პივა
ოსმალეთის იმპერია
მეთაურები
გრდანის მიერ ორგანიზებული
ჰერცეგოვინას მიტროპოლიტი ვისარიონი და იოვან კანტული
დერვიშ ბეი

სერბების აჯანყება 1596–1597 წლებში, ასევე ცნობილი, როგორც ჰერცეგოვინას აჯანყება 1596–1597 წლებშისერბი პატრიარქის, იოვან კანტულის მიერ ორგანიზებული ამბოხება, რომელსაც უძღვებოდა ნიკშიჩის ჰერცოგი (vojvoda) გრდანი. ამბოხება, რომელიც 13 წლის განმავლობაში (1593–1606 წწ.) მიმდინარეობდა, ოსმალების წინააღმდეგ ჰერცეგოვინას სანჯაკსა და მონტენეგროს ვილაიეთში იყო მიმართული. 1594 წელს აჯანყება დაიწყო, ერთი მხრივ, ბანატთა აჯანყების ჩაშლის, ხოლო, მეორე მხრივ, 1595 წლის 27 აპრილს წმ. საბას ნეშტის დაწვის შედეგად. ისინი აერთიანებდნენ დრობჯაცის, კერძოდ, ბჯელოპავლიჩის ტომებს, ნიკშიჩს და პივას. 1597 წელს მეამბოხეები დამარცხდნენ გაცკოსთან (გატაჩკო პოლიე) ბრძოლის ველზე და იძულებული გახდნენ საგარეო მხარდაჭერის ნაკლებობის გამო კაპიტულაცია გამოეცხადებინათ.

წინაპირობები რედაქტირება

 
ბანატთა აჯანყების შემდეგ წმინდა სავას ნეშტის დაწვამ ოსმალეთის წინააღმდეგ აჯანყებისკენ სხვა რეგიონების სერბების პროვოცირება გამოიწვია.[1]

1594 წლის დასაწყისში, სერბები აუჯანყდნენ ოსმალებს ბანატში.[2] აჯანყებულებთა მოქმედებები ატარებდა წმინდა ომის ხასიათს და ჰქონდათ საომარი დროშები და წმ. საბას ხატი.[3] საომარი ალმები აკურთხა პატრიარქმა იოვან კანტულიმ,[4], ხოლო აჯანყებას დახმარებას უწევდნენ სერბი მართლმადიდებელი მიტროპოლიტები რუფიმ ნიეგუში ცეტინიედან და ვისარიონ ტრებინიელი (1590–1602 წწ.).[5] ამის საპასუხოდ, ოსმალთა დიდმა ვეზირმა, ქოჯა სინან ფაშამ მოითხოვა, რომ დამასკოდან ჩამოეტანათ მუჰამედის მწვანე დროშა სერბების დროშის წინააღმდეგ. ასევე, ფაშამ გასცა ბრძანება, რომ წმ. საბას რელიქვიების შემცველი სარკოფაგები გაეტანათ მილეშევის მონასტერიდან და სამხედრო კოლონის საშუალებით წაეღოთ ბელგრადში.[3][4] ოსმალთა კოლონის წევრებმა გზაში დახოცეს ყველა ადამიანი და ამით გამაფრთხილებელი შეტყობინება გაუგზავნეს მეამბოხეებს.[3] ოსმალებმა სახალხოდ დაწვეს წმ. საბას რელიქვიები ვრაჩარის პლატოზე 1595 წლის 27 მარტს და დარჩენილი ფერფლი მიმოფანტეს.[3][4]

წმ. საბას რელიქვიების დაწვამ სერბების პროვოცირება გამოიწვია და სერგების განმათავისუფლებელი მოძრაობა გააძლიერა. 1596 წლიდან მოყოლებული, ანტიოსმალური აქტივობის ცენტრი ჰერცეგოვინაში იყო ტრებინიეს ტვრდოშის მონასტერი, სადაც მიტროპოლიტი ვისარიონი მოღვაწეობდა. მრავალმა მართლმადიდებელმა ეპისკოპოსმა მოუწოდა ავსტრიის ერცჰერცოგს იმ მიზნით, რომ გაეთავისუფლებინა მათი მიწები. უსკოკები, რომლებიც იყვნენ არარეგულარული ჯარისკაცები ჰაბსბურგების ხორვატიაში, მხარს უჭერდნენ ავსტრიას და მიმოფანტული იყვნენ სენჯისა და რაგუსას (თანამედროვე დუბროვნიკი) მთელს ტერიტორიაზე. 1596 წლის 8 აპრილს უსკოკებმა გაბედეს რეიდის მოწყობა და კლის ციხე-სიმაგრე დაიპყრეს, თუმცა ვერ შეძლეს მისი შენარჩუნება. ერთი მხრივ, ასტრიელი თანამდებობის პირები გეგმავდნენ სამხედრო მოქმედებების განხორციელებას ბოსნიაში, სადაც დალმაციაში დაბადებული მალტელი რაინდი ფრანიო ბრტუჩევიჩი მათთან მსახურობდა. თუმცა, ავსტიელებს არ გააჩნდათ ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლის ძალა ბოსნიაში. წინა პერიოდებში, ავსტრიულმა ძალებმა დიდი ღონე იხმარეს და ახლაც უჭირდათ ოსმალებისთვის წინააღმდეგობის გაწევა უნგრეთში.[6]

აჯანყება რედაქტირება

 
პატრიარქი იოვან კანტული
 
პაპი კლემენეტ VIII


1596 წელს დაიწყო განმათავისუფლებელი მოძრაობა ოსმალურ მონტენეგროსა და მეზობელ ტომებში ჰერვეგოვინას ტერიტორიაზე, განსაკუთრებით იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ემორჩილებოდნენ მიტროპოლიტ ვისარიონს.[5] პატრიარქი იოვანი ყველაზე მეტად მღვდლებს შორის დამოკიდებული იყო ვისარიონზე და მთავრებს შორის, ძირითადად, გრდანზე, ნიკშიჩის ვოივოდაზე („ჰერცოგი“).[7] 1596 წლის დასაწყისში რაგუზანის დოკუმენტი ამტკიცებდა, რომ მიტროპოლიტები და მთავრები შეიკრიბნენ ტრებინიეს მონასტერში, სადაც პირობა დადეს, რომ „დანებებოდნენ და 20 000 გმირი შეეწირათ [ავსტრიელი] იმპერატორებისთვის“.[8] მეამბოხეები ცდილობდნენ მიეღოთ დახმარება ავსტრიისგან და ოსმალებს აჩვენებდნენ ავსტრიულ დროშას, რათა ხაზი გაესვათ სიმბოლური ავსტრიული მხარდაჭერისთვის.[8] მცირე ხანში, 1596 წლის 8 აპრილს, უსკოკებმა დაიპყრეს კლისის ციხე-სიმაგრე და ქრისტიანებს აღფრთოვანების ტალღამ გადაუარა ლიკადან ჰერცეგოვინამდე.[8] 1596 წლის დასასრულს, ჰიმარას რევოლუციის დაწყების შემდეგ, სერბები აჯანყდნენ ოსმალების წინააღმდეგ.[6] გრდანის მეთაურობით აჯანყება დაიწყო ბჯელოპავლიჩიშში და გავრცელდა დრონბნჯაციში, ნიკშიჩში, პივასა და გაცკოში.[6] მონტენეგროელი ტომები უსაფრთხოდ იყვნენ ბრდანში და მონაწილეობა არ მიუღიათ აჯანყებაში.[8] იმ პერიოდში, დერვიშის ყურე, ანუ მონტენეგროს სანჯაყის ყურე, წარმოადგენდა საფრთხეს მონტენეგროელებისთვის, კოტორის („ზედამხედველის“) გავლით.[8]

პატრიაქრმა იოვან კანტულმა ორი სერბი ბერი (დამჯან ლჯუბიბრატიჩი და პავლე) გააგზავნა პაპ კლემენტ VIII-სთან 1597 წელს.[9] პატრიარქმა იოვანმა პაპი დაარწმუნა მის „ერთგულებასა და მორჩილებაში“ რომის ეკლესიის მიმართ და აღუთქვა დახმარება „ოსმალებისგან სერბი ხალხის გათავისუფლებაში“.[9] ბერებმა ჩაატარეს გამოფენა პაპის კურიაში სერბეთის ისტორიის შესახებ და, სხვა საკითხებთან ერთად, მიმართეს პაპს, რათა გაეგზავნა ჯარი ჰერცეგ-ნოვიში, რომელიც დახმარებას გაუწევდა ვოივოდა გრდანს მიწაზე;[6] ზუპცის, ნიკშიჩის, პივას, ბანჯანის, დრობნჯაცის და გაცკოს ტომები შეიარაღდებოდნენ.[5] იქიდან, ისინი წავიდოდნენ ნიკშიჩიში, სადაც მონტენეგროს ყველა მთავარი, დუკადინი და მახლობელი მიწების მკვიდრნი შეიკრიბებოდნენ.[6] მოქმედების შემთხვევაში, მათ ექნებოდათ 100 000 მებრძოლის იმედი.[6] ნათქვამი იყო, რომ მას შემდეგ, რაც ოსმალებმა წმინდა საბას ნეშტი სერბებისგან წაიღეს „ღმერთი მათ უკვე აღარ ეხმარებათ, ხოლო ქრისტიანები მათ მოკლავენ ყველა მხრიდან“.[6] მოგვიანებით, კურიამ „დაადანაშაულა ბერები ბოროტის მიმართ ლოცვის გამო“.[6] ბერებმა პაპს სთხოვეს, რომ სერბებს სულიერად დახმარებოდა, ხოლო სეკულარულ ლიდერებს, რათა გაეგზავნათ შესაბამისი ქრისტიანი მათზე ზედამხედველობისთვის.[6]

 
გაცკოს მდელო

ოჰრიდის მთავარეპისკოპოსი ათანასე, ალბანეთში მოძრაობის ჩაშლის შემდეგ, ამჟამად, რომში იმყოფებოდა.[4] სერბების აჯანყებას წარმატება არ მოჰყოლია; ჰერცეგოვინულმა ტომებმა, დრობნჯაცმა, ნიკშიცმა და პივავ ბრძოლა დაიწყეს, მაგრამ 1597 წელს გაცკოს ველზე დამარცხდნენ. ვენეციელი ლაზარო სორანზოს (1599 წ.) თანახმად, პიპერი, კუჩი, კლიმენტი, ბჯელოპავიცლი და სხვები შეეცადნენ საკუთარი თავის დახსნას ოსმალთა ტირანიისგან და ცრუ ამბის გაგების შემდეგ, რომ სულთან მეჰმედ III წააგო ბრძოლა და დათმო სიცოცხლე ეგერის ალყის დროს, „ყველანი ვოევოდა გრდანის ბრძანების თანახმად, წინ აღუდგნენ ოსმალებს და მოაწყვეს მათი სასაკლაო. რამდენადაც ვცადე მომეპოვებინა უფრო მეტი ინფორმაცია, საწინააღმდეგო მოვისმინე, რომ მათ უხალისოდ დაიხიეს უკან მთებისკენ;“[10][11] მონტენეგროელი ისტორიკოსი გლიგორ სტანოჯევიჩი ეყრდნობოდა სორანზოს ანგარიშს, რომელიც მას აღწერდა, როგორც: „ყველაზე საინტერესო და ყველაზე სადავო შენიშვნა არის იმდროინდელი ბრდასა და ჰერცეგოვინას ტომების შესახებ მოძრაობა“. ისტორიკოსს სწამდა, რომ ამბოხებას არ ჰქონდა ეროვნული აჯანყების მასშტაბი.[12]

 
„მიმდინარეობდა სპონტანური აჯანყებები ან აჯანყებები, რომლებიც ხშირად იფეთქებდა ხოლმე რაიმე მოვლენის გამო და სწრაფად წყდებოდა. ასეთი არეულობები, ამბოხებები თუ აჯანყებები ადრე თუ გვიან ხდებოდა ბალკანეთის ყველა კუთხეში და ოსმალები მათზე ძალიან სწრაფად და ეფექტურად რეაგირებდნენ. თუკი იმ აჯანყებებს არაფერი არ მოჰყვებოდა, ეს იყო კიდევ ერთი სიძულვილის წვეთი დამპყრობლებსა და ხალხს შორის.


—  გლიგორ სტანოჯევიჩი, Jugoslovenske zemlje u mletačko-turskim ratovima XVI–XVIII vijeka“

როდესაც მეამბოხეებსა და პაპს შორის მოლაპარაკებებმა ვერავითარი წინსვლა ვერ მოიტანა და არავითარი საგარეო დახმარება არ მოვიდა, მეამბოხეები იძულებული გახდნენ ოსმალებისთვის კაპიტულაცია გამოეცხადებინათ.[13] ბოსნიის მმართველმა აჰმედ ფაშა დუგალიჩმა თავისი დანაშაულის გამო გრდანს მოუბოდიშა,[11] და არც კი გააძევა ის ნიკშიჩის მიწებიდან.[14]

 
„აჯანყებულებს მაშინ უპირისპირდებოდნენ, სანამ რაიმე რეალური ქმედება განხორციელდებოდა. ავსტრიამ ვერ შეძლო ბუდასკენ სვლა, რომ აღარაფერი ვთქვათ ბოსნიასა და სერბეთზე; პაპის კურია არ დაეხმარა აჯანყებულებს; ხოლო ესპანეთს ჰქონდა საკუთარი პრობლემები. დიპლომატები - სხვადასხვა ავანტიურისტები, თუმცა კეთილგანწყობილი - მოყვარულები იყვნენ და არასწორად და ფერადად დახატეს სურათი ორივე მხარის შესახებ. ზოგს უფრო მეტს დაჰპირდნენ, ვიდრე შეეძლოთ, ზოგს კი შესაძლებლობას აძლევდნენ თავი წარედგინათ, როგორც უფრო მოწიფულებს, ვიდრე იყვნენ. შეიქმნა მრავალი ცრუ ინფორმაცია. [აჯანყებულები] გულუბრყვილოდ ფიქრობდნენ, რომ მიღებული შეტყობინებები და დაპირებები უფრო დიდ წარმატებას მოუტანდათ, ვიდრე აქამდე ჰქონდათ. ერთადერთი გაკვეთილი, რომელიც ისწავლეს, იყო ის, რომ უფრო ფრთხილად უნდა ყოფილიყვნენ. ოსმალებს, რომლებიც იმყოფებოდნენ უნგრეთში, ხორვატიასა და სანაპიროზე, სურვილი ჰქონდათ რატომღაც დაეტოვებინათ ისინი. ამ დროს, ოსმალური სერბეთის რეგიონებში არც ერთი გამოჩენილი ლიდერი არ დაშავებულა.


— ვლადიმირ ჩოროვიჩი, Preokret u držanju Srba.“

შედეგები და მემკვიდრეობა რედაქტირება

აჯანყების ჩაშლის შემდგომ, მრავალი ჰერცეგოვინელი გადავიდა კოტორის ყურეში და დალმაციაში.[15] სერბების ყველაზე ძველი და მნიშვნელოვანი მიგრაციები განხორციელდა 1597 და 1600 წლებში.[16] გრდანი და პატრიარქი იოვანი გააგრძელებენ რევოლუციის დაგეგმვას ოსმალების წინააღმდეგ მომდევნო წლებში.[5] იოვანმა კიდევ ერთხელ სცადა პაპთან დაკავშირება 1599 წელს, თუმცა წარუმატებლად.[5] სერბი, ბერძენი, ბულგარელი და ალბანელი ბერები ესტუმრნენ სასამართლოებს, რათა დაჟინებით მოეთხოვათ დახმარების მიღება.[17] მე-17 საუკუნის პირველ ათწლეულში მონტენეგრომ მიტროპოლიტ რუფიმის მეთაურობით რამდენჯერმე წარმატებით იბრძოლა ოსმალებთან. 1605 წელს დრობნჯაცის ტომმა ოსმალები დაამარცხა გორნჯა ბუკოვიცაში. თუმცა, ოსმალებმა შური იძიეს იმავე ზაფხულს და შეიპყრეს ჰერცოგი ივან კალუდეროვიჩი, რომელიც საბოლოოდ გადაიყვანეს პლევლიაში და სიკვდილით დასაჯეს.[18] 1608 წლის 18 თებერვალს, სერბი ლიდერები შეიკრიბნენ კოსიერევოს მონასტერში და მოუწოდეს ესპანეთსა და ნეაპოლის სასამართლოს, რომ გადაედგათ ენერგიული ნაბიჯები. ესპანეთს ბევრი არაფრის გაკეთება არ შეეძლო აღმოსავლეთ ევროპაში ოკუპაციამდე. თუმცა, 1606 წელს ესპანურმა ფლოტმა შეუტია დურიესს. საბოლოო ჯამში, 1608 წლის 13 დეკემბერს, პატრიარქმა იოვან კანტულმა დააორგანიზა შეკრება მორაცას მონასტერში და მონტენეგროსა და ჰერვეგოვიანს ყველა მეამბოხე ლიდერს თავი მოუყარა. კრებამ ოფიციალურად გამართა მოლაპარაკებები კარლო ემანუელე I-თან, რათა გაეგზავნა ძალები ბალკანების გასათავისუფლებლად „მაკედონიის ტახტის“ სანაცვლოდ და, ამავე დროს, მოითხოვა, რომ პაპი პავლე V-ს სპეციალური პროვილეგიები გადაეცა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიითვის. „ჩვენი მხრივ“, ისინი მოითხოვდნენ, რომ „ჩვენ არ გვინდა იეზუიტთა ორდენი“ ან რაიმე მსგავსი, რომელიც განიზრახავდა ქრისტიანული ხალხის მოქცევას რომის სამართალში“[19] იოვანმა იგი დაარწმუნა, რომ 20 000-იანი არმია, 25 ქვემეხი და 25 000-ზე მეტი ბალკანისთვის განკუთვნილი იარაღი ოსმალეთის სულთანს ცუდ დღეში ჩააგდებდა.[19] რამდენიმეწლიან დაგეგმვას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია, რადგან მსგავსი ოპერაცია „მოითხოვდა ესპანურ საზღვაო და ლოჯისტიკურ მხარდაჭერას“. აჯანყება ნელ-ნელა ცხრებოდა 1609 წლიდან 1610 წლამდე პერიოდში.[19] 1596–1597 წლების აჯანყება მომდევნო საუკუნეებში გახდება ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში მრავალი ანტიოსმალური ამბოხების სანიმუშო მაგალითი.[1]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Bataković 1996, p. 33.
  2. Veselinović 1966.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Nikolaj Velimirović (January 1989). The Life of St. Sava. St. Vladimir's Seminary Press, გვ. 159. ISBN 978-0-88141-065-5. 
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Mitja Velikonja (5 February 2003). Religious Separation and Political Intolerance in Bosnia-Herzegovina. Texas A&M University Press, გვ. 75–. ISBN 978-1-58544-226-3. 
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 (1971) Editions speciales. Naučno delo. „Дошло ]е до похреаа Срба у Ба- нату, ко]и су помагали тадаппьи црногоски владика, Херувим и тре- бюьски, Висарион. До покрета и борбе против Ту рака дошло ]е 1596. године и у Цр- иэ] Гори и сус]едним племенима у Харцеговгаш, нарочито под утица- ]ем поменутог владике Висариона. Идупе, 1597. године, [...] Али, а\адика Висарион и во]вода Грдан радили су и дал>е на организован>у борбе, па су придобили и тадапньег пеЬког патри^арха 1ована. Ова] ]е папи Клименту VIII послао писмо, у коме каже да би се, у случа^у када би папа организовао напад на Нови, дигла на оруж]е и херцего- вачка племена: Зупци, Никшипи, Пивл>ани, Банъани, Дробшаци, Рудине и Гацко. Пошто ]е папа одговорио само уви]еним рщ'ечнма, патри- ]арх тован му се поново обрайао 1599. године, али без успеха.“ 
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 6.6 6.7 6.8 Ćorović 2001, Преокрет у држању Срба
  7. Samardžić 1993, p. 323.
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 Istorisko društvo Bosne i Hercegovine (1959). Annuaire de la Société historique de Bosnie et Herzégovine. Istorisko društvo Bosne i Hercegovine. „из Дубровника из почетка 1596 тврди да су се многи херцего- вачки главари са митрополитом састали у требшьском манастиру и заклели »да Ье се дати и поклонити светлости импературови су 20 тисуЪа ]унака«. Устаници траже помоЬ или бар симболично аустриску заставу као доказ везе са Аустри]ом. Ускоро ^е дошло до ускочког осва^ан>а Клиса (8 IV 1596) што ]е изазвало силно узбзфеиье од Лике до Херцеговине. Ускоци су ако развили сво^е походе; на бедемима дубровачким ста^але су отсечене главе цоги- нулих харамбаша"). Шпанско-папска флота била ^е у Месини и очекивала наре1>еNoе за удар против турских обала3"). На новом збору у Требин>у владиха Висарион и главари упутали су Доминика да оде у Грац и Праг. Избавили су да чекану »заповест за устанак«; тада ]е Клис ]ош био ускочки. Из Граца ]е стигао агент Михо ЗлатариЬ те ...“ 
  9. 9.0 9.1 Scrivener, Frederick Henry Ambrose; Edward Miller (1894). რედ. 4: A Plain Introduction to the Criticism of the New Testament, 2. London: George Bell & Sons, გვ. 65. 
  10. Marko Jačov (1997). I Balcani tra impero ottomano e potenze europee (sec. XVI e XVII): il ruolo della diplomazia pontificia. Periferia. „"sotto il commando di Gardan Vaivoda"“ 
  11. 11.0 11.1 Stanojević & Vasić 1975.
  12. Stanojević & Vasić 1975.
  13. (31 August 2011) Against Orthodoxy: Studies in Nationalism. UBC Press, გვ. 99–. ISBN 978-0-7748-2096-7. 
  14. Kočić 1936, p. 55.
  15. Jovan Cvijić (1987). Sabrana dela: Balkansko Poluostrvo. Srpska akademija nauka i umetnosti, გვ. 145. ISBN 9788639100445. 
  16. Radovan Samardžić (1990). Seobe srpskog naroda od XIV do XX veka: zbornik radova posvećen tristagodišnjici velike seobe Srba. Zavod za udžbenike i nastavna sredstva. ISBN 9788617015631. 
  17. (22 February 2008) The Twilight Of A Military Tradition: Italian Aristocrats And European Conflicts, 1560–1800. Routledge, გვ. 86–. ISBN 978-1-135-36143-3. 
  18. О ДРОБЊАКУ И ДРОБЊАЦИМА Serbian.
  19. 19.0 19.1 19.2 (22 February 2008) The Twilight Of A Military Tradition: Italian Aristocrats And European Conflicts, 1560–1800. Routledge, გვ. 86–. ISBN 978-1-135-36143-3. 

ლიტერატურა რედაქტირება

  • Bataković, Dušan T. (1996). The Serbs of Bosnia & Herzegovina: History and Politics. Dialogue Association. ISBN 9782911527104.
  • Ćorović, Vladimir (2001) [1997]. "Преокрет у држању Срба". Историја српског народа (in Serbian). Belgrade: Јанус.
  • Kočić, Petar (1936). Razvitak. Vol. 3–4.
  • Stanojević, Gligor; Vasić, Milan (1975). Istorija Crne Gore (3): od početka XVI do kraja XVIII vijeka. Titograd: Redakcija za istoriju Crne Gore. OCLC 799489791.
  • Samardžić, Radovan; Veselinović, Rajko L.; Popović, Toma (1993). Samardžić, Radovan (ed.). Историја српског народа: Срби под туђинском влашћу (1537–1699). Belgrade: Srpska književna zadruga.
  • Samardžić, Radovan (1993). "Дуги рат између Аустрије и Турске (1593–1606)". Историја српског народа III/1. Belgrade: Srpska književna zadruga. pp. 214–335.
  • Veselinović, Rajko (1966). Историја Српске православне цркве са народном историјом (1): 1219–1766. Belgrade: Св. Арх. Синод СПЦ. pp. 70–71.
  • Soranzo, Lazzaro (1599). L' Ottomanno (in Italian).