ნიკშიჩი (ჩერნოგ. Никшић/Nikšić) — ქალაქი მონტენეგროში.მდებარეობს ნიკშიჩის ხეობაში, ტრებეკის მთის მთისწინეთში. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეორეა ქვეყანაში პოდგორიცის შემდეგ.

ქალაქი
ნიკშიჩი
Никшић / Nikšić
დროშა გერბი

ქვეყანა მონტენეგროს დროშა მონტენეგრო
კოორდინატები 42°46′00″ ჩ. გ. 18°56′00″ ა. გ. / 42.76667° ჩ. გ. 18.93333° ა. გ. / 42.76667; 18.93333
მმართველი Marko Kovačević
პირველი ხსენება ძვ. წ. IV საუკუნე
ადრეული სახელები ანაგასტუმი, ონოგოშტი
ფართობი 2065 კმ²
ცენტრის სიმაღლე 649
მოსახლეობა 58 212 კაცი (2003)
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი +382 40
საფოსტო ინდექსი 81400
საავტომობილო კოდი NK
ოფიციალური საიტი niksic.me
ნიკშიჩი — მონტენეგრო
ნიკშიჩი

ნიკშიჩი ძველი გუთების ნამოსახლარზე დააარსეს რომაელებმა ძვ. წ. IV საუკუნეში, როგორც გამაგრებული სამხედრო ბანაკი და უწოდეს ანაგასტუმი. შუა საუკუნეებში რეგიონში შევიდნენ სლავები, რომლებმაც ქალაქს ონოგოშტი უწოდეს. ოსმალების მიერ სერბეთის დაპყრობის შემდეგ ნიკშიჩი გახდა მათი უმთავრესი ციხესიმაგრე. 1877 წელს, როდესაც მონტენეგროს განაგებდა ნიკოლა I პეტროვიჩი, ოსმალები გააძევეს და ქალაქი გაათავისუფლეს.

1900 წელს ააშენეს მართლმადიდებლური წმინდა ბასილის ეკლესია, სამეფო სასახლე, სამეფო ხიდი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: